Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბუკმეიკერები ბენიტესის მომავალზე


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01368/rafael-benitez-liv_1368864c.jpg

 

ბუკმეიკერებმა უკვე შეაფასეს ბენიტესის ტრანსფერი…

 

* ლა ლიგა @ 1.73

 

*პრემიერ ლიგა @ 4.50

 

*ბუნდეს ლიგა @ 9.0

 

*რუსეთის პრემიერ ლიგა @ 9.0

 

* სხვა @ 11.0

 

კლუბები

 

*ვალენსია @ 6.0

 

ბენიტესმა სახელი სწორედ ამ კლუბში მოღვაწეობით გაითქვა, როცა ვალენსიას ლა ლიგა და უეფას თასი მოაპოვებინა. ბენიტესის ამ კლუბს სათავეში ჩაუდგებოდა, რომ არა ღამურების ახლანდელი მწვრთნელი. “ლოს ჩეს” ბევრ გულშემატკივარს უნაი ემერის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. თუმც გუნდს წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის ესპანიოლთან. დიდი შანსია რაფას ბედი ამ შეხვედრაზე იყოს დამოკიდებული, რადგნ თუ ღამურებმა ეს შეხვედრა დასთმეს, ისინი 5-6 პოზიციაზე გადმოინაცვლებენ და ბასკ სპეციალისტს საკმაო ოდენობის პრობლემები შეექმნება.

 

ატლეტიკო მადრიდი @ 6.0

 

გუნდის მწვრთნელით არც ხელმძღვანელები და არც გულშემატკივრები არ არიან კმაყოფილნი. სწორედ ამიტომ ატლეტიკოს მესვეურებმა გადაწყვიტეს, მათ გუნდს ისეთი დიდი მწვრთნელი ჩაუდგეს, როგორიც რაფა ბენიტესია. მათ ეს ერთ-ერთ გამართულ კონფერენციაზე ოფიციალურად თქვეს. ამას კი საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ლივერპული @ 9.0

 

ალბათ არ გჭირდებათ იმის შეხსენება თუ რამდენს მიაღწია ამ მწვრთნელმა, როდესაც წითლებს ედგა სათავეში, მიუხედავად ამისა მერსისაიდელებმა მას ერთი ჩაგდებული სეზონი არ აპატიეს და მენეჯერად როი ჰოჯსონი მოიყვანეს, რომლის ხელშიც გუნდი ბევრად უარეს დღეშია ვიდრე რაფას დროს იყო. ბენიტესის ლივერპულში ტრანსფერს, მხოლოდ ის უთანხმოება უშლის ხელს, რომელიც ბენიტესს ხუთიოდე თვის წინ კლუბის ხელმძღვანელობასთან მოუვიდა.

 

ვესტ ჰემი @ 9.0

 

გუნდს სათავეში ბენიტესზე არანაკლებ წარმატებული სპეციალისტი ავრამ გრანტი ჩაუდგა, რომლის მოსვლისას გუნდი იმედებით აივსო, მაგრამ ახლა რაც ვესტ ჰემში ხდება კატასტროფაა და მეტი არაფერი. გუნდმა თვრამეტი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და გათამაშების ბოლო პოზიციაზე იმყოფება. სწორედ ამიტომ შესაძლებელი გუნდი მთავარ მწვრთნელს შეელიოს, მაგრამ პრობლემა იმაშია ჩაიბარებს თუ არა რაფაელ ბენიტესი ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს.

 

მანჩესტერ სიტი @ 17.0

მიუხედავად გუნდში მწვრთნელთან არსებული უამრავი პრობლემისა, ქალაქელები გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლო თამაშებით საკმაოდ კმაყოფილნი არიან. თუმცა ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში სიტის მესვეურები მთავარ მწვრთნელს დაუფიქრებლად შეელევიან. ახალი მწვრთნელის მთავარი კანდიდატურა კი რაფაელ ბენიტესი იქნება.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...