planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2009/4/19/1240177499767/The-Hillsborough-memorial-002.jpg გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ჰილსბროს ტრაგედიის შესახებ. ნახევარფინალამდე 1989 წელს ინგლისის თასზე ლივერპული არაჩვეულებრივად ასპარეზობდა. მათ ყველა მეტოქე ადვილად ჩამოიცილეს და ნახევარფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს. მათი მეტოქე კი ნოტინგემ ფორესტი იყო, რომელიც იმ დროს საკმაოდგავლენიანი გუნდის სტატუსით სარგებლობდა და ფანებიც ბევრი ჰყავდა. ყველამ იცოდა, რომ საკმაოდ საინტერესო ნახევარფინალის მოწმენი იქნებოდნენ. სუფთა წითლები გარიბალდის წითლების წინააღმდეგ. მატჩი სტადიონ “ჰილსბროზე” უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ქალაქ შეფილდში მდებარეობდა. ჰილსბრო არენაჰოლსბრო შეფილდ უენსდეის საშინაო არენაა, რომელიც 1899 წელს დაარსდა და იმ დღიდან შეფილდ უენსდეის ფანებს ერთგულად ემსახურება, მაგრამ მხოლოდ შეფილ უენსდეის რადგან ამ სტადიონზე მოხდა ტრაგედია, რომელმაც ლივერპულის გულშემატკივართა სიცოცხლე იმსხვერპლა. სტადიონი ტრიბუნებით ოთხივე მხრიდან არის შემოსაზღვრული და 39,812 ათას კაცს იტევს. მისი რეკონსტრუქციისთვის 22მლნ. არის გამოყოფილი, რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა 4000 კაცით გაიზრდება. სტადიონზე დაგეგმილი იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, მაგრამ ეს ბედნიერება რუსებს ჰხვდათ წილად. http://i019.radikal.ru/1012/4c/a422bc31dc05.jpg http://news.footballunited.com/files/2010/04/Hillsborough-disaster.jpg ტრაგედიასტადიონ ჰილსბროზე 1989 წლამდე ჩატარებული იყო ხუთი ფა თასის ფინალი. სწორედ ამიტომ ერგო ამ სტადიონს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნახევარფინალის მასპინძლობა, თანაც ქალაქი შეფილდი ლივერპულსა და ნოტინგემს შორის მდებარეობს, მაგრამ უფრო ახლო მდებარეობა რამოდენიმე კილომეტრით ნოტინგემსა აქვს. ლივერპულის ფანებმა, ისევე როგორც ნოტინგემის არ დაიზარეს და სტადიონის ყველა დასაჯდომი და დასადგომი ბილეთები შეიძინეს. მეტიც, გუნდების უამრავი ფანი ბილეთების გარეშე დარჩა. შეხვედრა 15:00 საათზე იწყებოდა. მატჩის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე კი სტადიონი გადაჭედილი იყო, ყველა ფეხბურთელების გამოსვლას და მატჩის დაწყებას ელოდებოდა. გარეთ კი უამრავი ადამიანი იდგა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ საყვარელი გუნდის მატჩს ნახავდნენ, ისედაც სავსე სტადიონს ხალხი კიდევ უფრო ემატებოდა. იმ დროს ინგლისში, თითქმის ყველა სტადიონს ჰქონდა ღობე, რომელიც სტადიონსა და ტრიბუნას შორის იყო. ამ ღობის მიზანი ის იყო, რომ თავიდან აეცილებინა სხვადასხვა ხულიგნობა (სტადიონზე გადასვლა, რაიმე საგნის სროლა…). სტადიონს საკმაოდ ვიწრო შემოსასვლელი გვირაბი ჰქონდა, რომელიც ხალხით იყო სავსე. სტადიონზე დასადგომი ადგილებიც არ იყო, მაგრამ ხალხი მაინც შემოდიოდა. დღემდე დაუდგენელია რატომ არ დადგა პოლიცია შემოსასვლელთან და არ მოახდინა გულშემატკივართა მოძრაობის ორგანიზება. როდესაც სტატიონზე დგომა შეუძლებელი გახდა ხალხი ღობეს მიეკრო, მათ არ იცოდნენ იმ პრობლემის შესახებ,რაც ღობეს ჰქონდა. პოლიციამ ამ დროს გადაკეტა შემოსასვლელი კარი. ამ დროს მოხდა ჭ####ტა, რომელშიც უამრავი ადამიანი მოხვდა. ამას კი ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან თამაში უკვე დაწყებული იყო და ყურადღება ყველას მოედნისკენ ჰქონდა. რამოდენიმე ფანი ღობეზე აძვრა, რათა ჭ####ტას გაქცეოდა. ამ პროცესს ხალხმა მაშინ მიაქცია ყურადღება, როდესაც პოლიციელებმა მსაჯს მატჩის გაჩერება მოსთხოვეს. სწორედ ამ დროს ჩამოინგრა ღობე. მაშინ ჰილსბრო ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. სტადიონის სამხრეთი ნაწილი ცხედრებით იყო სავსე. რამოდენიმემ კისერი მოიტეხა, უმრავლესობა კი კომპრექსიული ასფიქციით დაიღუპა. ვინც გადარჩა ტკივილებისგან გამწარებული ყვიროდნენ. ისმოდა იმათი ტირილი ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. პოლიციას ნოტინგემისა და ლივერპულის ფანებს შუა ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული. ამიტომ რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც დაჭრილების დახმარება უნდოდათ არ გამოუშვეს. სტადიონზე საკმაო ხანი ვერ შემოდიოდა სასწრაფო დახმარების მანქნებაი, სწორედ ამიტომ 96 ადამიანიდან 16 საავადმყოფოში, დაგვიანებული დახმარების გამო დაიღუპა. თამაში 15 წუთის შემდეგ არ გაგრძელებულა, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევდა.http://s61.radikal.ru/i174/1012/8a/a52f0b37b501.jpghttp://amazingdata.com/mediadata24/Image/hot_weird_funny_amazing_cool_a-hillsborough-disaster-football-1_200907251921555218.jpg შედეგები ჰილსბროს ტრაგედიას სულ 96 ადამიანი შეეწირა აქიდან 94 იმდღესვე დაიღუპა. მეორე დღეს გარდაიცვალა 14 წლის ლი ნიკოლი. ხოლო ტრაგედიიდან ხოლო 22 წლის ენდრიუ დრეინი 7 წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ჰილსბროზე სულ 766 ადამიანი დაშავდა, აქიდან 33 ადამიანი ჰოსპიტალიზებული იქნა. ხოლო 96 ადამიანი როგორც ავღნიშნეთ ლივერპულის ქომაგობას შეეწირა. დაღუპულთა ასაკი 10 წლიდან იწყებოდა და 67-დან მთავრდებოდა. დაღუპულთა საშუალო ასაკი კი 30 წელია. თითქმის ყველა დაღუპული ლივერპულის ფანი იყო. http://www.independent.co.uk/multimedia/archive/00164/Pg-30-hillsborough-_164671s.jpg http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/04/15/article-1170142-044301F3000005DC-919_634x437.jpg ჰილსბროს შემდეგჰილსბროზე მომხდარმა, ტრაგედიამ ინგლისურ ფეხბურთში ბევრი რამ შეცვალა. ტრაგედიიდან რამოდენიმე დღეში ენფილდზე აიკრძალა ე.წ. დასადგომი ადგილები, რომელსაც დროთადრო ყველა სტადიონმა მიბაძა. ამის შემდეგ მოხდა სასწრაფო დახმარების მანქნების სტდიონზე დაყენება, გაიზარდა პოლიციელთა ოდენობა და მოხდა ყველა ღობის ჯერ გამაგრება შემდეგ კი მოშორება. ჰილსბროს ტრაგედიამ ახალი ერა შექმნა სტადიონებში და მათ აგებულებაც სრულიად შეცვალა. ამ რეფორმების შემდეგ ტრაგედიების ოდენობა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ეს იმ ფანებს ვერ გააცოცხლებს, რომლებიც სტდიონის აგებულებას და პოლიცელთა უყურადღებობას შეეწირნენ. ჰილსბროს გმირები ლივერპულში, ისევე როგორც შეფილდში გაიხსნა მემორიალი, რომელშიც ყველა ჰილსბროში დაღუპულ ადამიანს მოიხსენიებენ. იქ უამრავი ლივერპულის და არამარტო ლივერპულის ფანი მიდის და დაღუპულებს პატივს აგებენ. ჰილსბროს მემორიალი გახსნილია 8 სხვადასხვა ადგილას. ყველგან დგას ქვა სადაც იმ 96 ადამიანის სახელია ამოტვიფრული, რომლებიც ჰილსბროში დაიღუპა. ლივერპულის ყველა ფეხბურთელი ნამყოფია ჰილსბროს მემორიალებზე და ყვავილებით ამკობენ იქაურობას. ეს ყოველი წლის 15 აპრილს ხდება, იმ დღეს როდესაც ეს ტრაგედია მოხდა.http://s16.radikal.ru/i191/1012/43/a5fbb395d149.jpghttp://t3.gstatic.com/images?q=tbn:2cQz7LWuQv0ceM:http://cdn.epltalk.com/wp-content/uploads/2009/04/hillsborough-anfield.jpg&t=1 ფილმები ჰილსბროზე ჰილსბროში მომხდარ ტრაგედიაზე დღესაც იღებენ მხატვრულ თუ დოკუმენტური სახის ფილმებს. ყოველი გადაღებული ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო ინგლისში არამედ მთელ მსოფლიოში. დოკუმენტური ფილმების დიდი ნაკრები BBC-ს ეკუთვნის. ყველაზე დიდი აღიარება მოიპოვა 1997 წელს გადაღებულმა ფილმა “ჰილსბრო” რომელმაც უამრავი ჯილდო მოიპოვა. მთელმა მსოფლიომ იხილა 2007 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი “ჰილსბროს გმირები” რომელიც BBC-მ გადაიღო. ჰილსბროზე შექმნილია ბევრი სიმღერა, რომელიც იმ დღეს დაღუპულ ფანებს ეძღვნება.http://news.bbc.co.uk/olmedia/210000/images/_210929_hillsborough,.300.09-11-98.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts