Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სვანეთი დამსვენებლების მისაღებად მზად არის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/mestia1-150x150.jpgსვანეთის ზამთრის საკურორტო ზონა 500-ი ათასი დამსვენებლების მისაღებად მზად არის.

 

მესტია ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება – ახალი აეროდრომი, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ტურისტული ცენტრი და მრავალპროფილური საავადმყოფო.

 

თბილისი-მესტიის მიმართულებით რეისები ყოველდღე შესრულდება. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები სრიალს წლის ნებისმიერ დროს შეძლებენ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაათვალიერა. ახალ პროექტებზე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გასვლით სხდომაზე ისაუბრა.

 

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა დღეს ფუნქციონირება დაიწყო. აეროპორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1 400-ს მეტრზე მდებარეობს, რთული რელიეფის მიუხედავად, უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს.

 

უსაფრთხოების გარანტი ის ტექნიკური აღჭურვილობაა, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან ერთად დამონტაჟდა. აეროპორტს 1 120–მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს, რომელიც ამინდის მიუხედავად, მცირე ლაინერების მიღებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს. თბილისი-მესტიის მიმართულებით, ფრენას ყოველ დღე კანადური ავიაკომპანია “ქელ-ბორექ-ეარი” შეასრულებს, ბილეთის ფასი 150-ი ლარი იქნება. აეროპორტს საკუთარი სანავიგაციო სისტემა და სრულიად ახალი შენობა აქვს. პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორს, მაიერს ეკუთვნის. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში პირველი რეისი დღეს მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა. თვითმფრინავს პრეზიდენტი თავად მართავდა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...