planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 სვანეთში სამთო სათხილამურო კურორტი გაიხსნა, რომელიც უკვე პირველ დამსვენებლებს იღებს. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 500-ს მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და წლის ნებისმიერ დროს თოვლია. ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კომპლექსი დღეს პრეზიდენტმა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად საბაგიროთიც ისარგებლა და ახალ სათხილამურო ტრასაზეც ისრიალა. კურორტზე სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის შესაძლებელი. ალპური სოფელი უკვე აშენებულია, მოქმედებს სასტუმროც, რომელმაც პირველი სტუმრები მიიღო. სათხილამურო ტრასა 1 400-ი მეტრი სიგრძისაა და ის იტალიურმა კომპანია”ლაიტმერმა” ააშენა. მოეწყო 9-კილომეტრიანი ბეტონის გზაც, რომლითაც კურორტზე ასვლა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და მისი კიდევ უფრო განვითარება იგეგმება. მომავალ წელს დაგეგმილია საბაგირო გზის, ჰაწვალიდან მესტიამდე მშენებლობა. მესტიის ტურისტულ ცენტრს ვიზიტორების მიღება უკვე დღეიდან შეუძლია. ცენტრი, რომელიც სვანეთში ჩასულ დამსვენებლებს რეგიონის ინფრასტრუქტურისა და მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ოფიციალურად გაიხსნა. უცხოელი და ქართველი სტუმრების ინფორმირებულობაზე ცენტრის ორი ადგილობრივი თანამშრომელი იზრუნებს. უკვე მზად არის ტურებისა და მარშრუტების ჩამონათვალიც. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts