planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანმა ბუნებრივი აირი მიიღო. საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში კომპანია ”იტერა-საქართველომ” სოფელ ალისუბნის გაზიფიცირება დაასრულა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა. 25-მა ოჯახმა უკვე მიიღო ბუნებრივი აირი. საპრეზიდენტი პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” გულისხმობს მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის სოფელში შეყვანას, რის შემდეგაც გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის, გაფორმებული შეთანხმების შემთხვევაში ბუნებრივი აირი შეუძლია სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა მიიღოს. საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში იგეგმება საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts