planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიამ” ადიგენის რაიონში დაბა აბასთუმნისა და ახალციხის რაიონში სოფელ ვალეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა. აღნიშნული სოფლების ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანიამ 590 700 ლარი დახარჯა და აბასთუმანში 1139 აბონენტი, ხოლო ვალეში 830 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა. ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები პარალელურად, მიმიდნარეობს პრაქტიკულად ყველა რეგიონში. საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტს ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts