planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ზაურ ბოლქვაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. “ქართული ხმების” სოლისტი ზაურ ბოლქვაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლქვაძე ანსამბლში დაარსების დღიდანვე მოღვაწეობდა, მას ქართულ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი ეკავა, შესრულების მანერითა და ხმის განსაკუთრებული ტემბრით. ზაურ ბოლქვაძე იყო ღირსების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts