planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას სვანეთისთვის ცალკე სამაშველო ჯგუფის ჩამოყალიბება დაავალა. ამის შესახებ სააკაშვილმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ “კურორტებზე სამაშველო ფუნქციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ შეითავსებს, რადგან ეს სულ სხვა რამეა”. “სვანეთისთვის ცალკე სამაშველო ჯგუფის ჩამოყალიბება ეს არის ტურიზმზე ორიენტირებული სამსახური. ამიტომ ეკონომიკის სამინისტროში პატარა შენაერთი უნდა შეიქმნას, რომელიც სხვა სამაშველო სამსახურებთან კოორდინირებულად იმუშავებს. მთაში, რომ ტურისტი ან ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიკარგება, დროულად უნდა დაეხმარო”, – განაცხადა სააკაშვილმა. თავის მხრივ, ვერა ქობალიამ განმარტა, რომ სამაშველო პროგრამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. “მომავალი წლის იანვარში საქართველოში – ათკაციანი, თებერვალში კი ოცკაციანი ჯგუფი ჩამოვა. ამდენად, 2011 წლის ივნისის ბოლოს საშუალება გვექნება, 50-კაციანი ახალი სამაშველო ჯგუფი გვყავდეს”, – აღნიშნა ქობალიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts