planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/524a51d8b7f09f910c3c87081951ff23.jpgდღეს, სტუდია “მონიტორის” მორიგი ჟურნალისტური გამოძიების – “ჰაერი რომელიც წამლავს” პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალისტური გამოძიება ეხება საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” სტუდიიდან აცნობეს, ფილმში საუბარია პრეზიდენტის მიერ 2004 წელს გაუქმებულ ავტო-ტექდათვალიერებაზე და მეორადი ავტომობილებით გაზრდილ ავტოპარკზე. ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ ტონობით მავნე ნივთიერებებზე, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. ასევე იმაზე, თუ რატომ იყიდება საქართველოში საწვავი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს და რატომ არ ხდება საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია, ”ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts