planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/javaxiSvili-300x196.pngიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი გახდა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შვიდივე წევრმა ხმა მას მისცა. თინათინ ჯავახიშვილი რექტორის თანამდებობის დაკავებამდე თელავის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსი იყო. ამასთან, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც გახდა. როგორც თინათინ ჯავახიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, უნივერსიტეტი ისეთივე აპოლიტიკური იქნება, როგორც აქამდე იყო. ჯავახიშვილმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის პირობაც დადო. თინათინ ჯავახიშვილის სამოქმედო პროგრამში წერია, რომ „არავის აქვს უფლება პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორ-მასწვლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა. ისინი თავისუფალნი არიან აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითთმართველობის ნებისმიერი ფორმა“. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული: თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინათინ ჯავახიშვილი დ ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი. ხმის მიცემის დაწყებამდე, ორივე კანდიდატმა თავისი სამოქმედო გეგმა და CV წარმოადგინა. თინათინ ჯავახიშვილი პროფესიით მათემატიკოს-ჰიდრომექანიკოსია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნამუშევარი აქვს საქართველოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, თბილისის მე-6 გერმანულ სკოლაში, იყო თელავის მე-9 გერმანული სკოლის დირექტორი, თბილისი-კახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსი, თელავის განათლების განყოფილების უფროსი, რექტორის თანამდებობის დაკავებამდე იყო თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს. უნივერსიტეტის რექტორობის მეორე კანდიდატი, ლეილა გარსევანიშვილი, პროფესიით სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნამუშევარი აქვს სტაჟიორ მოსამართლედ, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს იუსტიცის სამინისტროში, იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2010 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს. ლეილა გარსევანიშვილმა არჩევნების დასრულების შემდეგ დარბაზი უკომენტაროდ დატოვა. თინათინ ჯავახიშვილის სამოქმედო პროგრამის მიხედვით, რომელიც მან უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების დროს წარადგინა, მისი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები იქნება: სტუდენტებისთვის სწავლის და განვითარებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, სწავლების სამივე საფეხურის და საუნივერსიტეტო სამეცნიერო კავშირების გაძლიერება, ცნობილი მეცნიერების აკადემიურ თანამდებობებზე მოწვევა, პროფესორ-მასწავლებლების პასუხისმგებლობის და კვლიფიკაციის ამაღლება, ლექციების ხარისხის გაუმჯობესება, სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნების გააქტიურება, სტუდენტთა ეთიკის კოდექსის შექმნა, ლექციებზე დასწრების კონტროლი, გამჭვირვალე ბიუჯეტი, მის დაგეგმვაში ფაკულტეტების ჩართვა, საპატიო პროფესორის სტატუსის შემოღება და მისი შესაბამისად ანაზღაურება, უცხოელი ლექტორების მოზიდვა, ქონების დაცვა, საუნივერსიტეტო გამოცემების ხელშეწყობა, სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებისთვის კარგი გარემოს შექმნა, მენტორული სისტემის შექმნა და დისტანციური სწავლების დანერგვა, უცხო ენის და კომპიუტერის სწვლების გაძლიერება, სხვადასახვა საგნების ინგლისურ ენაზე სწავლება, საზაფხულო სკოლების გახსნა. „მე ძალიან მიყვარს პირველობა და წარმატება. ამიტომ, ძალიან ბევრი მინდა გავაკეთო ჩემს მომავალ საქმიანობაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე ძალიან ბევრია გაკეთებული. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოველთვის ღირსეული ადგილი ეკავა. მე მზად ვარ ვიმუშაო ბევრი, აკადემიურ პერსონალთან ერთად. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თელავის უნივერსიტეტი წარმატებული იყოს. დიდი მადლობა საარჩევნო კომისიას და აკადემიურ საბჭოს“, – განაცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ თინათინ ჯავახიშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაავრცელა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებისგან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საბჭოს წევრებს განათლების სამინისტროდან უკვე მიღებული ჰპონდათ მითითება, რექტორად ჯავახიშვილის არჩევის შესახებ. ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კატეგორიულად უარყო. ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts