Jump to content
Planeta.Ge

ეხლა ამათ თავში რამე აქვთ?! მეტრო 11 საათამდე იმუშავებსო


Recommended Posts

თბილისის მერიამ აღარ იცის სატრანსპორტო კოლაფსს თავი როგორ დააღწიოს. მთელი წლის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების რაოდენობას წარმატებით ამცირებდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ხაზებზე საკმარისი რაოდენობის მანქანები არ მოძრაობს და ამიტომ გაზრდა იგეგმება. მუნიციპალური ტრანსპორტი მერიის მოურჩენელ პრობლემად გადაექცა.

 

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის თქმით, დედაქალაქში გარკვეულ სამარშრუტო ხაზებს ავტობუსები დაემატება. მისი თქმით, ავტობუსების სამარშრუტო ხაზების რაოდენობის შემცირებამ, პირველ ხანებში, მოსახლეობაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ამიტომაც, მერია აღნიშნულ თემაზე მუშაობს, მუდმივად ხდება პროცესის შესწავლა. “იგეგმება ავტობუსების დამატება იქ, სადაც საკმარისი არ არის. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნა შოშიაშვილმა.

 

http://www.presage.tv/?m=society&AID=2552

 

პ.ს. ასე დაუგეგმავად რომ ახორციელებენ ყველაფერს. იმიტომაც არის რომ კარგი საქმეებიც ცუდად მტავრდება... აბრალონ ოპოზიციას და რუსეთს თავის უტვინობა...და ქვეყანაც აშენდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისის მეტროპოლიტენმა შესაძლოა 2011 წლიდან მუშაობის ხანგრძლივობა 2 საათით შეამციროს. ელექტრონული მედია მეტროს ერთ-ერთ ოპერატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომავალი წლიდან მეტრო სავარაუდოდ დილის 7-დან 23 საათამდე იმუშავებს. ამავე ინფორმაციით, ამ ნაბიჯის მიზეზი ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯვაა.

 

დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი დილის 6–დან ღამის 12 საათამდე მუშაობს. შეგახსენებთ: მეტროს მუშაობაში მიმდინარე წელს უკვე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მეტროპოლიტენი დილით და საღამოს საათებში 10–წუთიანი ინტერვალებით მუშაობს. არის თუ არა რეალურად მოსალოდნელი მეტროს მუშაობის ხანგძლივობის შემცირება ამის გასარკვევად “თბილისის მეტროს” ხელმძღვანელს დავუკავშირდით. თუმცა, ლევან კოპლატაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ცვლილება დღის წესრიგში არ დგას.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=21894&ct=6

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტის ღირსები ხართ...ტან 11- მდე უნდა იმუშAოს, ტან უმატარებლებოდ....არონიონ ხალხი გვირაბებში როგორც გრეჩიხამ :P
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლსაც მიადგნენ

როგორც შევიტყვეთ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი თბილისის სხვა უბანში გადააქვთ და ტერიტორიაზე, სადაც აქამდე ძეგლი იდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აშენდება.

 

მოვიპოვეთ ფოტომასალაც, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის მაკეტია გადაღებული. ამ ამბის მოსმენისას ნებისმიერი ადამიანი გაიოცებს, რას გადაეკიდნენ ამ ძეგლებს, აქეთ-იქით რომ დაატარებენო.

 

რაღა მაინცდამაინც ბარათაშვილის ხიდთან, დიდი ქართველი პოეტის ძეგლის ადგილზე მოუნდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შენობის აგება. ან სად აპირებენ ბარათაშვილის ძეგლის გადატანას? - ამ კითხვებით მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს, ნანუკა ზაქარეიშვილს მივმართეთ. რომელმაც გვითხრა, რომ ძეგლის გადატანის შესახებ არაფერი იცის და ეს ამბავი ჩვენგან შეიტყო.

 

ხოლო როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის მაკეტი გავუგზავნეთ, დაგვპირდა, ინფორმაციას დავაზუსტებთ და დაგიკავშირდებითო. მართლაც დაგვიკავშირდა: - ბარათაშვილის ძეგლი არსად გადავა და მის ადგილზე არაფერი შენდებაო.

 

- მაკეტის შესახებ რას გვეტყვით?

- ეს მაკეტი ვიღაცამ თავისი ინიციატივით გააკეთა. ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

 

ცნობისათვის

 

ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი 1975 წელს, ბარათაშვილის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დადგეს. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ბორის ცაბაძე. არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი და ვლადიმერ ქურთიშვილი.

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/29932-nikoloz-barathashvilis-dzeglsac-miadgnen.html#ixzz191iVpVqN

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

როგორც შევიტყვეთ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი თბილისის სხვა უბანში გადააქვთ და ტერიტორიაზე, სადაც აქამდე ძეგლი იდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აშენდება.

:what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what: ხუმრობ? ეს უკვე ურბანული გენოციდიც არაა.კრიმინალია სუფტA წყლის... :( :( :( :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდ დიღმელებმა ამ გიგის რამე ვაწყენინეთ?

რითი ვიარო საერთოდ ?

გიჟები ხომ არ ხართ ბიძია ?

ვააჰ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია,მაგ დროს უმეტესობა ლოთები ჩითავენ ქუჩებში და ბარათაშვილს რა უნდა ქაოლაქის ცენტრში? :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიწვიო ერთი კომუნისტების დროინდელი თანამშრომლები და მაგათ გააკეთებინონ ეს ოხერი გრაფიკი. რა გახდა, ბლინ.

 

მერიის სატრანსპორტო სამსახურმა ის ვერ გააკეთა, რომ გაჩერებებზე განრიგი იყოს გამოკრული, როგორც ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ამათ თავში რამე აქვთ?! მეტრო 11 საათამდე იმუშავებსო

მეტრო საერთოდ უნდა გააუქმო, რა უნდა მიწის ქვეშ ადამიანს? :D

ველასიპედი და ფეხის ჯანი :D

 

Grig

მოიწვიო ერთი კომუნისტების დროინდელი თანამშრომლები და მაგათ გააკეთებინონ ეს ოხერი გრაფიკი. რა გახდა, ბლინ.

გაფიცულები არიან, გადადგნენ ნაცები და უფასო ტრანსპორტი ჩვენზე იყოსო შემოუთვლიათ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

მოიწვიო ერთი კომუნისტების დროინდელი თანამშრომლები და მაგათ გააკეთებინონ ეს ოხერი გრაფიკი

შენ გგონია რომ თბილისში ავტობუსები კომუნისტების დროს გრაფიკით დადიოდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შენ გგონია რომ თბილისში ავტობუსები კომუნისტების დროს გრაფიკით დადიოდნენ?

 

რა თქმა უნდა და ახლაც გრაფიკით დადიან. უბრალოდ, მე მაშინ სატრანსპორტო პრობლემები არ მახსოვს.

 

სხვათაშორის, ავტობუსები 1 საათამდე მუშაობდა, მეტროც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

რა თქმა უნდა და ახლაც გრაფიკით დადიან

გრაფიკში მე ვგულისხმობდი დროების გაწერას, რომელ საათზე და წუთზე რომელი რეისი უნდა მივიდეს გაჩერებაზე. აი როგორც საზღვარგარეთაა. ჩვენთან ასე არასდროს არ ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღამე ჩვენ კომენდატის საათით უნდა ვიცხოვროთ ,ვისაც მანქანა არ გვყავს ?!

პერიფერიების მაცხოვრებლებს ხანდახან გვიწევს საქმეზე ღამემდე ყოფნა . სულ ხომ არაა ტაქსის შესაძლებლობა?! ამაზე არ ფიქრობენ..სმაზე არაა საუბარი . როცა სუფრაზე მიდიხარ , ტაქსის ფული მაშინ გიდევს ,მაგრამ აი სამსახური ღამემდე გაგრძელდა .......მოკლედ რა :( მალე მეც შვუერთდები დონკარედოს აჯანყებაში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...