Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- კახა ბექაურმა “მაესტროს” მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/ee1eb496972817fbbeea72aca03c9b1c-300x190.jpg“მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა “მაესტროს” მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა .

 

როგორც ბექაურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პროფილაქტიკური სამუშაოები არხზე ტექნიკური მიზეზების გამო დაიწყო, თუმცა ტექნიკური პრობლემა ზოგადად, საბოლოო ჯამში, ფინანსებსაც უკავშირდება.

 

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ “მაესტორს” ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც სატელიტზე შეწყვიტა მაუწყებლობა.

 

“თუმცა, დღეს შეჩერებული მაუწყებლობა ტექნიკური მიზეზების გამო განხორციელებული ღონისძიებაა. რა გახდა არხის გაჩერების მიზეზი, უფრო კონკრეტულად საღამოს მეცოდინება”,-აღიშნა ბექაურმა.

 

მან კომენტარი გააკეთა “ფონდ 2020″-თან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, მაესტროსა და “ფონდ 2020″-ს შორის არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს.

 

“თქვენ ალბათ საუბრობთ “რუსთავის მედიის მართვის კომპანიზე”, რომელსაც კონტაქტი აქვს “მეასტროსთან” და რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა დააარსა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეროსი კიწმარიშვილი კომპანიის მართვაში ერევა და ეროსისაც ეს არაერთხელ უთქვამს”, -განაცხადა ბექაურმა.

 

“მაესტროს” მაუწყებლობა დღეს დილიდან შეჩერდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლობის შეცერება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გარდა ამისა, საუბრი იყოს იმაზეც, რომ შესაძლოა ეროსი კიწმარიშვილის “ფონდი 2020″ ტელეკომპანიის მართვიდან გავიდეს.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...