Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთთან ცალმხრივად შეწყვეტილი კავშირი Slo – Geo 1:2


Recommended Posts

საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება.

 

სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს:

 

„ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“.

 

აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის.

 

ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ.

 

გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს.

 

„იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი.

 

გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს.

 

2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა.

 

მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7.

 

ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება.

 

„აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები.

 

მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება.

 

აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება.

 

კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს.

 

საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ.

 

ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია.

 

 

 

/get_img?NrArticle=3779&NrImage=2

 

Image 2776

 

 

 

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით.

 

გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა.

 

„აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://zvigena.files.wordpress.com/2010/11/slo-geo.jpg?w=197&h=327 საათზე მეტი დრო იყო მილეული – ჩვენი ნაკრები შეხვედრას ერთი ბურთით აგებდა  და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ფრის მიღწევაც ძნელად სავარაუდო იყო.

სლოვენია დომინირებდა და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდა – დაცვის საკმაოდ არასაიმედო თამაშის საპირისპიროდ ლორია ყოჩაღობდა და რამოდენიმე რთული ბურთიც მოიგერია. ხოლო ტაიმის მიწურულს საერთოდ თერტმეტმეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა მეტოქეს, როდესაც კარგ ნახტომში ძნელად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგაც ჩვენებს მინდვრის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება უჭირდათ. მეტოქე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა და იგრძნობოდა ადრე თუ გვიან გოლს მივიღებდით.

დაიწყო მეორე ტაიმი და სლოვენიელთა მორიგ კუთხურს მოყვა კიდეც გოლი – კალაძემ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა, ვისი დარტყმაც ლორიასთვისაც მიუწვდომელი აღმოჩნდა. ცოტახანში უკვე ძელმა გვიხსნა მეორე ბურთის გაშვებისგან . სიტუაცია უიმედო მოჩანდა.

 

გოლის გაშვებამდე ქეცბაიამ ინერტულად მოთამაშე ხოჯავა და მოდებაძე გურული–ვაწაძის დუეტით ჩაანაცვლა. შემდეგი მოვლენების გმირებიც სწორედ ეს ორი ფეხბურთელი გახდა – ჯერ აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში მეტოქის მცველი შეცდა, საკუთარ საჯარიმოში არასწორად უპასა თავისიანს, რითაც გურულმა ისარგებლა და საჯარიმოში საკმაოდ მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ძელის გავლით გადაგზავნა ბურთი სლოვენიელთა კარში – 1:1, გურულმა დებიუტი ნაკრებში ასე გოლით აღნიშნა.

არ გასულა წუთიც და შემდეგ უკვე ვაწაძემ ითამაშა კარგად – მშვენიერი პასით ანანიძე ერთი ერთზე შეატოვა მეტოქის მეკარეს. ჯანომაც, როგორც კარგ ფეხბურთელს შეეფერება, მსუბუქი შეხებით ბურთი გაისწორა და ზუსტი, გამოზომილი დარტყმით მეტოქის მეკარე უშანსოდ დატოვა.

ანგარიშში დავწინაურდით, მეტოქეც ანერვიულდა, ბევრი ვეღარაფერი შექმნა წინ და ეს შეხვედრა ასე მოგებამდე მივიყვანეთ.

რა შეიძლება ითქვას – ჩვენი ნაკრები ფაქტიურად მეორე შემადგენლობით თამაშობდა, შეცდომები იყო და თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მაგრამ ფეხბურთში სწორედ რომ შედეგი ფასობს და მძიმე თამაშით, მაგრამ მაინც გუნდი იგებს, ხასიათს ავლენს. თუნდაც ანგარიშში დაწინაურებულ მეტოქეს ადრიანად არ ნებდება და აგერ შედეგიც – პატარა საქმე არაა, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდს საკუთარ კედლებში წაგება აგემო, მითუმეტეს მეორე შემადგენლობით.

აღსანიშნავია ლორიას კარგი თამაში, ვინც რამოდენიმეკარგი სეივი გააკეთა, აღარაფერს ვამბობ თერტმეტმეტრიანის მოგერიებაზე. მის თამაშში აშკარა პროგრესია.

დაცვის ცენტრში ნორმალური დებიუტი ჰქონდა  აკაკი ხუბუტიას. შეილება ამ ფეხბურთელის მომავალშიც გამოყენება. გურამ კაშიამ პირველად ითამაშა ჩვენთვის პრობლემურ დაცვის მარჯვენა ფლანგზე – ჩემი აზრით მომავალში ლობჟანიძეს ნაცვლად, ისევ გურამზე ღირს აქცენტის გაკეთება.

ასევე დებიუტი ჰქონდა გოჩა ხოჯავასაც, მაგრამ დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ასეთი თამაშით მისი ადგილი ნაკრებში ნამდვილად არაა – პასებს აგვიანებდა, ნელი იყო, დაცვას ინერტულად ეხმარებოდა. კარგად ვერ წარმოაჩინა თავი ნიკა გელაშვილმაც, რომელიც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გაისარჯა. მის ნაცვლად შემოსული, ასევე დებიუტანტი, თვრამეტი წლის ოქრიაშვილი ბევრად ცოცხლად და საინტერესოდ გამოიყურებოდა.

უნდა ავღნიშნოთ გურულის შემოსვლა – რომელიც ხოჯავაზე ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა, გამათანაბრებელი გოლიც შეაგდო და სხვა ეპიზოდებში ტექნიკურ, ჭკვიანურ ფეხბურთს აჩვენებდა. ამ კაცის სახით ნაკრებისთვის  ერთ–ერთი კარგი და საინტერესო კადრი გამოიცადა – ამის შემდეგ სავარაუდოდ მას მომავალშიც ვიხილავთ ჩვენი ნაკრების ფორმით მოთამაშეს და იმედია სარგებელსაც მოგვიტანს.

ჯანო კი ისევ ცალკე აღნიშვნის ღირსია – ბიჭი საკმაოდ კარგად გაისარჯა, გამარჯვების გოლიც შეაგდო და ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მოკლედ წელი დაუმარცხებლად ჩავამთავრეთ, რაც პირველად ხდება ჩვენი ისტორიის მანძილზე და აწი მომავალ წელსაც ბევრად იმედიანად დაველოდებით.

მადლობა ბიჭებს.

 

 

http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/399/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=399&subd=zvigena&ref=&feed=1

 

სრულად ზვიგენას ბლოგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...