planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 კახა კუკავა ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ყველა დევნილს ელოდება. ,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების ვადა 15 იანვრამდე იმიტომ გადაწია, რომ ხვალ პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში დევნილებმა მონაწილეობა არ მიიღონ. ,,ხელისუფლებას დევნილების მასშტაბური აქციის იმიტომ ეშინია, რომ ნაძვის ხესთან კარვები არ გაიშალოს და დევნილების მასშტაბური აქცია არ მოექცეს საერთშაორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ამიტომ მიიღეს დევნილების გამოსახლების ვადების გადაწევის გადაწყვეტილება”,- განაცხადა კუკავამ.Mმისივე თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ოფიციალური არ არის და 15 იანვრამდე დევნილების გამოსახლება რომ დაიწყოს, დევნილები ვერ წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ვადები გადაწეულია. დევნილებს 15 იანვრამდე გამოსახლების გადაწევაც არ აკმაყოფილებთ და ისინი გამოსახლების პროცესის საერთოდ შეჩერებას ითხოვენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts