planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/par9-150x150.jpgმიმდინარე თვეში პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო არდადეგებზე მიდის, რადგან კომიტეტები საკანონმდებლო ინიციატივებზე ისევ იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს, ანუ 17 დეკემბერს სახელმწიფო ჰიმნით დახურა. რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის გახსნას, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, საჭიროებისამებრ რიგგარეშე სხდომების გამართვა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ხდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts