planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gachechiladzelevan-150x150.jpgლევან გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძის ოჯახი მის წინააღმდეგ ბინძურ და ავადმყოფურ კამპანიაში ადანაშაულებს და აცხადებს , რომ ბურჯანაძის ოჯახი ამ ბინძურ კამპანიას ხელისუფლების ინტერესებისთვის ახორციელებს. ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ მასალაზე კომენტარი ლევან გაჩეჩილაძემ ,,ქართული პარტიის” ოფისში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ბურჯანაძის ოჯახი ოპოზიციის რიგებში ვერ ჩადგა და სამწუხაროდ, ისინი ისეთებად დარჩნენ, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ. “მე არასოდეს ოპოზიციის მისამართით აუგი არ მითქვამს, მაგრამ ყველამ კარგად დაინახეთ, როგორი ბინძური და ავადმყოფური კამპანია მიმდინარეობს ჩემსა და ჩემი პარტიის წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” დღეს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ბადრი ბიწაძე ყვება ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალებს, აგრეთვე, საუბრობს ოპოზიციის სხვა ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შესახებ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts