planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/machavariani-150x150.jpgსაქართველოს დემოკრატიული განვითარებისაკენ მკვეთრად აქვს არჩეული გზა, თუმცა ამ სფეროში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ,,ეკონომისტის” გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას განუცხადა, სადაც საქართველო 103-ე ადგილზეა. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით, რამდენიმე წელიწადში პროგრესს მიაღწევს. მაჭავარიანის შეფასებით, დემოკრატიული განვითარების თავალსაზრისით გასაკეთებელი სახელმწიფო იმსტიტუტებშიც ბევრია და ამაზე მთავრობა და პრეზიდენტი ერთობლივად მუშაობენ. ,,ეს რეიტინგები ნიშნავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ქვეყანა რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ამაზე საკანონმდებლო თვალსაზრისითაც ბევრი კეთდება. მათ შორის, მედიამფლობელებთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირრეებით ნათლად ჩამოვაყალიბეთ, რომ მზად ვართ შევცვალოთ არა რაღაც ნაწილი არამედ, ისე უნდა გაიწეროს კოდექსი, რომ 2012 წლის არჩევნები სრულიად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. კარგია, რომ ჟურნალისტები მიეჩვიეთ საქართველოს პირველ ადგილზე ყოფნას ყველგან, მაგრამ გპირდებით, დემოკრატიის სფეროშიც რამოდენიმე წელიწადში მივაღწევთ პროგრესს’’, – განაცხადა მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ჟურნალის ,,ეკონომისტის” ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit მსოფლიოს ქვეყნების 2010 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა (Democracy Index 2010). გამოქვეყნებული ინდექსი ასახავს სახელმწიფოების მდგომარეობას 2010 წლის ნოემბრისთვის და მასში შესულია 167 ქვეყანა. საქართველო რეიტინში კი 103-ე ადგილზეა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts