planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/logo-lika-yazbegi-150x150.jpgლიკა ყაზბეგის პროექტი – „წარმატებული ქალები პოდიუმზე“ წელს „დიდუბე პლაზაში“ 23 დეკემბერს გაიმართება.ყოველწლიური დეფილეს იდეის ავტორის და ორგანიზატორის, ლიკა ყაზბეგის ინფორმაციით, წლევანდელი პროექტი კომპანია „რომპეტროლის“ მხარდაჭერით ტარდება და მასში მონაწილეობას 20 ქალბატონი მიიღებს.ჩვენება ხუთშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება და საკუთარი სამოსის გარდა, პროექტში მონაწილე ქალბატონები დიზაინერების – თინათინ მაღალაშვილის, ფათუნა ბუშიჰედისა და ანა ჩანგიანის ტანსაცმლისა და შარფების კოლექციებს გამოიტანენ. დეფილეს „რომპეტროლის პატარა მისების“ როლში ლიკა ყაზბეგის სტუდიის ბავშვები გახსნიან.„წლევანდელ დეფილეს განსხვავებული ფორმატი ექნება. „დიდუბე პლაზაში“ არაჩვეულებრივი პირობებია ჩვენების საინტერესო ნახაზის შესაქმნელად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონები წრიული ნახაზით, მაყურებლებს შორის გაივლიან. არაორდინალურ ჩვენებაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის, 30–ს ზემოთ სხვადასხვა ასაკის ქალბატონები მიიღებენ,“ – აცხადებს ლიკა ყაზბეგი.რაც შეეხება დეფილეს მონაწილეებს, წლევანდელ ჩვენებაზე გამოვლენ – მწერალი თეონა დოლენჯაშვილი (ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელი), მსახიობი ნინო ხომასურიძე (ფრანგული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ცეზარის” მფლობელი), ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია, ტელეწამყვანი თათია პაჭკორია, დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, პიარ სააგენტოს „პიარ ოფისი ჯი“–ს ხელმძღვანელი ნატალია ზუევა, ბიზნეს ლედი ნინო აბურჯანია, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლალი ტოტიკაშვილი, „პრაიმ ფიტნესის“ დირექტორი თეა შენგელია და სხვ.“სტუდიაში ფოტოსესიები და ჩვენებისთვის მზადება თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. მაყურებელს განსხვავებულ, ძალზე საინტერესო და ლამაზ სანახაობას ვპირდებით” – აცხადებს ლიკა ყაზბეგი.პროექტი “წარმატებული ქალი პოდიუმზე” ტრადიციული ყოველწლიური დეფილეა და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი წარმატებული ქალბატონები მონაწილეობენ. უახლოეს მომავალში ლიკა ყაზბეგი კიდევ ერთ ღონისძიებას “შოკ დეფილეს” მოაწყობს და საზოგადოებას სხვადასხვა ცნობილ ადამიანს სრულიად მოულოდნელ ამპლუაში წარმოუდგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts