lasha_alo Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 (edited) ქართული პარტიის წარმოადგენელო ვასილ მაღლაფერიძეს ჩანაწერივასილ მაღლაფერიძე რას მოგვითხრობს ბადრი ბიწაძის ნაამბობი ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2010 16:36 http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=147%3A2010-12-23-12-49-03&catid=53%3A2010-11-04-11-42-05&Itemid=112 ბოლო დღეებში იმდენად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სკანდალს, რომლის ამგორებელიც, როგორც აღმოჩნდა, ბადრი ბიწაძე ყოფილა, რომ ნაკლები ყურადღება მიექცა თავად მისი მონათხრობის შინაარსს. ვინაიდან, ამ ნაამბობში ხშირად არის ნახსენები ლევან გაჩეჩილძე და სტატიის სათაურიც ბრალდებას შეიცავს, ბევრმა სიმართლის გარკვევა მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძის ღირსების საქმედ მიიჩნია, თუმცა, თუ ბადრი ბიწაძის ნაამბობს ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ იგი მთელ საზოგადოებას გაცილებით მეტად ეხება ვიდრე ერთ პიროვნებას. ცარიელი ქვევრის მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ და ის არ ამოვიძახოთ, რასაც ჩაგვძახებენ, დეტალურად გავაანალიზოთ ბატონი ბადრი ბიწაძის ნაამბობი. ეპიზოდი პირველი ბადრი ბიწაძე აცხადებს: ”2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მითხრა ვანო მერაბიშვილმა, ჩვენ ”გრეჩიხას” ფული მივეცით, მაგრამ 2 მილიონი კიდევ მისაცემი გვაქვსო. ისიც კი მითხრა, 5 მილიონი დაიწერე შენს სამსახურზე, რომ იქიდან მივცეთ 2 მილიონი ”გრეჩიხასო”. მე უარი ვუთხარი, ვერ გავაკეთებ ამას-მეთქი! რატომო, გაუკვირდა.”(”ასავალ-დასავალი” #51, 20-26,12,2010. ქვემოთ ყველა ციტირება ამ გაზეთიდან არის მოყვანილი) ამ შემთხვევაში ბადრი ბიწაძისთვის ინფორმაციის წყარო არის შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. აქ ჩნდება რამდენიმე კითხვა თავის შესაძლო პასუხით: 1. რას წარმოადგენდა ხსენებული ჯგუფი ”ჩვენ”, რომელმაც თითქოს 2 მილიონი გადაიხადა? კონტექსტიდან გამოდის, რომ ბადრი ბიწაძის აზრით, ვანო მერაბიშვილი ”ჩვენ-ჯგუფში” გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს. 2. რა მიზანს ისახავდა ჯგუფი ”ჩვენ”? იმის მიხედვით რაც ვანო მერაბიშვილს ბადრი ბიწაძესთვის უთქვამს, გამოდის, რომ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის შტაბს დაწყებული ჰქონია პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის მოსყიდვა. 3. ვისგან შედგებოდა ჯგუფი ”ჩვენ”? ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, ამ ჯგუფის წევრები დადასტურებულად იყვნენ მერაბიშვილი და სააკაშვილი. დანარჩენების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა, როგორც ჩანს, ბადრი ბიწაძემ იცის (ან დარწმუნებულია, რომ იცის!) მათი ვინაობა, რადგან არ ინტერესდება მათი ვინაობით. ირკვევა ისიც, რომ ”ჩვენ-ჯგუფის” წევრი ჯერ კიდევ არ იყო ბადრი ბიწაძე, რომლისთვისაც, ვანო მერაბიშვილს, ფაქტობრივად, იმ მომენტში შეუთავაზებია, გაეთეთრებინა 5 მილიონი და შეერთებოდა მათ. 4. რა უნდა ყოფილიყო ბადრი ბიწაძესთვის ”ჩვენის” წევრობის შეთავაზების მიზეზი? ალბათ ის, რომ იმ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ნინო ბურჯანაძე. სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის მიერ ბადრი ბიწაძისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ნინო ბურჯანაძის საქმის კურსში ჩაყენებას ნიშნავდა, რომ არსებობდა ჯგუფი ”ჩვენ”, რომელიც მიმართავდა ყველა ხერხს, რათა პრეზიდენტის პოსტი მოეპოვებინა. 5. რატომ გაუკვირდა ვანო მერაბიშვილს, როდესაც ბადრი ბიწაძემ უარი უთხრა? ეს გაკვირვება საკმაოდ მნიშვნელოვანია დეტალია. ვინაიდან, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომ ვანო მერაბიშვილს ასე ჰაიჰარად, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე შეეთავაზებინა ბადრი ბიწაძესთვის ფულის გათეთრება, რაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასაც ნიშნავდა. როგორც ჩანს, ამას წინ უძღვოდა გარკვეული საუბრები, რომელთა შინაარსიც, ჯერჯერობით, ბატონ ბადრის არ გაუხმაურებია და რომლებზე დაყრდნობითაც ვანო მერაბიშვილი უარს არ ელოდა. 6. რითი ახსნა თავისი უარი ბადრი ბიწაძემ? ეს ადგილი ერთ-ერთი საკვანძო ადგილია ბადრი ბიწაძის ნაამბობში. ვინაიდან, მისივე თქმით, მან ”ჩვენ-ჯგუფში” მონაწილეობაზე კი არ თქვა უარი, არამედ მერაბიშვილს მხოლოდ ის უთხრა, რომ იმ მომენტისთვის არ იყო მზად ფულის გათეთრებისთვის: ”მე არ მყავდა ხალხი. მოადგილეები უნდა გყავდეს, საფინანსოს უფროსი უნდა გყავდეს ისეთი, რომ ეს ფული გაათეთრო. მე ასეთი ხალხი არ მყავდა და ამიტომ უარი ვუთხარი.” როგორც მისი ნაამბობიდან ჩანს, უარის მიზეზი დამაჯერებელი ყოფილა მერაბიშვილისთვისაც, რომელიც აღარ დაუჟინია, გინდა თუ - არა, გაათეთრეო. . ნიშანდობლივი და მეტველი ფაქტია, რომ ბადრი ბიწაძე შემხვედრი გაკვირვებით (ან აღშფოთებით!) კი არ შეხვედრია ვანო მერაბიშვილის წინადადებას – ან თავად როგორ იკადრეთ, ან მე როგორ მკადრეთ, ფულის გათეთრებაში მონაწილეობაო, არამედ იმ მომენტისთვის არსებული პრობლემა ახსენა - არ მყავს შესაფერისი მოადგილეები და საფინანსოს უფროსიო. 7. რით დასრულდა ეს საუბარი? ბადრი ბიწაძემ უარი თქვა იმ ეტაპზე ფულის გათეთრებაზე საპატიო მიზეზით, თუმცა, მისი ნაამბობიდან გამომდინარეობს, რომ მას უარი არ უთქვამს სახელმწიფო გადატრიალების პროექტში მონაწილეობაზე. მისი მონაყოლიდან მიხედვით, მან იცოდა შეთქმულების შესახებ და ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც როგორც ”ჩვენ-ჯგუფის” სრულფასოვან წევრს ისე ესაუბრებოდნენ. ძნელია იმ ვარაუდის გამორიცხვა, რომ ამ ინფორმაციის ადრესატი სინამდვილეში იყო ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ ოპოზიციისა და ”გრეჩიხასკენ” გახედვას აზრი არ ჰქონდა. პირველი ეპიზოდის რეზიუმე ბადრი ბიწაძის ნაამბობში მოგვითხრობს კრიმინალურ ”ჩვენ-ჯგუფზე”, რომელიც გეგმავდა და ახორციელებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ამ დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობის შესახებ იცოდა და არ განაცხადა, ანუ მისი თანამონაწილე გახდა თავად ბადრი ბიწაძე და, წესით, ამის შესახებ უნდა ცოდნოდა ნინო ბურჯანაძესაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვეულებრივ მიღებული ყოფილა ფულის გათეთრებაზე საუბარი. ამას გვიყვება ბადრი ბიწაძე, რომელიც, მისივე მისივე თქმით, სრულად ენდობა და ეყრდნობა მერაბიშვილის ნაამბობს. სხვა მოწმე ან რამე საბუთი არ არსებობს. ეპიზოდი მეორე ბადრი ბიწაძე გვიამბობს: ”სააკაშვილი ამბობდა, ”გრეჩიხა” მოვიდა ჩემთან და გოგა ხაინდრავა ჩაუშვა, რომ ბადრი პატარკაციშვილი აძლევს ფულს და ”სტანდარტ ბანკიდან”, რამდენიც უნდა, იმდენი გამოაქვს ფული მიტინგებისთვისო”. ვინმე თუ მართლა გადაწყვეტდა გოგა ხაინდრავას ”ჩაშვებას”, ცხადია, რომ თავად ეს ინფორმაცია ვერაფრით დააინტერესებდა ვერც სააკაშვილის და ვერც - საზოგადოებას, ვინაიდან, თავად ბადრი პატარკაციშვილმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ბოლო კაპიკსაც არ დავინანებ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველადო. სამაგიეროდ საინტერესოა სხვა რამ, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში ამყოფებს ბადრი ბიწაძეს, როგორც უკვე ”ჩვენ-ჯგუფის” წევრს, რომ შეთქმულება წარმატებით მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ უმეორებს, რომ პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, სინამდვილეში, მასზე მუშაობს. ძნელია იმ ვარაუდის გამორიცხვა, რომ ამ ინფორმაციის ადრესატი სინამდვილეში იყო ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ ოპოზიციისა და ”გრეჩიხასკენ” გახედვას აზრი არ ჰქონდა. ამას გვიყვება ბადრი ბიწაძე, რომელიც, მისივე მისივე თქმით, სრულად ენდობა და ეყრდნობა სააკაშვილის ნაამბობს. სხვა მოწმე ან რამე საბუთი არ არსებობს. ეპიზოდი მესამე ბადრი ბიწაძე აგრძელებს თხრობას: ”ახლა გეტყვით, რაზე ილაპარაკეს სააკაშვილმა და ”გრეჩიხამ” ერთი-ერთზე. სააკაშვილმა მითხრა, ახლა ჩემთან მოდის ”გრეჩიხა”, შენ აგერ შედი ოთახში და რასაც ”გრეჩიხა” დამელაპარაკება, ყველაფერს მოისმენო. შევედი ოთახში, დავჯექი და ვუსმენ სააკაშვილის და ”გრეჩიხას” ლაპარაკს! ეს ხდება შავნაბადაზე. 7 ნოემბრის მერე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე. ამ ლაპარაკს ვისმენ მე ყველაფერს. ”გრეჩიხა” უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია ”გადმოაყუდოს”, ეს უქნას, ის უქნას! სააკაშვილი ეუბნება, რა გინდა, რა გაგიკეთოო? ”გრეჩიხა” ამ დროს ხმას არ იღებს და როგორც მერე ვნახე, თურმე, ფურცელზე უწერდა თავის პირობებს. ”გრეჩიხა” რომ წავიდა, შევედი სააკაშვილთან და იმანაც ეგრევე ფურცელი გამომიწოდა, აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო! რა ეწერა და ახლავე გეტყვით, რაც ეწერა. დროებით დამნიშნე პრემიერ-მინისტად 6 თვით. აი, ეს ხალხი, რომელიც 7 ნოემბერს გაიწირა, მე ვალდებული ვარ ამ ხალხთან და უნდა მომცე დაახლოებით ხუთი მილიონი. მესამე პუნქტი იყო ილია ჭავჭავაძის ბანკის შექმნა, რომელშიც უნდა ჩამიდოთ საწყისი კაპიტალიო, ეს ფურცლები არსებობს და მე თქვენ ამ ფურცლებს მოგცემთ. სააკაშვილი დაეთანხმა ”გრეჩიხას” პირობებს. ჭყლოპინებდა, გახარებული იყო, ესენი ყურებით მყავს დაჭერილიო.” ბატონი ბადრის ნაამბობში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, მაშინ თუ არა, შემდეგ მაინც თუ გაუჩნდა რაიმე შეკითხვები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. მაგალითად ამგვარი, რომელთაც ვერავინ წაართმევს არსებობის უფლებას: რა მიზნით გადაწყვიტა ჯერ ისევ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისი კონფიდენციალური საუბრისთვის ვიღაცას უნდა მოესმინა? რით დაიმსახურა მაინცდამაინც ბადრი ბიწაძემ პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაშვილის ისეთი ნდობა, რომ მხოლოდ ის დასვეს გვერდზე ოთახში ამ საუბრის მოსასმენად? მაინცდამაინც ბადრი ბიწაძის გვერდითა ოთახში დასმა ხომ არ განაპირობა იმან, რომ მას ეს ამბავი მოეყოლა ჯერ ისევ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლი ნინო ბურჯანაძესთვის და დაერწმუნებინა იგი, რომ ლევან გაჩეჩილაძე ”დაკერილია”, იგი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს და ყველაფერი დამთავრებულია. რატომ არ უსმენდნენ ამ საუბარს ”ჩვენ-ჯგუფის” სხვა წევრები, თუნდაც იგივე ვანო მერაბიშვილი? ”ჩვენ-ჯგუფის” წევრების ოთახში არყოფნა ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი ამ საუბრის ჩანაწერს სხვა ოთახში ისმენდნენ? რატომ არ შეიძლებოდა, რომ ბადრი ბიწაძესაც მათთან ერთად კომფორტულ გარემოში ესმინა ამ საუბრის ჩანაწერისთვის, იმის მაგივრად, რომ სულგანაბული, გაუნძრევლად მჯდარიყო გვერდზე ოთახში? ბადრი ბიწაძეს ამაზე ბევრად მეტი შეკითხვაც რომ გასჩენოდა, ამას ვერავინ ჩაუთვლიდა ავადმყოფური ცნობისმოყვარეობის გამოვლინებად. ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, ეს ამბავი ვითარდება იმ პერიოდში, როცა არჩევნები უკვე ჩატარებულია, მაგრამ ინაუგურაცია ჯერ არ ჩატარებულა და წერტილი ჯერ არ დასმულა. მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და უამრავი ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. პრეზიდენტის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებს ნინო ბურჯანაძე და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მას სრულფასოვანი პრეზიდენტობის ამბიციაც აქვს. ეს, ცხადია, შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდათ ”ჩვენ-ჯგუფის” წევრებს, რომელთაც სერიოზული პრობლემა შეექმნებოდათ, ბურჯანაძეს რომ დამოუკიდებელი მოძრაობა დაეწყო, ან კიდევ უარესი - ოპოზიციას დაკავშირებოდა. ცხდია, რომ ”ჩვენ-ჯგუფი” გულდასმით შეეცდებოდა ბურჯანაძის ყველა მოძრაობის გაკონტროლებას, ვინაიდან, განხეთქილება ხელისუფლების შიგნით ანუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და მისი ოპოზიციაში გადასვლა, თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს. ასეთი საფრთხე კი არც თუ მხოლოდ თეორიის სფერო იყო, ვინაიდან, ერთის მხრივ, ბურჯანაძეს ჰქონდა დიდი გამოცდილება და ამბიციები, მეორეს მხრივ, იგი ყოველთვის ცდილობდა გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და 7 ნოემბრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გაღრმავდ მისი ხელისუფლებასთან გაუცხოების პროცესი. საქმეში ჩახედულთათვის ნათელი იყო, რომ სააკაშვილის და ბურჯანაძის დაშორება მხოლოდ დროის საკითხიღა იყო და ორივე ხელსაყრელ დროს ელოდა. ამ ვითარებაში, ლოგიკურია, ”ჩვენ-ჯგუფის” ძალიანც მოაწყობდა, თუ ბურჯანაძეს ეჭვი ექნებოდა, რომ ოპოზიციას სინამდვილეში მართავდა სააკაშვილი და აქტიური მოქმედებების შემთხვევაში, იგი მარტო აღმოჩნდებოდა. ამითაც შეიძლება აიხსნას, რატომ ჩართეს ბადრი ბიწაძე ”ჩვენ-ჯგუფში” სწორედ მაშინ, როცა სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად ენდობოდა ბურჯანაძეს. არის ერთი ყურადღებამისაქცევი დამთხვევაც - სწორედ იმ დროს, როდესაც სააკაშვილს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბურჯანაძის დარწმუნება, რომ ოპოზიციას თვითონ მართავდა, მას ციურ მანანად მოევლინა სანუკვარი კომპრომატები ლევან გაჩეჩილაძეზე. ნაამბობიდან გამოდის, რომ სააკაშვილმა წინასწარ განჭვრიტა, როდის შექმნიდა ”გრეჩიხა” საკუთარ თავზე კომპრომატებს და სწორედ იმ შეხვედრის მისაყურადებლად მიიწვია მაინცდამაინც ბადრი ბიწაძე. ანუ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძე საკუთარ თავს ისე წარმოაჩენდა, რომ ნინო ბურჯანაძე კიდევ ბევრს იფიქრებდა ოპოზიციაში გადასვლის მიზანშეწონილობაზე. შეიძლება ვინმემ თქვას და ამას ვერ დავუშლით, რომ ეს იღბლიანი დამთხვევა იყო დროსა და სივრცეში სააკაშვილს უბრალოდ გაუმართლა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მისმა ერთმა კონკურენტმა მის კაბინეტში ნებაყოფილობით თვითკომპრომეტაციის სეანსი მოაწყო, რასაც მეორე კონკურენტის მეუღლე გვერდით ოთახიდან ადევნებდა თვალს. როგორც ბადრი ბიწაძე გვიყვება, უშუალოდ საუბრის დროს ”გრეჩიხას” საკუთარი თავის მაკომპრომიტირებელი არაფერი უთქვამს, პირიქით, როგორც ყოველთვის, თურმე მაშინაც ”გადმოყუდებით” ემუქრებოდა სააკაშვილს, თუმცა, მოულოდნელად გაჩუმებულა და დაუწყია თხოვნის გრძელი არზის წერა რამდენიმე ფურცელზე. და არა მხოლოდ დაწერა, არამედ დაუტოვა კიდეც სააკაშვილს ეს ფურცლები და ასე მდუმარედ და ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან. უკეთესი საჩუქარი ძნელი წარმოსადგენია, კონკურენტი თავის ფეხით მოვიდა, საკუთარ თავზე თავისი ხელით შექმნა კომპრომატი, დატოვა და წავიდა. ბადრი ბიწაძე იხსენებს, სააკაშვილი გახარებული ჭყლოპინებდა, ოპოზიცია ყურებით დავიჭირეო. ახლა რამდენიმე კითხვა დავსვათ, რომლებზე პასუხების გაცემაც მეფით და ლაზიერით შამათის ჩასმაზე ძნელი არ უნდა იყოს. ანუ სააკაშვილმა ასეთი მნიშვნელოვანი კომპრომატი მოიპოვა ”გრეჩიხას” წინააღმდეგ და იგი არა მხოლოდ აჩვენა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის მეუღლეს, არამედ გაატანა კიდეც?! მაშინ რა აჭყლოპინებდა სააკაშვილს?! თუ ეს ტექსტი მართლაც ”გრეჩიხას” დაწერილი იყო და მას და სააკაშვილს ერთმანეთში აღებ-მიცემობა ჰქონდათ გაჩაღებული, მაშინ სწორედაც რომ ბურჯანაძე დაიჭერდა ყურებით ორივე კანდიდატს და კონკურენტს და მაგრადაც დააჯანჯღარებდა! წავიწიოთ წინ. ბადრი ბიწაძეს, ერთი მხრივ, კარგად ახსოვს, რაც დაინახა და მოისმინა, თუმცა ზოგ დეტალს ტოვებს და აპრიორი მომხდარად მიიჩნევს. ამას აფექტური ილუზია, ყველას ემართება და ამაში არაფერია დასაძრახი. ამ ფენომენს წარმატებით იყენებენ ილუზიონისტები, როცა სურთ, რომ რამე მოგაჩვენონ. ბადრი ბიწაძე ყვება, სააკაშვილმა მითხრა, ”გრეჩიხა” უნდა მოვიდეს და გვერდით ოთახში შედიო, მაგრამ ბადრი ბიწაძე არ ამბობს, რომ დაინახა მოსული ან წასული ”გრეჩიხა”. არ ამბობს! არ დაუნახავს და არც არასდ ამბობს, დავინახეო. მას ესმის გვერდით ოთახიდან მხოლოდ ხმა. ”გრეჩიხა” ემოციურად იმუქარება და სააკაშვილის შეკითხვის შემდეგ, რა გაგიკეთოო, ”გრეჩიხა”, თითქოს ღილაკს დააჭირეს ხელი და მაგნიტოფონი გამორთესო, უცებ დუმდება და ამის მერე საერთოდ ხმას აღარ იღებს. ბადრი ბიწაძემ უკვე შემდეგ დაასკვნა - ”გრეჩიხა” იმიტომ დადუმდა და აღარ იღებდა ხმას, რომ საკუთარ თავზე კომპრომატს წერდა. და ეს დაასკვნა იმის გამო, რომ აჭყლოპინებულმა სააკაშვილმა მას ფურცლები მისცა, ნახე, ”გრეჩიხამ” რა დაწერაო. თუმცა, ”გრეჩიხა” რომ რაღაცას წერდა, ბადრი ბიწაძეს არ დაუნახავს. როცა ოთახში შესულს, სააკაშვილმა უთხრა, ”გრეჩიხამ” წერილი დამიწერაო, მას ოდნავადაც არ შეჰპარვია ეჭვი ამ სიტყვების სიმართლეში. თუმცა, მის ნაამბობში არასაიდან ჩანს, რომ გრეჩიხა რამეს წერს, ან იმას ეუბნებოდეს სააკაშვილს, დავწერ ჩემს სურვილებსო, ან მოვრჩი წერასო, ან სულაც კარგად იყავი, წავედიო. ბადრი ბიწაძე ნაამბობის მიხედვით, სააკაშვილის შეკითხვის შემდეგ ”გრეჩიხა” გამორთული მაგნიტოფონივით დადუმდა და დარჩა ასე დადუმებული. ბადრი ბიწაძის თქმით სააკაშვილმა არა მხოლოდ უთხრა ”გრეჩიხამ” წერილი დაწერაო, არამედ წერილიც გადასცა. და არა მხოლოდ გადასცა, არამედ თან გაატანა კიდეც. შეიძლება იმის იმედით, რომ ბადრი ამ წერილს ნინო ბურჯანაძეს ანახებდა. დასკვნების გამოტანის დრო კიდევ გვექნება, ჯერჯერობით კი მხოლოდ დავაფიქსიროთ, რომ ბადრი ბიწაძემ, საკუთარი ნაამბობიდანვე გამომდინარე, გვერდზე ოთახში ყოფნისას გაიგონა ხმა და გადაწყვიტა, რომ იქ ”გრეჩიხა” იყო, ხოლო შემდეგ კი ნახა ნაწერი და დაიჯერა, რომ იგი ”გრეჩიხამ” დაწერა. მისი ნაამბობი ამას გვიამბობს, არც - მეტს, არც - ნაკლებს. ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, როგორც წესი, ერთი-ერთზე, პრივატულ გარემოში, მერაბიშვილი და სააკაშვილი მას უყვებიან სხვადასხვა ამბებს. ერთი შეხედვით ისე ენდობიან, რომ გვერდით ოთახშიც კი აჯენენ, რათა კმან ოფიდენციურ საუბრებს უსმინოს და თუმცა, სულ მალე, რამდენიმე თვეში, თავად ბადრი ბიწაძეს და ნინო ბურჯანაძეს აბრალებენ შეიარაღებული რაზმების შექმნას სახელმწიფო გადატრიალების მიზნით და მოღალატეებად აცხადებენ. რასაკვირველია, ბადრი ბიწაძის უფლებაა, უეჭველ ჭეშმარიტებად მიიღოს, რასაც მერაბიშვილი და სააკაშვილი უამბობდნენ და ანახებდნენ ხოლმე, თუმცა, სხვებს არა აქვთ აკრძალული მის მიერვე მოყოლილი ფაქტების განსხვავებული ინტეპრეტაცია. Edited December 23, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 (edited) lasha_aloაი, ეს უკვე მართლაც საინტერესოა,პრაქტიკულად ემთხვევა იმ ვერსიას რაზეც ვფიქრობდი,რომ კი, მისცეს ფული, მაგრამ ნაწილი,რის გამოც გრეჩიხა აღშფოთებული იყო Edited December 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ფაშიზმმა ააყვავა გერმანია © ესაძე შევარდნაძეს ტერიტორიები არ დაუკარგია © ნეტარი ГРЕЧИХА პალატადაყუდებულიშევარნაძის წინააღმდეგ ამდენი ხალხი არ გამოსულა © ნეტარი ГРЕЧИХАკაცო ვაღიაროთ აფხაზეთი, მაინც აქ არ იქნება, ხომ არ გარბის?" © ნეტარი ГРЕЧИХА ილია არაა ჩემი კუმირი © ნეტარი ГРЕЧИХА მიშამ გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. გრეჩიხა უფროსი .... შოთა გორგოძე და ჯუმბერა პატიაშვილი ნამდვილი პატრიოტები არიან და 20 წელია იმ სევდას დაატარებენ © ნეტარი ГРЕЧИХА ... მთელი ევროპა რუსებს ეხუტება... და ეს არის ერთადერთი სწორი არჩევანი © ნეტარი ГРЕЧИХАხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე ..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ხალხო წაიკითხეთ რას ამბობენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 Siknadmo რანაირად ემთხვევა და აი ალალად მითხარი ერთი ხელმოსაჭიდი მიზეზი მაინც, რატომ გგონია რომ არათუ ფული აიღო, ამისი მცდელობა მაინც ქონდა გრეჩიხას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 "...სააკაშვილის ინაუგურაციამდე ღამის 4 საათზე ძმები გაჩეჩილაძეები შეხვდნენ სააკაშვილს...იპოდრომზე აქცია გაყიდული იყო... ძმებმა მოინანიეს დანაშაული"-რეზო მიშველაძე(ასავალ-დასავალი 18მაისი,2009წ). მაშინ ხალხის გამყიდველებმა რამდენი იშოვეს?! ცრუ წმიდა გიორგი არ დაგავიწყდეთ,ღმერთო დაგვიფარე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ვასილ მაღლაფერიძემ საიდან ამოყო თავი? მისი არსებობა უკვე დამავიწყდა. ისე ამასაც ხომ ფრთები აკლია მარტო და ანგელოზი იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 Siknadmo რანაირად ემთხვევა და აი ალალად მითხარი ერთი ხელმოსაჭიდი მიზეზი მაინც, რატომ გგონია რომ არათუ ფული აიღო, ამისი მცდელობა მაინც ქონდა გრეჩიხას?ტიპაჟი, მიმდინარე მოვლენების ანალიზი, კულუარული ინფორმაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 Siknadmo კულუარული ინფორმაცია რომ გქონდეს მაქედან დაიწყებდი, აქამდე იტყოდი და უფრო დაწვრილმანდებოდი, თანაც მომიტევეთ და კონკრეტულად გრეჩიხასთან დაკავშირებით კონკრეტულად თქვენ ჩემზე მეტი ინფორმაცია რომ გქონდეთ ეჭვი მეპარება. ტიპაჟი ვერ გავიგე, მოღალატური ტიპაჟიც არსებობს და თან შუბლზე აწერიათ? ანალიზს რაც შეეხება ეგ გკითხე ზუსტად:მითხარი ერთი ხელმოსაჭიდი მიზეზი მაინც მეთქი, გამიანალიზეთ ვინმემ კაცო, თორე ნამდვილად ვერ ვიგრძნობ თავს საუკეთესო მდგომარეობაში თუ აღმოვაჩინე რომ რაღაც მიზეზი გამეპარა, შევცდი და ტყუილად ვიცავდი ყველაზე დედამ...ლ ადამიანს (ეგრე გამოდის თუ ამაზე საუბარი მაინც ქონდა). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ვასილ ინხ რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ტრადიციული ბინძური კამპანია SHARIვასილ ინხ რა...რას ერჩი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 newstudioმოქ.კავშირი , ნაციონალები, ეხლა ოპოზიცია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 იცით რა მიკვირს,ყველა ვინც მსჯელობს ამ საკითხზე,გამოდის იქიდან რომ რაც ხუბუამ დაწერა,ეს ყველაფერი ბიწაძემ თქვა.მე პირადად მგონია რომ მთლად ასე არ არი გამომდინარე იქიდან რა გაზეთთან გვაქვს საქმე.ამიტომ დაველოდოთ ანზოროვნას ჩამოსვლას,ვნახოთ შედგება თუ არა დებატები,ან რას იტყის ორივე მხარე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 Siknadmoაი, ეს უკვე მართლაც საინტერესოა,პრაქტიკულად ემთხვევა იმ ვერსიას რაზეც ვფიქრობდი, სხვადასხვა რამეს აჩვენებს ჩემი და შენი კომპი? ერთი ადგილი დამიკოპირე რაც შენი დასკვნის სისწორეს ამყარებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 Siknadmo სხვადასხვა რამეს აჩვენებს ჩემი და შენი კომპი? ერთი ადგილი დამიკოპირე რაც შენი დასკვნის სისწორეს ამყარებს გრეჩიხას არ მისცეს იმდენი რამდენიც დაპირდნენ, ესაა ჩემი ვერსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 Siknadmo გრეჩიხას არ მისცეს იმდენი რამდენიც დაპირდნენ, ესაა ჩემი ვერსია დასკვნა საიდან გამოიტანე, მეც მაინტერესებს??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.