planetanews Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/6040e54336e5c5753963fc7f0bd877ad.jpgტელეკომპანია “მაესტრომ” მაუწყებლობა შეაჩერა. არხზე დილიდან გაჩნდა წარწერა “პროფილაქტიკა” . “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ რუხაძემ განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია და არხის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა, თუმცა მას არა აქვს პასუხი კითხვაზე, როდის განახლდება მაუწყებლობა. გავრცელებული ინფორმაციით კი, “მაესტროს” ფინანსური პრობლემები შეექმნა; არ არის გამორიცხული მართვიდან გავიდეს “ფონდი 2020″, რომლის დამფუძნებელიც ეროსი კიწმარიშვილია. კითხვაზე რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ბექაური გვპასუხობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლია. ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა კი, აღნიშნა – “დღეს არის პროფილაქტიკა და არ ვიცი, როდის განახლდება ეთერი”. ამასთან, “მაესტროს” ოფისის დაცვამ “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტს უთხრა, რომ სამსახურში ამ დროისთვის არც ერთი ჟურნალისტი არ იმყოფება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts