Jump to content
Planeta.Ge

ბედი და წინასწარმეტყველება


Recommended Posts

ადამიანს თავისუფალი ნება აქვს? თუ მის ყოველ მოქმედებას მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განსაზღვრავს და დაბადებიდან თავისი ბედის მიხედვით მოქმედებს?

 

ჩვენ ვიცით, რომ უსიცოცხლო სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით, მიზეზგარეშე - წყალი იმიტომ ორთქლდება, რომ მზე აცხელებს, ზღვის პირას კლდე იმიტომ იშლება, რომ ზღვის ტალღები ეჯახებიან, ზღვის ტალღები იმიტომ ეჯახებიან, რომ ზღვა ღელავს - ქარი აღელვებს ან მიწისძვრა... ქარსაც და მიწისძვრასაც თავისი მიზეზები აქვთ და ასე შემდეგ. ყველაფერი ჯაჭვური ეფექტის მიხედვით ხდება, ყველაფერი ისე მოხდება უსიცოცხლო მატერიალურ სამყაროში, როგორც საწყის მიზეზს ჰქონდა ჩაფიქრებული. მოხდება ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.

 

რა ხდება ადამიანის შემთხვევაში? ადამიანიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ექვემდებარება? შეიძლება ასეთი რამ? - ვთქვათ ქუჩაში მივდივარ და შემთხვევით კენჭს გავკარი ფეხი, წამოვიდა ამ კენჭზე და ზოგადად კენჭებზე ფიქრები, როცა ამ ფიქრების მაგივრად წესით სხვა რამე უნდა ყოფილიყო - მაგალითად ნამცხვარი ან სამუშაო. მერე, საღამოს სახლში რომ მივედი, იმის გამო რომ მაშინ კენჭზე ვიფიქრე და არა ნამცხვარზე, სულ სხვა მხარეს ვაგრძელებ აზროვებასა და მოქმედებას და ჩემ ცხოვრებასაც ეს გარეშე მიზეზი - კენჭი ჩემგან დამოუკიდებლად ცვლის და სრულიად სხვა მხარეს მიყავს.

ან მაგალითად: ქუჩაში მივდივარ და ვიღაცამ დაასიგნალა, იქით ერთი წამით გავიხედე და ამ დროს გვერდით ჩამიარა გოგომ, რომელიც რომ დამენახა, იმდენად მომეწონებოდა, რომ გავყვებოდი, გავიცნობდი და მერე ცოლადაც კი მოვიყვანდი. მაგრამ იმ სიგნალის გამო ვერ შევამჩნიე გოგო და შესაბამისად სრულიად სხვანაირად მიდის ახლა ჩემი ცხოვრება... რა თქმა უნდა დამსიგნალებელმაც თავის მხრივ იმიტომ დაასიგნალა რომ წინ ვიღაც გაუჩერდა, ის იმიტომ გაჩერდა რომ ფეხი გაეკვანძა წინა დღეს ბევრი ვარჯიშის გამო და ა. შ.

 

ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოდის და ადამიანს ლოგიკურად ასეთი აზროვნების შემთხვევაში თავისუფალი ნება აღარ რჩება. ანუ ყველა ადამიანი თავის ბედს მიყვება, იმიტომ კი არ აკეთებს რაღაცას რომ ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა სდომოდა, ასე უნდა გაეკეთებინა.

 

ეს პოზიცია ძალიან დამთრგუნველად, მოტივაციის ჩამკვლელად და დეპრესიულად მეჩვენება. ვინც ფიქრს დაიწყებს და ამ პოზიციამდე მივა, გაჭირვების დროს შეიძლება იფიქროს - მე ასე იმიტომ კი არ ვარ რომ მე გამოვიწვიე, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა ყოფილიყო, რა უბედური ვარ და ა. შ. მოკლედ ყველანაირად არასასიამოვნო პოზიციაა.

 

რაც შეეხება წინასწარმეტყველებას - ეს უბრალოდ ბედის და მიზეზ-შედეგობრიობის გამართლება და მხარის აბმაა. როცა ამბობენ, რომ წინასწარმეტყველება არსებობს, ანუ ამა და ამ წელს ესა და ეს მოხდება, ე. ი. წინასწარ მიზეზ-შედეგობრიობით დადგენილია რომ ასე უნდა მოხდეს და ადამიანი კი არ ცვლის სამყაროს ისე როგორც უნდა, არამედ თავიდანვეა ჩაფიქრებული როგორ მოუნდება ადამიანს სამყაროს შეცვლა და როგორ იმოქმედებს თითოეული ჩვენგანი.

 

ამ დამთრგუნველი შინაარსის გამო უარვყოფ ყოველგვარ წინასწარმეტყველების შესაძლებლობას, ყოველგვარ ბედსა და ჯაჭვურ ეფექტს და ირაციონალურად ვაღიარებ ადამიანის ნების თავისუფლებას - მე ვარ ჩემი თავის განმგებელი, თავადვე ვქმნი ჩემს ცხოვრებას, ჩემზე არ მოქმედებს გარეშე ფაქტორები და იმას ვაკეთებ რაც მინდა და არა იმას რაც უნდა მინდოდეს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გაუმარჯოს ირაციონალიზმს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...