Jump to content
Planeta.Ge

ასეთი საუბარი არ შემდგარაო :D


Recommended Posts

ეს წარსული ამბავია და გაზეთის ფურცლებზე როგორ აღმოჩნდა, ჩემთვის გაუგებარია , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ეხო მასკვის" მას შემდეგ განუცხადა, რაც ჟურნალისტმა კითხვა ბადრი ბიწაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით დაუსვა.

მისივე თქმით, ინტერვიუ მსგავსი ფორმით, როგორითაც გამოქვეყნდა, არ შემდგარა.

"დამატებით დეტალებზე საუბარს არ დავიწყებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ოპოზიციას განსხვავებული შეხედულებები აქვს. ოპოზიციაში არიან ადამიანები და პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და იქამდე სააკაშვილის რეჟიმი უნდა ითმინონ, სანამ მას ხელისუფლებაში ყოფნა არ მობეზრდება და არის ოპოზიციის მეორე ნაწილიც, რომელსაც მე და სახალხო კრება წარმოვადგენთ და რომლებიც მივიჩნევთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე საქართველოსთვის უბედურებაა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ინტერვიუს დეტალებზე საუბარი ბურჯანაძემ არც "ეხო მასკვის" ეთერში ისურვა და განაცხადა, რომ მოსკოვში გამგზავრებამდე ქართველ ჟურნალისტებს პირობა მისცა.

"ქართველ ჟურნალისტებს დავპირდი, რომ მექნება დებატები პირდაპირ ეთერში, როგორც კი დავბრუნდები თბილისში, თუმცა, რამდენადაც გავიგე, ბატონმა ... პირველად თავად მოითხოვა ჩემთან დებატები. გაუგებარია, რისთვის მიწვევდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი, ჩემი თანხმობის შემდეგ უარი განაცხადა", - აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული "ბატონის" თანხმობის შემთხვევაში, დებატები აუცილებლად შეგდება.

გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" ბადრი ბიწაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ის ლევან გაჩეჩილაძის, ნინო ბურჯანაძის და სხვა ოპოზიციური ლიდერების შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მისივე თქმით, ინტერვიუ მსგავსი ფორმით, როგორითაც გამოქვეყნდა, არ შემდგარა.

მოკლედ ოპოზიცია მიშაზე უფრო გვეკაიფება რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირდაპირ ეთერში ვუსმინე წუხელ - არც ხო უთქვამს და არც არა

ეს იყო სულ

აღარ მიკვირს ...ჰო მიშამ მე ეს არ მეხებაო არა ? :დ

ვავა ჩვენი ცოდვა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ჟურნალისტმა ხუბუამ ჯერ თქვა რომ ის ქაღალდი მაქვსო,სადაც გრეჩომ მოთხოვნები დაწერაო,მერე თქვა ქაღალდი არ მაქვს,სამაგიროდ მაქვსო ბიწაძის ჩანაწერი სადაც ყველაფერ ამას ყვებაო.ხოდა თუ ასეა და ანზოროვნა და მაგისი ქმარი ამას უარყოფენ,აიღოს და დადოს ჩანაწერი.სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი მაგის და მისი ბინძური გაზეთის აგორებული იქნება და ვის წისქვილზეც ასხავს გასაგებია.

lasha_alo

თუმცა, რამდენადაც გავიგე, ბატონმა ... პირველად თავად მოითხოვა ჩემთან დებატები. გაუგებარია, რისთვის მიწვევდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი, ჩემი თანხმობის შემდეგ უარი განაცხადა",

ესეც გაუგებარია.გრეჩომ ჯერ ვენები გადაიჭრა დამიჯდნენო დებატებში და თუ ეს მართალია,ეხლა უარს ამბობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

სად თქვა რომ აღარ დავუჯდები დებატებშიო???

ეს არ მე მომისმენია.ერთადერთი რაც მოვისმინე რამდენიმე დღის წინ იყო ეროსა მაესტროზე და იქ რომ ეს კითხვა დაუსვეს არც კი თქვა და არც არა.

 

lasha_alo

 

ნინო ბურჯანაძე - ბადრი ბიწაძის ინტერვიუ მსგავსი ფორმით, როგორითაც გამოქვეყნდა, არ შემდგარა

ეხლა ვნახე ეს აიპიენ-ზე და ფრაზას "ასეთი ფორმით" ცოტა სხვა დატვირთვა აქვს,ვიდრე "არ შემდგარას".თუმცა ისევ ვიმეორებ იმ ხუბუას როლს რატომღაც არავინ არ განიხილავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე საქართველოსთვის უბედურებაა", - განაცხადა ბურჯანაძემ

ეს ალბათ მას შემდეგ რაც მის გვერდით თავად ბურჯანაძე აღარაა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს ალბათ მას შემდეგ რაც მის გვერდით თავად ბურჯანაძე აღარაა

ხო ერთად რომ იყვნენ ხომ ბედნიერების აპოგეა იყო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად თქვა რომ აღარ დავუჯდები დებატებშიო???

აიპიენს კითხე :D

ჩემი ნიუსი არაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

აიპიენს კითხე

ჩემი ნიუსი არაა

აიპიენმა ანზოროვნას სიტყვები მოიყვანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს .

როგორც პარტიის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება, თითქოს მას შემდეგ, რაც ის "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძესთან ტელედებატებში მონაწილეობაზე დათანხმდა, ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში დებატებზე უარი თქვა.

"ქართული პარტია" აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს და მოითხოვს, ნინო ბურჯანაძემ გარკვევით დაადასტუროს ან უარყოს, არის თუ არა ბადრი ბიწაძე გაზეთ "ასავალ-დასავალის" 20 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული წერილის ინფორმატორი.

"ნინო ბურჯანაძის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მან ან მისმა მეუღლემ უნდა წარმოადგინონ ბრალდებების შესაბამისი მტკიცებულებითი მასალა, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე მზად იქნება პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობისთვის", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მოსკოვში მყოფმა ნინო ბურჯანაძემ "ეხო მასკვის" ეთერში განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს დაჰპირდა, ექნება დებატები პირდაპირ ეთერში, როგორც კი თბილისში დაბრუნდება. "თუმცა, რამდენადაც გავიგე, ბატონმა გაჩეჩილაძემ პირველად თავად მოითხოვა ჩემთან დებატები. გაუგებარია, რისთვის მიწვევდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი, ჩემი თანხმობის შემდეგ უარი განაცხადა", - აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ გაჩეჩილაძის თანხმობის შემთხვევაში დებატები აუცილებლად შედგება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/155046-levan-gachechiladze-pirdapir-ethershi-debatebshi-monatsileobisthvis-mzadyofnas-kidev-erthkhel-gamothqvams.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ როგორც მივხვდი ბურჯანაძეები მაგარი აჭრილები არიან :givi:

 

რა უნდოდა ერფორუმს მაგ ქალთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...