Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ტელეკომპანია "მაესტრომ" მაუწყებლობა შეაჩერა. არხზე დილიდან გაჩნდა წარწერა "პროფილაქტიკა" .

"მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ რუხაძემ განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია და არხის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა, თუმცა მას არა აქვს პასუხი კითხვაზე, როდის განახლდება მაუწყებლობა.

გავრცელებული ინფორმაციით კი, "მაესტროს" ფინანსური პრობლემები შეექმნა; არ არის გამორიცხული მართვიდან გავიდეს "ფონდი 2020", რომლის დამფუძნებელიც ეროსი კიწმარიშვილია.

კითხვაზე რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ბექაური გვპასუხობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლია.

ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა კი, აღნიშნა - "დღეს არის პროფილაქტიკა და არ ვიცი, როდის განახლდება ეთერი".

ამასთან, "მაესტროს" ოფისის დაცვამ "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს უთხრა, რომ სამსახურში ამ დროისთვის არც ერთი ჟურნალისტი არ იმყოფება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/154987-telekompania-qmaestromq-mautsyebloba-sheachera.html

 

მდაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროს" მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება და ფინანსური პრობლემები არაფერ შუაშია ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "მაესტროს" ჟურნალისტმა, ნათია მიქიაშვილმა განუცხადა.

"ტექნიკური პრობლემა "მაესტროს" გუშინ საღამოს შეექმნა, რის გამოც ტელეკომპანიის გათიშვა მოხდა. ფინანსური პრობლემები "მაესტროს", რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ჯერ "მაესტროს" გათიშვა მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას და არა ფინანსურ მიზეზებს უკავშირდება",-აღნიშნა მიქიაშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა "ფონდი 2020"-ის არხის მართვიდან წასვლის შესახებაც.

"ფონდი 2020" დიდი ხანია, წავიდა "მაესტროდან" და ეროსი კიწმარიშვილიც უკვე დიდი ხანია, აღარ არის "მაესტროს" მმართველი"-განმარტა ჟურნალისტმა.

ამასთან, მიქიაშვილმა განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობა განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...