planetanews Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 http://www.nemzetisport.hu/data/cikk/8/37/19/cikk_83719/d0005633C0ed40356ed6b.jpgლივერპული 20 წლის უნგრელმა შემტევმა ანდრიას სიმონმა დატოვა. ფეხბურთელს გუნდთან დადებული კონტრაქტი ამოეწურა. ლივერპულმა კი ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა და შესაბამისად სიმონს მოუწია გუნდი დაეტოვებინა. იგი მერსისაიდელებმა 2007 წელს შეიძინეს. ბოლო სეზონში კი სიმონი ესპანურ კორდობაში იყო განათხოვრებული. ამ დროისტვის უცნობია სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას, მაგრამ ის ნათელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს გამოიცვლის. როგორც ფეხბურთელის აგენტმა ვიქტორ კოვესდიმ განაცხადა, ფეხბურთელის კლუბიდან წასვლის მიზეზი როი ჰოჯსონია, რადგან ფეხბურთელი ბენიტესის სიმპათიას წარმოადგენდა. მისი წასვლის შემდეგ კი იმის შანსი, რომ სიმონი პირველ გუნდში გააგრძელებდა ასპარეზობას მინიმუმამდე დავიდა. როგორც აგენტმა origo.hu-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რო ჰოჯსონი უფრო და უფრო ავიწროებს წინა ხაზში ბენიტესის მოყვანილ ლეგიონერებს. შეგახსენებთ, რომ სიმონი პირველი უნგრელი არ არის რომელმაც წელს წითლები დატოვა. ამ ზაფხულს ჰოჯსონმა კიდევ ერთი ახალგაზრდა უნგრელი ფორვარდი კრისტიან ნემეტი გაუშვა. http://www.careersmanagementgroup.com/i/u/Image/2007-05-29_14-41-27-nemethsimon.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts