Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროპის პოლიტიკური გაკოტრება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg

 

ვასილის მარგარასი

 

დღეს ძალიან ბევრი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ევროპის ფინანსური პრობლემების გაშუქებაზე. რა თქმა უნდა, ევროკავშირში შექმნილი ფინანსური ჩიხის იგნორირება არ შეიძლება, თუმცა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება ევროკავშირში არსებულ პოლიტიკურ/იდეოლოგიურ ვაკუუმზე.

 

ევროპის კრიზისი – ღირებულებების კრიზისია. ბოლო რამდენიმე წელია აღარ არსებობს ევროპული პროექტის იდეალებისადმი ერთგულების ანალოგი, რომელიც ხელს უწყობდა მის განმტკიცებას და განვითარებას 1950–იან წლებში. მე მათ ვუჭერ მხარს, ვისაც მიაჩნია, რომ იდეები მნიშვნელოვანია, და რომ ევროკავშირს ვერ უხელმძღვანელებენ მხოლოდ კვალიფიციური, თუნდაც ძალიან ეფექტური ტექნოკრატები. ტექნოკარტებს ევროკავშირის პროექტისთვის ტვინების შეთავაზება შეუძლიათ (თუმცა ესეც სადაოა), მაგრამ სულს ისინი მას ვერ მისცემენ. დღეს კი ევროპულ პროექტს სწორედ სული აკლია.

 

შესაბამისად, აუცილებელია ამ სულის ძიება. მაგრამ ვის შეუძლია ამის გაკეთება? როგორც გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმურ შმიდტი ამტკიცებს, ევროპას ლიდერობა აკლია. ის აბსოლუტურად მართალია. მერკელი პატარა ქალაქის მერივით იქცევა, და თავისი შეზღუდულობით ვერ ახერხებს საკუთარი საარჩევნო ოლქის ფარგლებს გასცდეს და ერთიანი ევროპის ლიდერი გახდეს. თუმცა, უკეთესი სურათი არც სხვა წევრ–ქვეყნებშია. საფრანგეთში სარკოზის პოზიცია მისი საშინაო პოლიტიკის გამო შესუსტდა და ახლა, პოლიტიკური იმპულსის გაზრდას ბოშების გაძევების პოპულისტური ნაბიჯით ცდილობს. სამაგალითო ლიდერის როლს (უამრავი საკმაოდ სერიოზული მიზეზის გამო) ვერც იტალიის პრემიერ–მინისტრი ბერლუსკონი ასრულებს.

 

ევროკავშირში იდეოლოგიის კრიზისიცაა. ევროკავშირის წრეებში სახელმწიფო რეგულირების გარეშე თავისუფალი ბაზრის იდეის ბრმა და უპირობო გაზიარებამ ევროზონის ეკონომიკა დააზარალა და დღეს ეს იდეები სიცოცხლისუუნაროა. ევროკავშირი იმ პოლიტიკურ სივრცედ გადაიქცა, სადაც ძალაუფლება ყოველგვარი დაფიქრებისა და დებატებისგან დაცლილმა თავისუფალი ბაზრის კონსერვატიულმა მენტალიტეტმა დაიპყრო. ამ ტიპის შეხედულებებს ევროპული პოლიტიკის ყველა სფეროში ევროკავშირის ისტებლიშმენტის უმრავლესობა განსაზღვრავს. ეს ისტებლიშმენტი აქტიურად უჭერდა მხარს „კელტური ვეხვის“ ეკონომიკას და მას იმ იდეალურ მოდელად აცხადებდა, რომლისთვისაც სამხრეთ ევროპის ყველა ქვეყანას უნდა მიებაძა. და ვინ აგებს დღეს პასუხს იმაზე, რომ ირლანდია გაკოტრდა?

 

ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს, სხვადასხვა საწარმოო ლობის ცენტრად გადაიქცა. გარდა ამისა, სოციალ–დემოკრატიის იდეოლოგიურმა სიღარიბემ სხვა მემარცხენე ძალების სისუსტესთან ერთად, რომლებიც ევროკავშირის დღემდე მოუგვარებელ პრობლემებს ვერ წყვეტენ, ევროპული საზოგადოება მისაღები ალტერნატიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე დატოვა.

 

ერთიანი ევროპის, როგორც ნაციონალური სახელმწიფოს ალტერნატივის იდეის წინსვლაში სისუსტეს ნაციონალისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა. ევროპის ყველა წერტილში პოპულიზმია გაბატონებული, რაც გზას უხსნის უკიდურესად მემარჯვენე პარტიების აყვავებას. საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, თანაც ეს ეხება ყველას – თანასწორობის მეხოტბე შვედეთით დაწყებული კატალონიის დედაქალაქით დამთავრებული. ხოლო შფოთი და განგაში სახიფათო მოძრაობებს შობს, რომლებიც ნაციონალური სტერილურობის იდეის პროპაგანდას ეწევიან.

 

ევროკავშირის პრობლემები იმის შედეგიცაა, რომ არ არსებობს რეალურად მოქმედი მექანიზმები და ძლიერი პოლიტიკა. ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა ლისაბონის ხელშეკრულების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს, ეკონომიკური მართვის ძლიერი ფორმა ევროპაში დღემდე არ არსებობს. ერთ დროს ბევრ ეკონომისტს მიაჩნდა, რომ ევროს შემოღება საჩქარო ნაბიჯი არ იყო და მას შემდეგაც შეიძლებოდა, რაც ევროკავშირის წარმატებულად მოქმედი საერთო ბაზარი შეიქმნებოდა. მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა გვემოქმედა წარსულში. ევროს შემოღება საერთო ბაზრისკენ გადადგმული პირველი მასშტაბური ნაბიჯი გახლდათ, და ევროპელი ლიდერები ამ ვალუტის დაცვაზე პასუხს აგებენ. ახლა თამამი გადაწყვეტილებების მიღების დროა. დროა, ევროპელმა ლიდერებმა საკუთარ სახელმწიფოთა საზღვრები გადალახონ და დაიწყონ  საერთოევროპული და არა ვიწრო ნაციონალური ინტერესების დაცვა. მაგრამ ასეთი ნაბიჯისთვის მათ სიმამაცე არ ეყოფათ.            

 

თუკი ევროპელ ლიდერებს, დაკარგული ავტორიტეტის ნაწილის დაბრუნება მაინც სურთ, მათ სიმართლის ენაზე უნდა ისაუბრონ. საზოგადოებისთვის რეალური პრობლემების ახსნის ნაცვლად, პოლიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნის (PIIG–ის ეგრედწოდებულ გაკოტრებულ ქვეყანათა და მოვალეთა ჯგუფი – პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი) დემონიზაცია სჩვევიათ, რათა წარსულის შეცდომები გაამართლონ. კრედიტებს, რომლებიც კრედიტორებს მსხვილ შემოსავლებს მისცემს, ევროკავშირის პატარა მოვალე–სახელმწიფოებისთვის მოწყალებად ასაღებენ. ევროპელი ჩინოვნიკებიდან ცოტა თუ ამბობს სიმართლეს იმის თაობაზე, რომ საერთოევროპული ვალუტა ევროკავშირის ძლიერ ეკონომიკებს ყველაზე მეტად აწყობს. რას ვგულისხმობ? ევროს მიღებით დევალვაცია სამხრეთ ევროპის ქვეყნებში შეუძლებელი გახდა. შედეგად, გერმანული საქონელი უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირის იმ ფინანსურად სუსტი ქვეყნების საქონელთან შედარებით, რომლებიც ექსპორტის გაძლიერების მიზნით საკუთარი ვალუტის დევალვაციას ვერ ახერხებდნენ. და იმ დროს როდესაც გერმანია ზრდას განიცდის, ქმნის რა პროფიციტს, უფრო სუსტი ევროპული ეკონომიკები სოციალური ხარჯების მახინჯი შემცირებებით, შეიძლება რეცესიის დაუსრულებელ წრეში აღმოჩდნენ. აი, ამ უსამართლობის არსი: ევროკავშირს, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში ეკონომიის უმკაცრესი ზომების გატარება სჭირდება, მაგრამ ის არ მოითხოვს საბერძნეთის ან პორტუგალიისგან ხარჯების შემცირებას შეიარაღების სფეროში, რადგან ეს ქვეყნები იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს ევროკავშირის მსხვილ სახელმწიფოებში ყიდულობენ.

 

თანამედროვე სამყაროში, ისეთი ცნების გაღარიბება, როგორიც „ევროპაა“, მართლაც შემაშინებელია. გახანგრძლივებული კრიზისის პირობებში ეს ცნება შესაძლოა საპნის ბუშტად იქცეს, სიტყვად, რომელიც ყოველგვარი აზრისგან დაცლილია. კიდევ უფრო უარესია ის, რომ როგორც EU Observer–ში ლი ფილიპსი თავის სტატიების სერიაში წერს, ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეებისთვის შეიძლება მკაცრი ეკონომიის სასტიკი რეჟიმის სინონიმი გახდეს, რაც თავად ევროკავშირის არსებობასაც კი დაემუქრება.

 

ერთიანი ევროპის მომხრეები იატანჯებიან, როდესაც ევროკავშირის მომავალზე ფიქრობენ. რამ შეიძლება მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს ევროპული პროექტის გაგრძელების სურვილი გაუჩინოს? შესაძლებელია კი ახალი დასაწყისი? და თუკი შესაძლებელია, როგორ მოხდება ეს?

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...