Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კრიზისების აცილების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს რთულ მომავალს უწინასწარმეტყველებს

 

Wednesday, 22 December 2010 15:09

 

 

 

 

ბრიუსელში არსებული კვლევითი ცენტრის - კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group - ICG) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ორიოდე წელიწადში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საქართველოს დამოკიდებულებით იმპორტსა და უცხოურ ფულად შემოდინებებზე.

 

„საქართველოს საგარეო ვალი 2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 21%-დან 2009-ში 31,4%-მდე, ხოლო 2010-ში 38%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს, სავარაუდოდ, 43.2% მიაღწევს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

 

ანგარიშის თანახმად, საგარეო ვალის ნაწილის დაფარვის ვადა 2012-2013 წლებზე მოდის, რამაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს საგარეო ვალი, რადგან ხელისუფლება უკვე განიხილავს დამატებითი ევროობლიგაციების გამოშვებას, რათა არსებული ვალის ნაწილი დაიფაროს.

 

დოკუმენტში, ასევე, საუბარია, რომ ხელისუფლება შემოსავლების გაზრდას საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებითა და ჯარიმების დაწესებით ცდილობს.

 

http://www.saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2794:2010-12-22-11-12-23&catid=87:ekonomika2&Itemid=419

 

რას აკეთებს მდგრადი?

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

კარგია, მიშას რეჟიმს ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა რომელ ეკონომიკაზეა ლაპარაკი :givi:

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი იმედია რომ ხელფასებს ვეღAრ დაურიგებენ პოლიციელბს და მერე ვნახოთ :nekro:

 

რითი ვცხოვრობთ წლების მანძილზე??? ადრე, ედიკას დროს პროდუქტი მაინც გაქონდათ რუსეთში და რაღAც ბალანსი არსებობდა სავაჭრო, ეხლა კი აღარც ითესება არც იხვნება, არც მეცხოველეობა ვითარდება,

ანუ სოფლის მეურნოებაც კი, ის დარგი, რომლის განვიAრების ყველაზე დიდი და ადვილი პერსპექტივა იყო, ისიც არაა,

 

რჩება რაააა,

 

ტურიზმი?

 

თქვენ იცით რომ თურმე ქართული ტურიზმი ფულის გათეთრების საშუალება ყოფილა, მაგარი მაყუთი ტყდება თურმე, თუ გაინტერესებთ გეტყვით როგორც :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას აკეთებს მდგრადი?

მახათს ეძებს!

 

აბა, ყვერები არა აქვს და... :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სატურნს, ჟოაოს, კარდუს და ა.შ. წააკითხეთ ჩვენ რომ დაუნახავებს გვეძახიან.

მე ეგ ისედაც ვიცოდი, არა ზუსტი პროცენტები, არამედ ის, რომ საქართველოს ბიუჯეტი ივსება ხელოვნურად, საგარეო ვალებით, ბიზნესმენებზე გაუთავებელი და ტერორისტული ჯარიმებით და ფულის ახევებით, საპროცესო გარიგებებით...და ეს ბიუჯეტიც ვის და როგორ ხმარდება მე კი ვხედავ.

ამიტომ არ მაღელვებს ამათი პატრიოტული და ლიბერალური მოტივებით მანიპულაციები, ხელისუფლების და მათი მომხრეების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის ფული და ტრაკის თბილად შენახვა. ხამები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...