Jump to content
Planeta.Ge

ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" შექმნეს


Recommended Posts

ქართული საზოგადოების ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" შექმნეს. მოძრაობის პრეზენტაცია დღეს "კინოს სახლში" გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ოფისი იქნება .

პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ახალი ორგანიზაციის მხარდამჭერები გია გაჩეჩილაძე ("უცნობი"), დიმიტრი ჯაიანი, სოსო მანჯავიძე, ზურაბ მანჯავიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ბიძინა გეგიძე. მოძრაობას "ობიექტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით თარხან-მოურავი უხელმძღვანელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით თარხან-მოურავმა განუცხადა, ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით დეკლარაციას ხელი 80-მდე ცნობილმა ადამიანმა მოაწერა, მათ შორის ჯემალ სეფიაშვილმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა. მისი თქმით, ორგანიზაციაში ყველა ცნობილი ადვოკატი, უფლებადამცველი და ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები შედიან.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, წინააღმდეგობის მოძრაობაში ერთიანდებიან არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და ეს მოძრაობა იქნება პოლიტიკოსების გარეშე. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაცია ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ აქტიურ საქმიანობას დაიწყებს, შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც სადღეღამისო რეჟიმში მოახდენენ რეაგირებას არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და გავლენ შემთხვევის ადგილზე. მოხდება დარღვევების გადაღება ვიდეო-კამერით. მათ ოპერატორების გარდა ეყოლებათ ჟურნალისტებიც, ასევე აპირებენ გაზეთების გამოცემას, რომელიც უფასოდ დარიგდება.

ორგანიზაციაში შეიქმნება ასევე სახალხო ობმუდსმენის ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც ლალი აფციაური იქნება. სახალხო ომბუდსმენის ინსტიტუტში იქნებიან ადვოკატებიც, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას მოახდენენ.

რაც შეეხება დაფინანსებას, დავით თარხან-მოურავის მტკიცებით, ისინი ორგანიზაციას პირადი ხარჯებით დააფინანსებენ.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/154932-cnobilma-sakheebma-qsaertho-sakhalkho-tsinaaghmdegobis-modzraobaq-sheqmnes.html

 

ჩემი აზრით აქ ყველაზე მეტი შედეგის მოტანა უცნობს შეუძლია.. თუ სხვები დაეხმარებიან მას აზრის გადმოცემაში მხატვრულ ამბავს საკუტარ ტავზე აიღებს და სერიოზულ გავლენას მაოხდენს ხალხზე ოღონდ მიშა წადის ძახილით კიარა რეალურ პრობლმებზე რა ... ჩვენაირ ქვეყნებში მირებულია და შედეგის მომტანი..

და კიდევ 1 კარგი წინაარმდეგობის გაწევის სიმბოლო აგრესიული სიმრერაც არის საჭირო შექმნან...

მაგრამ ხომ ვიცი ეგენი იისევ იგივეს დაიწყებენ..

"მიშა იმიტომაა საზიზღარი! რადგან არაკაცია!!" :no:

 

მიშა მაგარია რა :(

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

გავლენას მაოხდენს ხალხზე ოღონდ მიშა წადის ძახილით კიარა რეალურ პრობლმებზე რა ... ჩვენაირ ქვეყნებში მირებულია და შედეგის მომტანი..

და კიდევ 1 კარგი წინაარმდეგობის გაწევის სიმბოლო აგრესიული სიმრერაც არის საჭირო შექმნან...

მაგრამ ხომ ვიცი ეგენი იისევ იგივეს დაიწყებენ..

"მიშა იმიტომაა საზიზღარი! რადგან არაკაცია!!"

 

მიშა მაგარია რა

მე კიდევ მგონია რომ საზოგადოება იღვიძებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერამდენე სახახო

მერამდენე წინააღმდრგობრივი ეჰ"(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

 

მე კიდევ მგონია რომ საზოგადოება იღვიძებს...

ხალხზე დაკვირვების შედეგად მიხვედი მაგ დასკვნამდე თუ გუმანი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხზე დაკვირვების შედეგად მიხვედი მაგ დასკვნამდე თუ გუმანი?

გაზმორვა-დამთქნარებით. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაზმორვა-დამთქნარებით. :givi:

მე იმის მიხედვით ხვდები რაოდენ ინტენსიურად აგინებენ მეზობელები მთავრობას :018:

(მაგიტომაც ვერ ვეღირსეთ ასფალტს :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხალხზე დაკვირვების შედეგად მივედი მაგ დასკვნამდე

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მე კიდევ მგონია რომ საზოგადოება იღვიძებს...

იღვIზებს რა როდის დაიძინა?? მერე ეგ გაღვIძებული ხალხი მარტო რას იზავს?/ ლიდერია საჭირო დასწორი მოქმედება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/ge/politika/154932-cnobilma-sakheebma-qsaertho-sakhalkho-tsinaaghmdegobis-modzraobaq-sheqmnes.html

 

ჩემი აზრით აქ ყველაზე მეტი შედეგის მოტანა უცნობს შეუძლია..

 

კი, თუ უცნობი სახეების საზოგადოებას დაარსებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცნობი სახეები პირველივე გამოჩენისთანავე ხდებიან ცნობადები...

არაპოლიტიკური ხალხი პოლიტიკოსის აურას ქმნიან ...და ესაა გარდაუვალი. არ გვინდა ფარისევლობა . გაერთიანდნენ ძლიერ , ცენტრალიზირებულ პარტიებში ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მე კიდევ მგონია რომ საზოგადოება იღვიძებს...

ოცნებას კაცი არ მოუკლავს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით რაშია საქმე მეგობრებო, ძველი სახეები არ მოგვწონს, ახალი კი არააა და საიდან მოვა, აქვს კი საზოგადოებას იმის რესურსი რომ ახალი ძალა დაბადოს?

 

არა,

ცალსახად, არა აქვს, ჩვენ ძველგაზრდებს თუკი რამის გამკეთებლები ვიყავით გავაკეთებდით,

ახალგაზრდები კი, ნუ, როგორც ვხედვათ მათ სულ სხვა პრობლემები აწუხებთ,

როგორიცაა ვთქვათ ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა თუ მისი დაცვა,

ან უცხოეთში წასვლაზე ოცნებობენ, ხო და...

 

 

რა უნდა ვქნათ?

 

ჩემი რჩევა იქნება ისევ ძველ ძალებზე გავაკეთოთ აქცენტი, შევარჩიოთ ჩვენთვის მეტ ნაკლებად მისაღები ძალები

და ისინი გავაძლიეროთ,

 

მე პირადად ბევრი პოლიტიკოსი თუ მოძრაობა მესიმპატიურება,

 

რესპუბლიკელები, ფორუმი, მემარჯვენეები, ალსანიას არ ვიცი რა პარტია აქვს -ეგეც,

ხოდა თუკი რამის გაკეთება გვსურს ხელი შევუწყოთ ჩვენთვის სიმპატიური პოლიტ გაერთიანებების შეკოწიწებას,

 

 

ვისაც გრეჩოები და ხელოვნების მუშაკები ევასება იმან თავისიანზებზე იზრუნოს,

 

მოკლედ, მოვრჩეთ წუწუნს რა, რაც გვაქვს იმას გავუფრთხილდეთ,

 

ის რომ თბილისი არჩევნები ჩავაფლავეთ თბლისელებმა კი ვართ ჩვენ კაი რამის ღირსი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჩემი რჩევა იქნება ისევ ძველ ძალებზე გავაკეთოთ აქცენტი, შევარჩიოთ ჩვენთვის მეტ ნაკლებად მისაღები ძალები

და ისინი გავაძლიეროთ,

პრობლემა ამ ძველგაზრდების გამყიდველობაში და ამორალურობაშია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...