Jump to content
Planeta.Ge

დაუბალანსებელი ქართული მედია


Recommended Posts

ამერიკის ელჩმა ტელე-რადიო კოპანია ,,თრიალეთს“ სოლიდარობა გამოუცხადა

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ტელე-რადიო კოპანია ,,თრიალეთზე“ ხელისუფლების მხრიდან გახშირებული ზეწოლებიდან გამომდინარე, არხის ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე „თრიალეთის“ წარმომადგენლებმა ჯონ ბასს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ზეწოლებთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი სიტყვის გამო „თრიალეთზე“ ხორციელდება.

 

პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, „თრიალეთის“ გენერალურ დირექტორზე და გადამღებ ჯგუფზე სამართლდამცველების მხრიდან ფიზიკური შეუურცხყოფის ფაქტების დღემდე გაუხსნელობა, გენერალურ დირექტორზე მუქარების გაგრძელება, მისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევა, საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომელობა და ასევე ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში ჟურნალისტების შესვლის და გადაადგილების შეზღუდვა, ეს იყო ამერიკის ელჩთან საუბრის ძირითადი საკითხები.

 

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელებმა ამერიკის ელჩს შუამდგომლობა სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ზეწოლები შეწყდეს და ჟურნალისტებს მიეცეს თავისუფალი მუშაობის საშუალება.

 

ჯონ ბასმა ტელეკოპანია „თრიალეთს“ სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა და კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

 

არხის ხელმძღვანელობამ ამერიკის ელჩს გამოჩენილი ყურადღებისა და სოლიდარობისთვის შეხვედრის დასასრულს მადლობის დიპლომი გადასცა.

 

პ.ს. თრიალეთი მოწოდებულია. ლინკი ბაბუ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვის თეორია

რაზვალი ქონია გასასწორებელი თან

კე ...და ამოარტყეს რუჩნოი :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

წაიკითხეთ მაგარი პრიკოლია :givi:

რა ეშველებათ ბრიტანელ პენსიონერებს?!

საქართველოს ცენტრალური ტელევიზიები დიდი სიამოვნებით აშუქებენ მსოფლიოს ნეგატიურ მოვლენებს. გათვლა მარტივია - როდესაც საქართველოს მოქალაქე ნახავს ბრაზილიის წყალდიდობის ამაზრზენ კადრებს და ავსტრალიურ ორთავიან შხამიან ბაყაყებს, მადლობა უნდა შესწიროს ბედს და ხელისუფლებას, რომ საქართველოში ცხოვრობს და არა რიო-დე-ჟანეიროში.

ამჯერად "რუსთავი 2"-ის მადლი დიდმა ბრიტანეთმა მოისხა. უფრო ზუსტად, ამ ტელეკომპანიას მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შაქრის დეფიციტია და საერთოდაც, თეთრი ოქრო გაძვირდება. საინფორმაციო გამოშვების ამ სიუჟეტით დაწყება არ გამოდიოდა, რადგან ჩვენ ხომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვართ. შესაბამისად, შაქრის დეფიციტის ამსახველ რეპორტაჟამდე უნდა გვენახა, რომ სხვაგან უფრო ცუდად არის საქმე.

ამიტომაც, საინფორმაციო გამოშვება დაიწყო დიდ ბრიტანეთში გამართული საპროტესტო აქციით. აქციის მონაწილეები წყევლა-კრულვას უთვლიდნენ პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის მთავრობას და ინფლაციის მაღალ დონეზე ჩიოდნენ. შესაბამისად, აპროტესტებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. როგორც ჩანს, ეს სიუჟეტი "რუსთავი 2"-ში ნაჩქარევად მომზადდა - ეტყობა, ან ბრაზილიის წყალდიდობა "ისვენებდა", ან ერაყში ბომბები აღარ გასკდა. შესაბამისად, სიუჟეტში გაიპარა” ერთ-ერთი ბრიტანელი პენსიონერის კომენტარი, რომლის თქმითაც, ტრანსპორტზე ფასების ზრდა არ ანაღვლებს, რადგან პენსიონერებისთვის მგზავრობა უფასოა, თუმცა ინფლაციამდე ის და მისი მეუღლე წელიწადში ერთხელ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას ახერხებდნენ. "პირსისხლიანი" ქემერონის მთავრობამ კი, ეს საშუალება მოუსპო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამჯერად ბრიტანელი პენსიონერები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ შეძლებენ. ზემოხსენებული საპროტესტო აქციის ამსახველი მასალა "რუსთავი 2"-მა "ბი-ბი-სიდან" აიღო. :)) :))

http://www.kvirispalitra.ge/public/6397-ra-eshvelebath-britanel-pensionerebs.html

სრულად აქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...