Jump to content
Planeta.Ge

დაუბალანსებელი ქართული მედია


Recommended Posts

რა დრეში ვართ??????

 

ამერიკის ელჩმაც კი შენიშნა ჩვენი მედიის სიმახინჯე

ნახეთ :(

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2255776.html

 

კულტურა / საქართველო

დაუბალანსებელი და ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობის მქონე მედია

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი

22.12.2010

ავტორი გოგა აფციაური

დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი იყოს. – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა გორში ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა,

სად ნახეს ჟურნალისტყური გამოძIება საერტოდ....გოგიჩაიშვილის სიფატის ყურებაზე ავტოპილოტზე აქვს ჩარტული "60 წუთის" ეფექტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი

 

 

სად არის დემოკრატია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

სად ნახეს ჟურნალისტყური გამოძIება საერტოდ....გოგიჩაიშვილის სიფატის ყურებაზე ავტოპილოტზე აქვს ჩარტული "60 წუთის" ეფექტი?

ნუ ეს ხომ მათი "პროექტი" იყო

 

ეტყობა ნამეტანი ამოუვიდათ ყელში ამათი "არაკორუმპირებულობა"

 

mtidan

სად არის დემოკრატია?

აგერაა

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1982078.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეაყარე კედელს ცერცვი ამერიკულად როგორაა?:)

 

რაც იმედზე იბუინა მიტნეკი იყო თუ როგორ ერქვა? რაი მერე?

 

 

და 60 წუთი რომ მიხურეს დემოკრატებმა-არაფერი ხდება ცუდი ქვეყანაშიო-მაშინ შტატები ატლანტიდასავიტ დაძირული იყო და ეხლა ამოყვინთეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://realaudio.rferl.org/GE/2010/12/22/20101222-142012-GE-clip.mp3

დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელი იყოს. – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა გორში ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა.

 

ჯონ ბასი გორში ტელეკომპანია “თრიალეთის” ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ელჩს ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ უამბეს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა განაცხადა, გორის ცენტრში სტალინის მონუმენტის დემონტაჟისას ნაცემი ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის პოლიციელების მიერ ცემის ფაქტი გამოძიებული არ არის. მან ამერიკის ელჩს ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა ტელევიზიის ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემები აღარ შეექმნათ.

 

„საუბარი გვქონდა ჩვენს ტელეკომპანიაზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ელჩთან ჩვენი მხრიდან თხოვნა იყო, რომ შუამდგომლობა გაეწია ხელისუფლებასთან, რათა გვქონდეს ნორმალური თანამშრომლობა, რომ ჩვენ ვიყოთ ობიექტური და სამართლიანი ტელევიზია, რომელიც გააშუქებს როგორც ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს, ასევე გააშუქებს მოსახლეობის პრობლემებს, მოთხოვნებს და ოპოზიციის მოსაზრებებსაც“, – განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა.

 

ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს პირობა მისცა, რომ მათ მიერ მიწოდებულ მასალებს ყურადღებით შეისწავლის და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. ჯონ ბასი ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრობამდე კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში იმყოფებოდა. მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად არბოს წმინდა გიორგისა და ტირძნისის სამების რესტავრირებული ეკლესიები მოინახულა. მე–10, მე–11 საუკუნის ძეგლებს რესტავრაცია ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით ჩაუტარდა. ამისთვის 49 400 დოლარი გამოიყო. ნიკა ვაჩეიშვილის აზრით, ამ ეკლესიების აღდგენას არამარტო კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ვიზიტის დასასრულს ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძესთან ერთად გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკის კუთხე გახსნა, სადაც ამერიკული წიგნების, ჟურნალებისა და ფილმების მდიდარი კოლექციაა თავმოყრილი.

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2255776.html

რადი თავისუფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტრო იყო მარტო დაუბალანზებელი...დაუკეტიათ ბალანსიროვკაზე :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რაც იმედზე იბუინა მიტნეკი იყო თუ როგორ ერქვა? რაი მერე?

ადამ მიხნიკი.თუმცა მისა და ა.შ.შ-ს ელჩს შორის დიდი განსხვავებია.თუ მართლაც მოინდომებენ მიშას სეროიზულად აუწევენ ყურს ამაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაწკას გაუვიდა

ბაწკას იმიტო გაუვიდა რომ ყოფილ საბჭოტა "ზონიდან" ყევლაზე დაბალი უმუშევრობაა. ყველაზე მაღAლი პენსიები და ყველაზე მოწესრიგებული სოციალკა....მაგის იმედზე "ასოს" გდეპაპალა-კაკ პაპალა მიშკამ ტავისი ფანტან-ფალოსები

http://s8.rimg.info/d31379d67d21dbd271e121bcd6f80848.gif

 

ადამ მიხნიკი

ხო -არადა რა წესიერი კაცი ჩAნდა ჰაბიტუსიტ...იორშის არ იყოს:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა

გამოძიებას ბევრი დრო და მინიმუმ ცოტა ჭკუა მაინც სჭირდება და უფრო ადვილია დაწერონ "ამას იმ ფერის ტრუსიკი აცვია", "იმან სასახლე იყიდა" და ა.შ. მოთხოვნაც ეტყობა ასეთ "რეპორტაჟებზეა" უფრო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გამოძიებას ბევრი დრო და მინიმუმ ცოტა ჭკუა მაინც სჭირდება და უფრო ადვილია დაწერონ "ამას იმ ფერის ტრუსიკი აცვია", "იმან სასახლე იყიდა" და ა.შ. მოთხოვნაც ეტყობა ასეთ "რეპორტაჟებზეა" უფრო

ეგრეა 60 წუტიდან ერი დეგრადირდა ნანუკას შOუმდე...ამასწინად ერტ ოჯახში ვიყავი წიგნის ტაროზე 3 წლის ყველა ნომერი სარკე ქონდათ ჩამწკრივებული:(((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Из-за нового закона о цензуре Венгрия может лишиться председательства в ЕС

 

Новый закон о СМИ позволит венгерским властям контролировать как общественные, так и частные теле- и радиостанции, а также газеты и интернет-порталы. Нарушение данного закона грозит журналистам крупными денежными санкциями. В Европе Венгрию обвиняют в фашизме и угрозе демократии.

http://www.newsru.com/

ამას აქ დავაგდებ, ოჯახი ხრამია ვინ იცის რაში გამოგვადგეს :givi:

 

 

გამოძიებას ბევრი დრო და მინიმუმ ცოტა ჭკუა მაინც სჭირდება

დიახ, სჭირდება

სხვათაშორის შენ თუ გახსოვს "60 წუთი"-ს ზასტავკები - ამერიკელების დაფინანსებით კეთდებოდა

მერე რა? რამე რეაგირება მოხდა თუ რა?

ქარავანმა გზა გააგრძელა და მეტიც ქართულმა ტელესივრცემ დეგრადაცია განიცადა და რაღაც უგვანი სახე მიიღო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტრო იყო მარტო დაუბალანზებელი...დაუკეტიათ ბალანსიროვკაზე

რაზვალი ქონია გასასწორებელი თან :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...