Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ძალადობის აქტების მიუხედავად ევროკავშირი და ბელორუსია ურთიერთობას ჩვეულებრივ განაგრობენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg

 

ენდრიუ რეტმანი

 

ბრიუსელი – დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირი არანაირ დამსჯელ ღონისძიებებს არ მიმართავს ბელორუსში არჩევნების შემდეგ განხორციელებული ძალადობის აქტებისა და ეუთო-ს მიერ არჩევნების უარყოფითად შეფასების მიუხედავად. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ არჩევნებს „უსამართლო“ უწოდა

 

არსებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს 20 დეკემბერს, მინსკის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა. ერთი დღით ადრე, კვირა საღამოს, დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მასობრივი საპროტესტო აქცია გამართა, რაც პოლიციის მხრიდან სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებითა და ასობით იმ ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა, რომელთა ადგილსამყოფელიც დღემდე უცნობია.

 

ორშაბათს გამოქვეყნებული ეუთო-ს (დემოკრატიისთვის ბრძოლის სააგენტო, რომლის შტაბ-ბინაც ვენაშია) წინასწარი ვერდიქტის თანახმად, ბელორუსიას „საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი“ ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდება. ყველაზე კორუმპირებულ რგოლად ხმების დათვლის პროცესი დასახელდა.

 

იმავე დღეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ვერ მივიჩნევთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად“ და ხელისუფლებისგან  „დაპატიმრებული ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლება“ მოითხოვა: „უახლოეს დღეებში იმოქმედეთ თავშეკავებულად, არავის ავნოთ, არ დაემუქროთ და არ გაუხანგრძლივოთ დაკავების ვადა მათ, ვინც საკუთარ ელემენტარულ უფლებებს  იცავდა“.

 

ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის რეაქცია გაცილებით ზანტი გახლდათ.

 

მისი თქმით ძალადობის აქტები „სამწუხარო“ და „მიუღებელია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოებული „კრიტიკული თანამშრომლობის პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის… დამოკიდებულია დემოკრატიის, მართლწესრიგის და ადამიანის უფლებების პრინციპების პატივისცემაზე“, მაგრამ მას დაპატიმრებულთა გათავისუფლება არ მოუთხოვია და უარი არ უთქვამს არჩევნების შედეგების აღიარებაზე.

 

„მიხვდით ალბათ, საით მიჰყავს ეშტონს საქმე – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს ვიღონებთ“ – დიპლომატიური წრეებიდან განაცხადა ჩვენმა წყარომ – „ქუჩაში 100 ათასი ადამიანი რომ გამოსულიყო და მოედანი გვამებით გავსებულიყო, მაშინ შეიძლება სხვაგვარი რეაქცია ყოფილიყო“.

 

სამშაბათს ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში მომხდარის შესახებ წინასწარ დისკუსიას გამართავენ, ხოლო იანვარში როდესაც სიტუაცია ჩაცხრება, მინისტრების დონეზე განცხადებას გამოაქვეყნებენ.

 

ჩვენი წყაროს ცნობით, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებში ბელორუსის მთავარი მფარველი და მისი მეზობელი, არ არის დაინტერესებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასჯით, რადგან ვარშავას აზრით, ეს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდაქმნებს და რუსეთისგან მისი დამოუკიდებლობის დაცვას.

 

„რეალური შოკი ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობამ გამოიწვია. რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ ლუკაშენკოს პროვოცირება მოახდინა: მათი რაოდენობა 10 000-ზე მეტი რომ არ ყოფილიყო, იგი ამას აიტანდა, მაგრამ ქუჩაში 20 000 ადამიანი გამოვიდა და ის იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა“ – სთქვა დიპლომატმა – „ლუკაშენკო ევროპის ფიდელ კასტროა, ადამიანი რომელსაც საოცარი თვითგადარჩენის უნარი აქვს. მისი რეჟიმი მუდმივად ვერ იარსებებს, მაგრამ ოპოზიციაც არადამაჯერებელია. აღსანიშნავია, რომ მთავრობაში 500 ათასი ადამიანი მუშაობს, ეს კი ქვეყნის მოსახლეობის 5%-ია. ოპოზიციის რიგებში მრავლად არიან „კაგებეს“ [ანუ ბელორუსიის საიდუმლო პოლიცია] აგენტები. მათ ზუსტად იცოდნენ, როდის და სად იქნებოდა ნეკლიაევი“.

 

ნეკლიაევი – პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა აგენტებმა სცემეს და მოიტაცეს.

 

ამავდროულად მალე უნგრეთი გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა (მაისში ბუდაპეშტში ექვსი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს, მათ შორის ბელორუსის, სამიტი იგეგმება) და არ არის გამორცხული, რომ გასული კვირის მოვლენების მიუხედავად ბელორუსი ამ სამიტს დაესწრება.

 

ორშაბათს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანოშ მარტონიმ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას (ანუ ექვსი ქვეყნის კლუბს, რომლებიც სამიტს დაესწრებიან).

 

ორშაბათს ლუკაშენკომ  დემონსტრანტები არავაჟკაცური საქციელის გამო (ისინი ჩიოდნენ, რომ პოლიციამ მათ სცემა) გალანძღა.

 

„და თქვენ გინდათ პრეზიდენტობა? მოითმინეთ!“ – სთქვა მან.

 

ლუკაშენკო ასევე დაიმუქრა, რომ გამოაქვეყნებს ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გაღებული ფინანსური შემოწირულობების დეტალებს – WikiLeaks-ის  საქმიანობის მსგავსი ნაბიჯი, რომელიც ორიენტირებულია უცხოეთის აგენტების, კერძოდ „კაგებეს“ ძალების მონაწილეობის დემონსტრირებაზე.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...