Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მედია სამეგრელოში


Recommended Posts

ქალაქ ზუგდიდში, წესით, მედიის საქმიანობა ძალიან საინტერესო და მიმზიდველიც კი უნდა იყოს. ზუგდიდი ესაზღვრება კონფლიქტის ზონას-აფხაზეთს, გალის რაიონს. აქ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. გალიდან ყოველდღე გადმოდის მოსახლეობა, ხან სავაჭროდ, ხან-სამკურნალოდ, ხან კიდევ ახლობლების სანახავად. შესაბამისად, ბევრი ახალი ამბის გაგება შეიძლება. გარდა ამისა, ზუგდიდი სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრია და ყველა მნიშვნელოვანი უწყება სწორედ ამ ქალაქშია თავმოყრილი. ზუგდიდთან ახლოს შენდება ტურისტული ზონა და ა.შ. მოკლედ, სანახავი და დასაწერია ბევრია.

 

გაზიარება

[თამაზ კუპრეიშვილი. 17:35 21-12-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRCtDRaculI/AAAAAAAAETw/Hnw_9C3dEu4/s200/presasamegreloshi.gifზუგდიდში ათამდე ადგილობრივი მედიასაშუალება მუშაობს: ორი რადიოსადგური, ერთი ტელეკომპანია, სამი გაზეთი და ორი ჟურნალი. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პრესის ბევრი ჯიხური და სტელაჟი დგას, თითქმის, ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, როგორც არ უნდა ეცადოთ, იქ ადგილობრივი გამოცემების ყიდვა ძალიან გაგიჭირდებათ. იქარი გამოცემებიდან ორი: გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა" და ჟურნალი „ღია ბოქლომი", 2010 წლის მაისის შემდეგ არ გამოსულა. დანარჩენი ჟურნალ-გაზეთების ტირაჟი ძალიან მცირეა, ცნობადობა კი-დაბალი. Media.Ge-მ ქუჩაში რამდენიმე ზუგდუდელს ჰკითხა, ადგილობრივი გამოცემებიდან რომელს იცნობდა. უმრავლესობამ ერთიც ვერ დაასახელა.

გაზეთის გამყიდველების თქმით, მოსახლეობას ადგილობრივი გამოცემები, თითქმის, არ აინტერესებს, ისინი, ძირითადად, დედაქალაქიდან ჩამოტაქნილ პრესას, მათ შორის რუსულენოვანს, ეტანებიან. პრესის ჯიხურებში ასევე იყიდება სიგარეტი, ბავშვის სათამაშოები და ბევრი სხვა წვრილმანი. გამყიდველები ამბობენ, რომ მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებენ.

ქალაქები მედიის გარეშე

გაცილებით რთული მდგომარეობაა სამეგრელოს ორ ქალაქში-სენაკსა და ხობში. აქ პრესის ჯიხურები თითქმის არ არის და იქაც მხოლოდ დედაქალაქიდან შემოტანილი პრესა მცირე რაოდენობით იყიდება. ხობში ერთადერთი გაზეთი, „სამკუთხედი" გამოდის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გამოსცემს და ძირითადად, საკუთარი საქმიანობის შესახებ წერს. „საქპრესის" ხობის ფილიალის ხელმძღვანელის, მზევინარ ბერაიას თქმით, ხობში არც მანამდე ყოფილა დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ამ ქალაქში გაზეთებს მხოლოდ სამთავრობო დაწესებულებები უშვებდნენ. მისი თქმით, წლების წინ, ხობში ტელეკომპანია „მედეა" მაუწყებლობდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია აღარ გადის ეთერში.

სენაკის მკვიდრის დარეჯან დადიანის თქმით, ამ ქალაქში ადგილობრივი ტელეარხი „კოლხეთი" მაუწყებლობს და გამოდის რელიგიური (მართლმადიდებლური) შინაარსის გაზეთი „მრწამსი". „კოლხეთი" მთელი დღის განმავლობაში ეთერში სხვადასხვა ტელეარხებს რთავს, მათ შორის, ყველაზე ხშირად რუსულ ენ-ტე-ვე-ს. ეთერში ძირითადად მხატვრული ფილმები და მუსიკალური კლიპები გადის. მხოლოდ 7-დან 10 საათამდე ტელეარხის სხვადასხვა ტიპის განცხადებებს გადასცემს, მათ შორის, სამგლოვიაროს, მილოცვებს, უძრავ ქონების შესახებ და ა.შ. სენაკის მცხოვრებთა თქმით, „კოლხეთი" ახალ ამბებს არ ამზადებს და არც არასდროს ამზადებდა.

უალტერნატივო მედია

სამეგრელოს სამი ქალაქის, ზუგდიდის, სენაკისა და ხობის მცხოვრებთათვის ინფორმაციის მთავარი წყარო ცენტრალური ტელეარხები-„რუსთავი 2" და „იმედია".ზუგდიდში ჩვეულებრივი ანტენით თითქმის შეუძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიგნალის დაჭერა. მისი ყურება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც სახლში სატელიტური ანტენა აქვს, ან საკაბელო ტელევიზიის სერვისით სარგებლობს.

გალის (აფხაზეთი) მკვიდრი ქალბატონი მადონა ( რომლის თხოვნით, მის სრულ ვინაობას არ ვამხელთ), თბილისის ხშირი სტუმარია. მისი თქმით, გალში ქართული ტელეარხების სიგნალი დიდი შეფერხებით ვრცელდება, თუმცა, „რუსთავი 2"-ის ყურება მაინც შესაძლებელია. როგორც ქალბატონი მადონა ამბობს, ცენტრალური ტელეარხები, ხშირად, გალში მომხდარი ამბების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას უფრო ართულებს.

ელექტრონული მედია ზუგდიდში

ზუგდიდში მაუწყებლობს ტელე-რადიო კომპანია „ოდიში" და რადიო „ათინათი".

რადიო"ათინათი", რომლის ეთერი სამეგრელოს რეგიონს სცდება, 1998 წლიდან მაუწყებლობს. ეთერშია 24 საათის განმავლობაშია, დილის 8-დან ღამის 23 საათამდე, საათში ერთელ, ახალ ამბებს გადასცემს, მათ შორის, მათ შორის, რუსულენოვანს. „ათინათი" დღეში რამდენიმე საათს უთმობს რადიო „თავისუფლების" რეტრანსლირებას. ეთერში კვირაში ერთხელ ასევე გადის აფხაზ ჟურნალისტებთან ერთად მომზადებული გადაცემა „Давайте, поговорим".

ტელეკომპანია „ოდიში" კვირაში ერთხელ ამზადებს რელიგიურ (მართლამდიდებლურ) გადაცემას, კვირაში ორჯერ - მუსიკალურს. ეთერში ასევე გადის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გადაცემა „მრავალკუთხედი". ტელეკომპანიას მწირი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს: მოძველებული კომპიუტერები, სამონტაჟო და სამიოდე კამერა, ეს არის „ოდიშის" მთელი ავლადიდება. აშშ-ს საელჩომ 2008 წლის ომის შედმეგ ტელეკომპანიას ერთი მიკროფონი და კამერა გადასცა. ტელეკომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო ეთერში გასული მოკლე განცხადებებია.

ტელეკომპანიის საკუთრებაა მუსიკალურ-გასართობი რადიო „ოდიში". მის ეთერში საინფორმაციო გამოშვება დღეში ორჯერ გადის. „ოდიშის" საეთერო დროის ნაწილი დაკავებული აქვს თბილისურ „მონტეკარლოს". ტელე-რადიო კომპანია „ოდიშში" სულ 35-მდე ადამიანი მუშაობს.

ტელერადიოკომპანიის დამფუძნებელი, ემა გრიგოლია, ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დედაა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნანა ქობალიას აზრით, ეს ფაქტი ტელეკომპანიაზე უარყოფითად უფრო მოქმედებს, ვიდრე დადებითად. მისი თქმით, გამგებელი ტელეკომპანიის ფინანსური დახმარებისგან თავს იკავებს, რათა „ხალხს სალაპარაკო არ გაუჩნდეს".

კრიზისი ბეჭდურ გამოცემებში

2010 წლის 30 მაისის შემდეგ არ დაბეჭდილა ყოველთვიური გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა" და ჟურნალი „ღია ბოქლომი". მიზეზი ფინანსური კრიზისია. თუმცა რედაქციებმა ნაწილობრივ ინტერნეტში გადაინაცვლეს - მასალებს საკუთარ ბლოგებზე აქვეყნებენ.

„სამეგრელოს ქრონიკა" 2008 წელს გაზაფხულიდან გამოდის. რედაქციაში სულ ხუთი ჟურნალისტი და რამდენიმე სტაჟიორი მუშოაბს. ჟურნალისტები ხშირად გალის რაიონში გადადიოდნენ, იქაური ამბების გასაშუქებლად. გაზეთის მთავარი რედაქტორი პაატა ლაგვილავა ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ მასალად ფიჩორის სამხედრო ბაზის შესახებ მომზადებულ სტატიას მიიჩნევს.

ლაგვილავას თქმით, რედაქციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მოპოვებაა. „ჩვენთვის გამგეობა აუღებელი ციხე-სიმაგრეა. გამგეობას შვიდჯერ მივმართეთ საჯარო ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციული საჩივარიც დავწერეთ, მაგრამ უშედეგოდ". სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რადგან რედაქციას სასამართლო ბაჟის 100 ლარის ყოველ ჯერზე გადახდა გაუჭირდება.

მსგავსი ვითარებაა „ღია ბოქლომის" რედაქციაში. რედაქტორი ილია ჩაჩიბაია ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა ჟურნალის გამოცემა დროებით შეეჩერებინა, ყოველთვიური ჟურნალი 2006 წელს დაარსდა.. ილია ჩაჩიბაიას თქმით, ჟურნალში თავიდან მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებები უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა მოგვიანებით, ყველანაირი მასალის დაბეჭდვა გადაწყვიტეს. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კი, თანამშრომლობა დაიწყეს ადგილობრივ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ სტუდიებთან.

„ღია ბოქლომის" რედაქტორი ამბობს, რომ მასზე ხელისუფლება გამუდმებით ახდენს ზეწოლას.

„მთავრობა ოპოზიციურ გამოცემად მიგვიჩნევს, ამიტომ მეწარმეები რეკლამის დაკვეთისგან თავს იკავებენ. სააჯრო დაწესებულებები უარს ამბობენ ჩვენი ჟურნალის გამოწერაზე, განახლებას ვაპირებთ დამფინანსებლის, ან გრანტის მოპოვების შემთვევაში, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს", ამბობს ილია ჩაჩიბაია. ის პარალელურად თანამშრომლობს ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივტან" და ასევე არის გაზეთ „ასავალ-დასავალის" სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი.

1998 წლიდან ზუგდიდში კვირაში ერთხელ გამოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ეგრისის მაცნე". რედაქტორი ნათია ჯგუშია მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, მას ხელისუფლებისგან ინფორმაციის მიღების დროს არანაირი პრობლემა არ ექმნება. იგივეს ამბობს რეგულარული გამოცემის, „კოლხური ვერსიის" რედაქტორი ნანა ფირცხალავა. ამ გაზეთების რედაქციები ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაშია განთავსებული. თუმცა, ორივე გაზეთი ოფიციალურად დამოუკიდებელია. ნანა ფრიცხალავა ამბობს, რომ ადრე ადმინისტრაციულ შენობაში ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია იყო განთავსებული. ახლა, მხოლოდ გუბერნატორის რეზიდენცია და ორი რედაქცია დარჩა. ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ ხელისუფლების ერთადერთი დახმარება დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული ორი ოთახია.

„კოლხური ვერსია" 2005 წელს გამოსცა „დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ', რომელიც ასევე ნანა ფირცხალავას დაფუძნებულია. მისი თქმით, 2009 წელს საგადასახადო სამსსახურმა ასოციაციას არასწორად დაურიცხა დავალიანება 11 ათასი ლარი. ზემდგომ ინსტანციებსა და სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ დავალიანება გაბათილდა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში რედაქციის მუშაობა ყადაღის გამო პარალიზებული იყო. ნანა ფირცხალავამ გაზეთის აღდგენის მიზნით, 2009 წლის შემოდგომაზე, ხელახლა დაარსა ახალი ორგანიზაცია „დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია". მან გაზეთის მიწოდება განაახლა სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ასობით ხელმომწერისთვის. გაზეთის ტირაჟი 3500-მდეა.

ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ მისი რედაქცია ხშირად მუშაობს ჟურნალისტურ გამოძიებებზე და დასტურად გაზეთის ძველ ნომრებს გვანახებს. თითქმის ყველა ნომერში არის სტატია წარწერით „ჟურნალისტური გამოძიება". მთავარი რედაქტორს ყველაზე რეზონანსულ მასალად ზუგდიდის ბაზრის დაწვის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება მიაჩნია. ის ამბობს, რომ იმ დროს მისმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს, რომ ბაზარში ცეცხლი ადგილობრივი ადმინისტრაციის გაჩენილი იყო.

მისივე თქმით, ხშირად ირღვევა საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები. სასამართლოში ჩივილი კი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ადვოკატების მომსახურება და სარჩელის შეტანა ფასიანია, რისი საშუალებაც რედაქციას არა აქვს. რედაქციაში მხოლოდ ორი ძველი კომპიუტერი დგას, რომელიც გლობალურ ქსელში მხოლოდ წუთობრივი ინტერნეტით არის ჩართული.

media.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-2924337176188141696?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...