planetanews Posted December 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) პრეზენტაციის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს მოძრაობის ლიდერი დავით თარხან-მოურავი „ერთ დროს პრეზიდენტად იყრიდა კენჭს“ და თითქოს საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა „ობიექტივთან“ ერთად დაფუძნდა. გაზიარება[19:37 22-12-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRIpLAlM9SI/AAAAAAAAET4/pD35r56-B3I/s200/63574_179485522070157_100000261328287_571562_125180_n.jpgსამწუხაროა, რომ ამ აშკარა ტყუილს ავრცელებს სააგენტო „პირველი“, რომლის მფლობელსა და ხელმძღვანელს ქალბატონ ანი მიროტაძეს ყოველკვირეული გადაცემა მიჰყავს „ობიექტივის“ ეთერში და აქვს ყოველდღიური ურთიერთობა „ობიექტივის“ წევრებთან. აქედან გამომდინარე, მან კარგად იცის, რომ დავით თარხან-მოურავი არასდროს ყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატი და მსგავსი ამბიცია არასდროს გამოუხატავს და მეორე- „ობიექტივი“ არ არის წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) დამფუძნებელი და ვერც იქნება, რადგან ეს მოძრაობა კერძო პირებისაგან შედგება. წინააღმდეგობის მოძრაობაში „ობიექტივის“ მხოლოდ რამდენიმე წევრია გაერთიანებული. საინტერესოა ისიც, რომ სააგენტო „პირველი“ მიზანმიმართულად , ერთი საათის წინ შექმნილი მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, ინტერვიუს იღებს მაინც და მაინც კომუნისტური აზროვნების უკვდავი დინოზავრისგან სოსო ცინცაძისგან, რომლის „კომენტარს“ ჩვენ უვიცობისა და სისულელის მეტს, ვერაფერს ვუწოდებთ. წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი ირმა ინაშვილი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts