Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) გავიხსენოთ ვლადიმირ შმიცერი


Recommended Posts

http://www.rakball.net/Rakballuero/pics/20091111951_02.jpg

 

საიტი აგრძელებს პროექტს გავიხსენოთ ლეგენდები. დღეს ჩვენ გავიხსენებთ ვლადიმირ შმიცერს

 

 

ვლადიმირ შმიცერი დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში ქალაქ დეცინში. მას საფეხბურთო ნიჭი ბავშობიდან აღმოაჩნდა. იგი 6 წლის იყო როდესაც ვერნერიჩის საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა,რამოდენიმე თვეში კი 10 წლამდე ასაკის გუნდში ირიცხებოდა. სადაც მან მიუხედავად თავისი წლოვანებისა, რამოდენიმე მატჩის ჩატარება და გოლების გატანა მოასწრო. შმიცერი აკადემიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, რის გამოც მან რამოდენიმე მატჩი ვერნერიჩის ახალგაზრდულ გუნდში ჩაატარა. იგი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც დეჟინის პელიკანმა(კოვოსტროი) აიყვანა. ეს უკვე მდიდარი ტრადიციების გუნდი იყო, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ბ ლიგაში ასპარეზობდა. 12 წლის ვლადიმირმა მწვრთნელებს მალევე მოაწონა თავი და 13 წლისამ პელკინის ახალგაზრდულ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. ეს ფენომენი უყურადღებოდ არ დარჩენილა და 1987 წელს ის პრაღის სლავიამ აიყვანა სინჯებზე. სლავია, როგორც ჩეხოსლოვაკურ, აგრეთვე ევროპულ ფეხბურთში დიდ ძალას წარმოადგენდა. შესაბამისად ფეხბურთელის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ფეხბურთელი 4 წელი თამაშობდა სლავიას ახალგაზრდულ გუნდებში. 18 წლის ვლადიმირი კი პირველ გუნდში მიიწვიეს. იგი 19 წლის იყო, როდესაც ჩეხეთის პირველ ლიგაში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლისამ კი უკვე ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი. შმიცერმა მის პირველ გუნდში 4 სეზონი ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში მან 81 მატჩი ჩაატარა და 26 გოლიც გაიტანა. ჩეხეთის პირველობა ნელ-ნელა პრესტიჟს კარგავდა ამიტომ მან კლუბი დატოვა და არც მეტი არც ნაკლებ ფრანგულ ლანსს შეუერთდა, რომელიც საფრანგეთში დიდ ძალას წარმოადგენდა. ახალ მისულმა ჩეხმა ფეხბურთელმა იმდენს მიაღწია, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. შმიცერის დახმარებით ლანსმა “კოპა დე ფრანსე” და “კოპა დე ლა ლიგა” მოიგო. სწორედ ამის გამო 1999 წელს შმიცერი ინგლისის ლივერპულმა აიყვანა. შმიცერი წითლებს £4.2მლნ. შეუერთდა. შმიცერის კარიერაში ეს ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩეხმა ფეხბურთელმა, მოახერხა და მის პირველ წლებში მერსისაიდელებთან ერთად რამოდენიმე მატჩი ჩაატარა. მან ლივერპულის 11 ნომრიანი მაისური მოირგო. მისი პირველი მატჩი იყო შეფილდ უენსდეისთან ჰილსბროზე, სადაც ლივერპულმ 0:2 იმარჯვა. შმიცერის მეორე სეზონი ლივერპულში უფრო ხეირიანი იყო. ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა. და რამოდენიმე გოლიც გაიტანა. მან მონაწილეობა მიიღო 2001 წელს გამართულ უეფას თასის ფინალში, ალავესის წინააღმდეგ, რომელიც ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა. 2003 წელს გუნდში რაფაელ ბენიტესი მოვიდა. ეს შმიცერისთვის ნამდვილად არ ყოფილა კარგი, რადგან ბენიტესი მას ჩემპიონთა ლიგაში არ ენდობოდა. ის სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ლევერკუზენის, იუვენტუსისა და ჩელსისთან შეხვერისას, ასევე ფინალშიც მაგრამ მისდა ბედად 23 წუთზე ჰარი კიუელმა ტრამვა მიიღო. შმიცერს შანსი მიეცა ბენიტესისთვის და ლივერპულის ფანებისთვის დაემტკიცებინა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო.მან ეს ნამდვილად დაამტკიცა. ჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანი

, როდესაც მილანელებს სხვაობა ერთ ბურთამდე შეუმცირა. შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ლივერპულთა მხრიდან ბოლო პენალტი გაიტანა და ლივერპულის დიდ ისტორიაში საკმაოდ ღრმად შეაბიჯა. ეს შმიცერის წითელ კარიერაში ბოლო მატჩი იყო, რადგან 32 წლის შმიცერმა გადაწვიტა ლივერპული როგორც დიდი ფეხბურთელი ისე დაეტოვებინა. 2007 წელს ვლადიმირ შმიცერი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. ამჯერად ბორდოში. 33 წლის შმიცერმა ბორდოში 2 სეზონი ჩაატარა და 5 ბურთიც გაიტანა. 35 წლის ასაკში მან გადაწვიტა მის პირველ გუნდს, პრაღის სლავიას დაბრუნებოდა. “სინოტ არენაზე” მას თბილი დახვედრა მოუწყვეს მის პრეზენტაციაზი სტადიონი გადაჭედილი იყო. მიუხედავად მისი ასაკისა მან 2008 წელს მოიპოვა ჩეხეთის წლის ფეხბურთელის ტიტული. 2009 წელს მან კარიერა
. იგი უამრავმა გულშემატკივარმა გააცილა დიდი ფეხბურთიდან. წასვლის წინ კი სლავიას გულშემატკივრებმა სიმღერა მიუძღვნეს.

 

სანაკრებო კარიერა

 

20 წლის დიტმერ ჰამანმა ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა. მისი სანაკრებო კარიერა 1993 წლიდან დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო 1996, 2000, 2004 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატებში, რაც ნამდვილად დიდი შედეგია. მისი ყველაზე დიდი სანაკრებო მიღწევაა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში, სადაც ჩეხეთმა ნახევარ ფინალში ითამაშა. 2005 წელს მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ვერ შეძლო ეთამაშა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მან პირველი ტელე რეპორტაჟი წაიყვანა ბასელიდან, გახსნითი მატჩის ჩეხეთი-შვეიცარია. იგი დღეს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელია.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...