planetanews Posted December 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 http://www.thisisanfield.com/wp-content/uploads/2005_wide.jpg სულ მალე დასრულდება 2010 წელი, პირველი ათწლეული 21-ე საუკუნეში და მერსესაიდში კიდევ ერთი ერა ჩაბარდება წარსულს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ენფილდზე ბევრმა ლეგენდამ ითამაშა და მოდით ერთად შევადგინოთ ჩვენი ფანკლუბის “ათწლეულის გუნდი”… კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თითოეულ პოზიციაზე აირჩიეთ ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში: მეკარე: გოლკიპერის პოზიციაზე უდაოდ ორი ლეგენდარული ფეხბურთელი განიხილება: პეპე რეინა და იერჟი დუდეკი. ესპანელი კიპერი 2005 წლიდან იცავს ლივერპულის კარს და რამოდენიმე დღის წინ წითლების ყველა დროის საუკეთესო მეკარის, როი კლემენსის რეკორდი გააუმჯობესა, მიაღწია რა 100 მატჩს გოლის გაშვების გარეშე სულ რაღაც 198 თამაშში. პეპე ფანების საყვარელი ფიგურა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. იერჟი დუდეკი კი სტამბულის ფინალის გმირი, რომელმაც პირველ ტაიმში გაშვებული 3 გოლის შემდეგ არაერთ მომენტში გადაარჩინა ლივერპულის წაგებას და ასევე გახდა ავტორი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტისა ამ ათწლეულის ისტორიაში, მოიგერია გადამწყვეტი პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ახლა კი არჩევანი თქვენზეა – რეინა თუ დუდეკი ? http://fc06.deviantart.net/fs24/f/2008/008/2/c/Pepe_Reina_by_J_File.jpg მარჯვენა მცველი: 2000 წელს მერსესაიდში მიუნხენის ბაიერნიდან მარკუს ბაბელი გადმოვიდა, რომელმაც ენფილდზე 4 სეზონი გაატარა და 72 თამაში ჩაატარა. იგი ფანებს შემტევი ფეხბურთით და მებრძოლი ხასიათით ახსოვთ. სწორედ მარკუსმა გახსნა ანგარიში 2003 წელს უეფას თასის ფინალში ალავესთან, თუმცა მომდევნო სეზონში იგი მძიმედ დაავადდა, გამოტოვა მთლიანად ერთი წელი და შედეგად დატოვა კიდეც მერსესაიდი. მისი ადგილი კი სტივ ფინანმა დაიკავა და 2003-2007 წლებში ლივერპულში შეუცვლელი ფიგურაც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულ 217 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მას ყოველთვის იხსენებენ როგორც “ჩუმ გმირს ენფილდზე”, რომელიც საკუთარ საქმეს იდეალურად ასრულებდა მოედანზე. მან ითამაშა სტამბულის ფინალშიც და 2007 წელს მილანთან განმეორებით შეხვედრაშიც, თუმცა სწორედ იქ, 88-ე წუთზე იგი ალვარო არბელოამ შეცვალა მოედანზე. სწორედ აქ დასრულდა ფინანის ენფილდური კარიერაც და მომავალი წელი მან ესპანიოლში დაიწყო. მეორეს მხრივ კი ესპანელი მარჯვენა მცველი, ალვარო არბელოა გუნდში დამკვიდრდა და ენფილდზე გატარებულ ორ-ნახევარ სეზონში 98 (!) მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გლენ ჯონსონს, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი მერსესაიდში და ლეგენდების სიასთან ჯერ ახლოსაც ვერ მივა, ამიტომ თქვენი არჩევანი შემდეგი ფეხბურთელებისგან უნდა გააკეთოთ: მარკუს ბაბელი // სტივ ფინანი // ალვარო არბელოა მარცხენა მცველი: დღესდღეობით ლივერპულის ყველაზე სუსტი რგოლი, ერთ დროს ყველაზე ძლიერიც კი იყო. 2000 წლიდან წითელი მაისურით ამ პოზიციაზე ჯიმი ტრაორე თამაშობდა. მეორე დივიზიონიდან ჟერარ ულიეს მიერ შეძენილი ფეხბურთელი, რომელმაც ენფილდზე 2006 წლამდე იასპარეზა და 141 მატჩი ჩაატარა. ტრაორე იყო ასევე წითლების ძირითადი გუნდის წევრი უეფას და სტამბულის ფინალებში და კლუბის ისტორიაზე საკუთარი კვალიც დატოვა. ბენიტესის ერის დასაწყისიდან ტრაორე იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე, მისი ადგილი ნორვეგიელმა “წითურმა”, იონ არნე რიისემ დაიკავა, რომელიც ლივერპულში 2001-08 წლებში თამაშობდა და შვიდ სეზონში 348 მატჩი ჩაატარა. მისი ულამაზესი გოლები, მებრძოლი ხასიათი და მონდომება ფანების სიმღერებშიც აისახებოდა ენფილდზე. რიისემ კლუბი 2008ში დატოვა და მის პოზიციაზე უკვე ბრაზილიელი, ფაბიო აურელიო მოგვევლინა, რომელმაც რეკორდულ დროში მოახერხა ფანების სიყვარულის მოპოვება, გაუტანა რა მანჩესტერ უნაიტედს და ჩელსის ულამაზესი საჯარიმო დარტყმები და მერსესაიდული ტრიბუნები სიამაყით აავსო. მან 2006-20010 წლებში უკვე 120 მატჩი ჩაატარა ლივერპულში და ამ შედეგის გაუმჯობესებას კვლავ აგრძელებს… ასე რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე კანდიდატები არიან: ჯიმი ტრაორე // იონ არნე რიისე // ფაბიო აურელიო http://fc05.deviantart.net/fs29/f/2008/149/2/8/28d7fefd55185600dcfc24b792e6d19c.png ცენტრალური მცველი: ამ პოზიციაზე იმდენად ჩამოყალიბებული ფავორიტები არიან, რომ ვფიქრობ აზრიც კი არ აქვს ხმების დათვლას. უბრალოდ ვაღიაროთ – სემი ჰიიპია და ჯეიმი კარაგერი. ენფილდის ორი ცოცხალი ლეგენდა, საუკეთესო დაცვის დუეტი ბოლო ათწლეულში, სტამბულის ფინალის გმირები და დაუვიწყარი ფეხბურთელები გულშემატკივრისთვის. ორივე ფეხბურთელი პირდაპირ შევა “ათწლეულის გუნდში”… (იმედია წინააღმდეგი არავინ იქნება http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) ცენტრალური ნახევარმცველი: ეს პოზიციაც ორ ფეხბურთელს დაეთმობა. პირველი რასაკვირველია სტივენ ჯერარდია, ლივერპულის კაპიტანი, ნამდვილი სული და გული. მეორე კი თქვენ უნდა აირჩიოთ. კანდიდატები კი უამრავია: ხაბი ალონსო, ფანების საყვარელი ნახევარმცველი და ფეხბურთელი, რომელის წასვლაც ალბათ ყველაზე მეტად ინანა ენფილდმა. 2004 წლიდან წითლების მაისურით ალონსომ 210 მატჩი ჩაატარა და სკაუზერებს თავის სამუდამოდ დაამახსოვრა. მისი მეწყვილე, ხავიერ მასკერანო კი 3 სეზონი იმფოფებოდა ლივერპულში და 91 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, არგენტინის კაპიტნის და ალონსოს დუეტი ალბათ ბოლო წლების იდეალური დუეტი იყო. ეს წყვილი რაფა ბენიტესის ჩამოყალბებულია, მანამდე კი ლივერპულის ცენტრალურ ნახევარდაცვას დიტმარ ჰამანი, დენი მერფი და ვლადიმერ სმისერი ავსებდნენ. ჰამანი და სმისერი სტამბულის დაუვიყწარი ფინალის მონაწილენი არიან. ჰამანს 52, სმისერს კი 184 მატჩი აქვს ჩატარებული ენფილდზე. დენი მერფი კი ჯერარდი კარიერის დასაწყისში ბრწყინავდა და 1997-2006 წლებში 249 მატჩი ითამაშა წითელი მაისურით. არჩევანი საკმაოდ დიდია და არც ისე ადვილი: ალონსო // მასკერანო // ჰამანი // სმისერი // მერფი http://fc09.deviantart.net/fs70/f/2010/351/f/f/gerrard_by_soccerfantasyartv3-d3526wf.jpg მარჯვენა ნახევარმცველი: მარჯვენა ფლანგზე ორი გამოკვეთილი ფავორიტია – ლუის გარსია და დირკ კიუიტი. ბარსელონას აღზრდილი, ესპნაელი ლუის გარსია კოპის ერთ-ერთი უსაყვარლეს ფეხბურთელადაა ცნობილი. მან წითლებში 2004-2007 წლებში ითამაშა და 121 მატჩი ჩაატარა. მისი დაუვიწყარი გოლები დღესაც ახსოვთ ენფილდზე. დირკ კიუიტი კი 2006 წლიდან შეუერთდა გუნდს და გარსიას წასვლის შემდეგ შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. “ყველაზე მშრომელი და დაუღლელი მერსესაიდელი” – სწორედ ასე ახასიათებენ მას ფანები. მისმა მტკიცე ხასიათმა და მონდომებამ იგი გულშემატკივრის ფავორიტად აქცია და დღესდღეობით კიუიტი გუნდის ლიდერად და უცვლელ ფიგურად ითვლება. თქვენ კი უნდა აირჩიოთ, რომელი ფეხბურთელი დაიკავებს მარჯვენა ფლანგზე პოზიციას “ათწლეულის გუნდში” ლუის გარსია თუ დირკ კიუიტი მარცხენა ნახევარმცველი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზეც ორი რეალური კანდიდატია: პატრიკ ბერგერი და ჰარი კიუელი. ბერგერი წითლებში ჯერ კიდევ 1996 წლიდან თამაშობდა და 2003 წლამდე 196 მატჩი ჩაატარა. მისი დრიბლინგი და საგოლე გადაცემება ლივერპულის “სტაჟიან” ფანებს არასდროს დაავიწყდებათ. მეორე კანდიდატი კი ავსტრალიელი ჰარი კიუელია, რომელიც 2003-08 წლებში თამაშობდა ენფილდზე და მიუხედავად 5 სეზონისა მხოლოდ 93 შეხვედრა ჩაატარა, ტრამვებმა მას რეგულარულად თამაშის საშუალება არ მისცა, მაგრამ ყველა მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო კიუელმა შესანიშნავად ჩაატარა და ენფილდის ტრიბუნებზე სიყვარულიც დაიმსახურა. შესაძლოა ითქვას რომ ლივერპულის ბოლო ათწლეულში მარცხენა ნახევარდაცვის პოზიციაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ყოლია, თუნდაც ბოლო ორი წლის განაბლობაში ეს როლი რაიან ბაბელმა, ივანოვიჩმა, კოულმა, როდრიგესმა, ალბერტ რიერამ და ბენაიონმა მოირგეს, მაგრამ საკუთარი კვალი ლივერპულში მხოლოდ ბერგერმა და კიუელმა დატოვეს. ასე რომ არჩევანი ახლა თქვენზეა: პატრიკ ბერგერი თუ ჰარი კიული? http://fc09.deviantart.net/fs71/f/2010/356/5/d/fernando_torres_by_tiano_art-d35eh53.png თავდამსხმელი ფორვარდის როლი ლივერპულში არაერთ ვარსკვლავ ჰქონდა მორგებული, იან რაშს, კენი დაგლიშს და ა.შ., მაგრამ ბოლო ათწლეულში ერთდროულად რამოდენიმე ლეგენდამ ითამაშა წითლების თავდასხმაში. ამ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი უნდა აირჩიოთ, კანდიდატების სია კი გრძელია… მორიენტესი, სისე, კრაუჩი, ბელამი, მილან ბაროში და სხვანი, მაგრამ მათ შორის ოთხი ფეხბურთელი ყველაზე რეალური კანდიდატები არიან: ფაულერი, ოუენი, ჰესკი და ტორესი. “ენფილდის ღმერთად” წოდებული რობი ფაულერი ლივერპულში ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს ჩაირიცხა და კლუბში ფაქტიურად 2007 წლამდე დარჩა. მის ანგარიშზე 369 მატჩი და 183 გოლია. ნამდვილი “წითელი”, შეუდარებელი ფორვარდი, რომელმაც ორ წუთში ჰეთრიკი შეასრულა ლივერპულის მაისურით. რობი ყოველთვის დარჩება ფანების უსაყვარლეს ფორვარდად. მეორე ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელიც ასევე 90-იანებში იწყებს კარიერას, მაიკ ოუენია.მან 297 თამაშში 158 გოლი ჩაიწერა აქტივში. ლივერპულის “ოქროს ბიჭუნა” ჯერარდის თაობის წარმომადგენელია, აღიზარდა ლივერპულის აკადემიაში და ფეხიც სწორედ ენფილდზე აიდგა. იგი უკვე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ჯერ კიდევ ათწლეულის დასაწყისში. თუმცა ოუენის ლეგენდობას ბზარი მისი ტრანსფერით გაუჩნდა, ჯერ რეალში, შემდეგ კი მანჩესტერში. მიუხედავად ყველაფრისა მას მერსესაიდში უდიდეს პატივს სცემენ. ემილ ჰესკიმ კი წითლებში 2000 წელს დაიწყო თამაში. მან ოთხ სეზონში 223 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი შეაგდო. ინგლისის ნაკრების იმ დროის უცვლელმა ფიგურამ მთლინოაბში პრემიერლიგაზე 450 მატჩი ითამაშა და არამარტო ლივერპულის, არამედ მთელი ინგლისის საფეხბურთო ლეგენდად ითვლება. ფერნანდო ტორესს კი ყველა კარგად იცნობთ, ესპანელი ელ ნინიო, რომელმაც პირველივე წელს უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მას უმღერიან, ადიდებენ და აფანატებენ. ტორესი ბოლო პერიოდში ლივერპულის გარშემო სალაპარაკო თემის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია და ხშირად მას უკვე ლეგენდებშიც კი მოიხსენიებენ. შევა თუ არა ფერნანდო “ათწლეულის გუნდში” ეს კი თქვენი გადასაწყვეტია. აირჩიეთ ორი ფორვარდი შემდეგი კანდიდატებიდან: ჰესკი // ოუენი // ფაულერი // ტორესი მთავარი მწვრთნელი: და ბოლოს, ლივერპულის ათწლეულის მენეჯერი, ჟერარ ულიე თუ რაფა ბენიტესი. ორი დიდი პერსონა, საკუთარი ეპოქით და ისტორიით. სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა რომ ლივერპულმა ოცდამეერთე საუკუნეში წარმატებით შეაბიჯა, მოიგო მეხუთედ ჩემპიონთა ლიგა და ჩამოყალიბდა როგორც ინგლისის და მთელი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გრანდად. არჩევანი თქვენზეა. ჟერარ ულიე თუ რაფაელ ბენიტესი პ.ს. როგორც ხედავთ გუნდის სქემა 4-4-2 ია და შესაბამისად თქვენც ამ განლაგების მიხედვით უნდა დაასახელოთ “ათწლეულის გუნდი”. გამოკითხვა კი 30 დეკემბერს დასრულდება! View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts