Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საერთო სამოქალაქო დღესასწაულების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ

13:34 22-12-2010

"ევროპული საქართველოსთვის" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ახალი საერთო სამოქალაქო დღესასწაულების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ .

როგორც ინიციატორები აცხადებენ, სამოქალაქო დღესასწაულების ნუსხა სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორიც - დროშა, ჰიმნი ან გერბი. შესაბამისად, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძური, კალენდარშიც უნდა აისახოს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესთან ერთად საქართველოში საერთო სამოქალაქო დრესასწაულებად უნდა გამოცხადდეს 25 დეკემბერი, 31 დეკემბერი, 8 მაისი, ასევე, ებრაული ხანუკას პირველი დღე", - აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ქრისტესშობით გამოწვეული დიდი სიხარული, რომელსაც კათოლიკეები 25 დეკემბერს იზეიმებენ, საქართველოშიც უნდა გაიზიარონ.

"ქართველებსა და ებრაელებს 26 საუკუნოვანი ძმობა გვაკავშირებს, ამდენად ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ხანუკას დაწყება საერთო სამოქალაქო დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოების აზრით, საერთო სამოქალაქო დღესასწაულის სტატუსის მინიჭებას 31 დეკემბერიც იმსახურებს, რადგან სწორედ ამ დღეს "ბოროტების იმპერიამ", საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა.

"ამავდროულად, ფაშიზმზე გამარჯვებას მთელი დასავლუროი სამყარო 8 მაისს ზეიმობს, ხოლო 9 მაისი ევროპის დღედ არის გამოცხადებული. გამოვდივართ წინადადებით, რომს აქარტველოშიც, როგორც ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრ ქვეყანაში სწორედ ეს კალენდარული თანმიმდევრობა იქცეს ტრადიციად", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ უნდა გაუქმდეს დღესასწაულები, რომლებიც "შინაარსს მოკლებულია ან საბჭოთა კავშირისგან ინერციით გადმოგვყვა".

ინიციატორები საქართველოს მთავრობას ცვლილების საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებისკენ მოუწოდებენ და, ამავდროულად, მიმართავენ "საქართველოს ყველა თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეს", აღნიშნულ განცხადებას შეუერთდნენ.

ნოვრუზ ბაირამი, დღესასწაული, რომელსაც საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ზეიმობენ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ეროვნულ დღესასწაულად უკვე გამოცხადდა.

"ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მინდა, თქვენი დღესასწაული, ისევე როგორც, ყველა სხვა დღესასწაულია საქართველოში, საქართველოს მთავრობის სახელით, საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოვაცხადო და დღევანდელი დღიდან ეს დღესასწაული საქართველოში აღინიშნება, როგორც ყველა დიდი ქართული დღესასწაული. ეს არის საერთო ეროვნული ქართული დღესასწაული," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტს მარნეულში სტუმრობისას.

ამასთან კოალიცია "ევროპული" საქართველოსთვის 15 დეკემბერს დაფუძნდა. მასში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის. მათ შორის - თავისუფლების ინსტიტუტი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი, ახალი ეკონომიკური სკოლა, სკოლის დირექტორთა ასოციაცია, ფონდი "ლიბერალი".

 

ამ საკითხის გახილვა შესაძლებელია,თუმცა აქ ვინ გვთავაზობს ამას ისაა საინტერესო:

ლევან რამიშვილი,ალიკა რონდელი,თეა თუბერიძე,ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესოა.

ახალი ეკონომიკური სკოლა ვინაა არ ვიცი,ბედუქიძე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი საერთო სამოქალაქო დღესასწაულები

მოსახლეობის 80% სულ დღესასწაული აქ ამ ქვეყანაში

ეს არ იციან ინიციატორებმა?

ვინც მუშობს იმას საერთოდ არ ასვენებენ

 

 

პროფკავშირი არ არსებობს საქართველოში

სულ უფრო ვრწმუნდები იმაში რომ ახალია შესაქმნელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, ხო, ხო, რამფერ აქტულაურ თემაზე მუშაობენ არასამთავროები,

:givi:

როდის უნდა დამთავრდეს ეს სიმბოლუისტურ მითოლოგიური აზროვნება ბოლო ბოლო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესთან ერთად საქართველოში საერთო სამოქალაქო დრესასწაულებად უნდა გამოცხადდეს 25 დეკემბერი, 31 დეკემბერი, 8 მაისი, ასევე, ებრაული ხანუკას პირველი დღე", - აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში

 

25 დეკემბერი ჩვენით 7 ნოემბერია.ახალ წელს ისედაც ისვენებთ მე მგონი და რა ინიციატივაა ეს? ისე ხანუკაზე აქ ისვენებენ სკოლები და ქალაქის დაწესებულებები,ბაირამზე არა.

 

 

გადაიღალეთ გეტყობათ მუშაობით და დასვენება გინდათ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

25 დეკემბერი ჩვენით 7 ნოემბერია.

25 იანვარი,7 დეკემბერი.. :givi: :givi:

 

პ.ს. ჩელსის კი ჰქონდა მძიმე ბოლო თვე,მაგრამ არც ესეთი.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისე ხანუკაზე აქ ისვენებენ სკოლები და ქალაქის დაწესებულებები,ბაირამზე არა.

რა შტატებში უფო მეტი ებრაელი ცხოვრობს ვიდრე მუსლიმი?

ჩაგრავთ მუსლიმებს. :givi:

 

25 დეკემბერი ჩვენით 7 ნოემბერია.

 

 

25 იანვარი,7 დეკემბერი..

ალბათ ორივე 7 იანვარს უნდა გულისხობდეთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ძუკუ

ალბათ ორივე 7 იანვარს უნდა გულისხობდეთ

 

 

რამ დამაწერინა ნოემბერი? :givi:

 

 

ეს ახალი ამერიკული კალენდარია..

 

 

ეგრეა და ეს არაფერი.იქით თემა გავხსენი,პედარასტების საქართველოს ჯარში მსახურზე და პოლში თითქმის განსხვავება არ არის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. :givi:

 

პ.ს. ჩელსის კი ჰქონდა მძიმე ბოლო თვე,მაგრამ არც ესეთი

 

 

მე მიგიხედავ მეთქი პენსიონერებზე თემას. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეში 50 ლარი, რომ ქონდეს ადამიანს ჯამაგირი, მას ყოველდღე ექნება დღესასწაული და ოჯახში ყოველდღე შეხვდებიან ფეერვერკებით.

 

ხოლო ვისაც არ აქვს შემოსავალი, ახალ წელს ხვდება 0.5 კგ მანდარინით და 100 გრ. საწუწნი კამფეტით მას არ ედღესასწაულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ზეიმია, ზეიმი იყოს. წინადადებით შემოვდივარ შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს მსოფლიოს ყველა ერის და ეთნიკური ჯგუფის დღესასწაულებს და ავტომატურად გადმოვიტანოთ საქართველოს რეალობაში.

 

აგრეთვე დაწესდეს სადღესაწაულო დღედ:

 

1. შაჰ-აბასობა

2. სოროსობა.

3. ბუშობა.

გააგრძელეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხანუკი რატომ უნდა ვიზეიმოთ ვითომ, რამდენი ებრაელი ცხოვრობს საქართველოში ჰაააააა :givi:

 

თქვენი ჟიდამასონების შნირი დედას შშშშ მეეეე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

Грузия празднует День Победы 8 мая, "как весь цивилизованный мир"

В конце 2010 года неправительственная организация "Коалиция для европейской Грузии" выступила с инициативой отмечать в Грузии день Победы над фашизмом во второй мировой войне не 9 мая, а 8 мая, как это происходит в большинстве стран Европы.

 

სამწუხაროა,ალბათ ცალკე თემა ეკუთვნოდათ

განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების მიუხედავად დიდი სამამულო ომის ყველა მონაწილეს ვუსურვებ ჯანმრთელობას და სახელმწიფოსაგან მეტ ყურადღებას

დაღუპულების ან შემდგომ გარდაცვლილების მარადიული მოგონება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Грузия празднует День Победы 8 мая, "как весь цивилизованный мир"

 

 

მართლა რვა არის გამარჯვების დღე,თუ უკვე ევროპელები გავხდით? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...