planetanews Posted December 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ჯენიფერ რუბინი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ილეანა როს-ლეტინენი თამამად აცხადებს, რომ სიხარულით იღებს ხელში თავმჯდომარის ჩაქუჩს და საგარეო პოლიტიკური საკითხების დიდ მასაზე იწყებს მუშაობას. გუშინდელი სატელეფონო ინტერვიუ მან ჩემთან ხალისიანი უშუალობით დაიწყო: „ჰაი, ილეანა ვარ!“ – ამას კომიტეტის სამომავლო გეგმების გულწრფელი დეკლარირება მოჰყვა – „ჩვენ დემოკრატიასა და თავისულებასთან დაკავშირებით დიდი სიამოვნების მიღებას ვაპირებთ“ ძალიან ფრთხილობდა, რათა არ გაეზვიადებინა მისი კომიტეტის უფლებამოსილებები და აღნიშნა, რომ მისი კომისია არ განაგებს ასიგნაციებს, თუმცა ხაზი გაუსვა შემდეგს: „ჩვენ ერთი რამე შეგვიძლია: ხე შევაზანზაროთ. ყოველთვის არსებობს საქმის უკეთ კეთების გზა. სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც უნდა ისწავლონ უკეთ მუშაობა“. მან დასძინა, რომ ის ფორუმის შექმნას გვთავაზობს, რათა „ინტონაციასთან, მიმართულებასთან და პოლიტიკასთან“ დაკავშირებით ადმინისტრაციას გამოწვევები გაუგზავნოს. მისი აზრით, აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებები. „ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ცალკე გამოვყოთ მეგობრები“ – განაცხადა მან – „სხვა გზა არ არსებობს“. მისი მტკიცებით ყურადღების ნაწილი იქითკენაც მიემართება, რომ უზრუნველყოფილ იყოს გადასახადის გადამხდელთა თანხების სათანადო ხარჯვა. (სახელმწიფო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელთათვის მუშაობს. მეც გადასახადების გადამხდელებისთვის ვმუშაობ), მაგრამ მას მხოლოდ ეს პერსპექტივა როდი ახარებს. მას უნდა თავისი წვლილი შეიტანოს „შეერთებული შტატების ინტერესების პრომოუტირებაში და არ იყოს დარცხვენილი ამერიკული ექსეპციონალიზმის გამო. ჩვენ საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ ყოველგვარი მობოდიშების გარეშე“. მე მას ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოზე დავუსვი შეკითხვა – ობამას ადმინისტრაციამ მასთან მიერთება გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც ბუში იქიდან გამოვიდა. ის არ ეთანხმება აზრს, რომლის თანახმადაც ჩვენი იქ ყოფნა საქმეს გამოადგება. „იმ დროს როდესაც, ჩვენ საბჭოს მუშაობაში ვმონაწილეობდით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა“ – განაცხადა მან – „არა მგონია, რომ ავტორიტარული ქვეყნები უკვე ჩაეშვნენ უზნეობის ფსკერზე – მიმაჩნია, რომ უზნეობა მომავალში იმატებს. ისინი ისრაელს ყველა შესაძლო ხერხით აკრიტიკებენ. არა მგონია, რომ ჩვენი იქ ყოფნა ორგანიზაცის პასუხისმგებლობას შემატებს“. პირიქით, მისი აზრით მონაწილეობა უკან მოგვიბრუნდება: „ჩვენ ამ ორგანიზაციას სანდოობას შევმატებთ. რას მივიღებთ იქიდან? ადამიანის უფლებათა ნებისმიერი სერიული დამრღვევი მასში გაერთიანებით თავისთვის აუცილებელ მფარველობას მიიღებს“. მისი თქმით, მას ესმის რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენს მიერ დახარჯული ფული, ფართო თვალსაზრისით ნაზღაურდება, მაგრამ მისი აზრით „ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანის უფლებათა სერიულ დამრღვევებს იმის საშუალება, რომ საკუთარი უზნეობა თავად დააფინანსონ“. კი, ის უკმეხი ქალია და მკვეთრ კონტრასტს ქმნის სახელმწიფო დეპარტამენტის ირიბ, ზედმეტად ფრთხილ ენასათან. მას საგარეო პოლიტიკური მარცხის გამო ადმინისტრაციის შეხურება აქვს გადაწყვეტილი. მე მას ჩრდილო-კორეასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ვკითხე და მან მომიგო: „რა არის ჩვენი პოლიტიკა? რისი გაკეთება შევძელით?“. მისი თქმით, პოლიტიკის მარცხი ბუშის მმართველობის დროს იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. ახლა ის ფრთხილად ამბობს „ეს სულ უფრო მზარდი აგრესიის ქვეყანაა“, იმ დროს როდესაც ჩინეთი მისი მტკიცებით იმით განსხვავდება, რომ „უარს ამბობს“ მეზობლების ალაგმვაზე. ის აშშ-ს ახალი სანქციების დაწესებას სთხოვს, რათა „ჩრდილოეთ-კორეა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში ისევ შევიდეს“ და მან ბუშის ადმინისტრაცია ამ სიიდან რეჟიმის ამოღებისთვის გააკრიტიკა. „ეს მიამიტური თანამშრომლობის ნაწილი იყო. ამან არ იმუშავა მაშინ და არც ახლა არ მუშაობს“. რუსეთთან მიმართებაში ის სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოდის, რადგან „ის ჩვენ სტრატეგიულად გიჟის პერანგში მოგვაქცევს“. ისევე, როგორც სენატორი ჯონ კილი, ის ამტკიცებს, რომ „ადმინისტრაციამ არ უპასუხა დამაკმაყოფილებლად შეკითხვებს“ კონტროლთან და სარაკეტო ფართან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის დაწყება შეცდომაა. ის ამტკიცებს, რომ „ჩვენ სულ არ გვჭირდება შეთანხმებაში შესვლა იმ ქვეყანასთან, რომელსაც პროლიფერაციაში ასე მცირე დამსახურება აქვს“. მისი თქმით, ჩვენ რუსეთის გაუვრცელებლობის აქტივობების მასშტაბის „დადგენაც კი არ შეგვიძლია“. ფაქტობრივად მან განაცხადა, რომ თავზარდაცემულია რუსეთისადმი ზოგადი მიდგომით: „რამდენ დათმობაზე ვაპირებთ წასვლას?“. მან აღნიშნა, რომ გასულ კვირას საქართველოდან ჩამოსულ მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა და გამოხატა „თავისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაპირისპირებისადმი“. ის ფიქრობს რომ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებით უნდა მოვამაროგოთ? ამ ნაბიჯისგან ობამას ადმინისტრაციამ თავი შეიკავა, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა. მან მყისიერად გვიპასუხა: „აბსოლუტურად! ეს მათ სურთ და ეს მათ სჭირდებათ. ისინი აგრესორები არ არიან. არ მესმის ეს საკითხი რატომ მიაჩნიათ ვიღაცეებს სადისკუსიოდ“. ალბათ, ეს „ხალხი“ იზიარებს ადმინისტრაციის რბილ ოპონირებას არადემოკრატიული რეჟიმების მიმართ. საუბრის დასასრულს, მე მას კუბაზე ვკითხე, ქვეყანაზე საიდანაც ის 7 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გამოიქცა. მან შენიშნა “მე იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ იმ პატიმართა გათავისუფლება ვინც არასდროს უნდა დაეპატიმრებინათ“ პროგრესის ნიშანი ვერ იქნება. ის ფიქრობს, რომ ისინი ვინც გაათავისუფლეს, იძულებული გახდა გახიზნულიყვნენ. უფრო მეტიც, მან მიუთითა ალან როსის საქმეზე, ამერიკელზე რომელიც „წელიწადზე მეტია ყოველგვარი ბრალდების გარეშე იმყოფება ციხეში“. მან ირონიულად აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია დათმობებზე წავიდა და კუბამ მას შემდეგით უპასუხა: „ძალიან კარგი, ჩვენ ალან როსს დავატუსაღებთ“. ის ასევე მოითხოვს დემოკრატიის გავრცელების პროგრამის განახლებას, რათა კუბელმა აქტივისტებმა „თავი ბოლომდე იზოლირებულად და მარტო არ იგრძნონ“. როს-ლეტინენი ადმინისტრაციისთვის ცხოვრების შემსუბუქებას არ აპირებს. მისი კომიტეტის მუშაობის საგანი სკანდალი და ბოროტმოქმედებები როდი იქნება, არამედ რეალური ზედამხედველობა. მუშაობს ჩვენი პოლიტიკა? მივიღეთ კი რაიმე სარგებელი დესპოტურ რეჟიმებთან თანამშრომლობის მცდელობით? თუ ობამას ადმინისტრაცია რაიმე შედეგებს არ აჩვენებს, მათთვის ვინც მისი კომიტეტის წინაშე უნდა წარსდგეს, ეს ორი წელი კომფორტული ვერ იქნება, მაგრამ ქართველი, ებრაელი, კუბელი და რუსი დემოკრატიის მხარდამჭერებს და მათ ვის სიტყვასაც ადმინისტრაცია ანგარიშს არ უწევდა, ბოლოს და ბოლოს ეყოლებათ ვიღაც, ვინც ხისტ კითხვებს სვამს. ეს ყველაფერი ალბათ ჭკუის სასწავლებელი და სახალისო იქნება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts