Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ძალთა ახალი მსოფლიო ბალანსისკენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gif

 

ფილიპ სტივენსი

 

ჩვენ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მომენტში ვცხოვრობთ. მრავალპოლარულ სამყაროზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა დღემდე არსებობდა განცდა, რომ ის სადღაც შორს ჰორიზონტზე ციმციმებდა, თუმცა დღეს ის მოულოდნელად ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა. დასავლური ჰეგემონიის ორი საუკუნე დასასრულს უახლოვდება და ეს იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი წარმოიდგენდა

 

ამაზე მიუთითებს მშრალი ეკონომიკური სტატისტიკაც. მომავალ წელს, ისევე როგორც წელს, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ინდონეზია და ა.შ) სავარაუდოდ მინიმუმ 8%-ით გაიზრდება. ეს უკვე სტაბილური სურათია. სხვაობა ნელა მზარდ და სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის ისევეა თვალშისაცემი, როგორც სხვაობა ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის.

 

შესაბამისად იცვლება გეოპოლიტიკური წონასწორობაც. ჩინეთი აღმოსავლეთ-აზიასი პოზიციებს იმტკიცებს. ონდოეთი ოკეანის ფლოტს აშენებს. ინდონეზია  ვაშინგტონს და პეკინს შორის ბალანსის ზღვარზეა. ევროპა მსოფლიოში საკუთარი როლის შემცირებასთან, ამერიკა კი საბიუჯეტო დეფიციტის ზრდასთან და პოლიტიკურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს.

 

ამავდროულად ჯერ ნაადრევია ამერიკის უპირატესობის დასასრულზე საუბარი. ყველა პრობლემის მიუხედავად, ამერიკა დღეს კვლავ ერთადერთ ზესახელმწიფოდ რჩება, იმ ერთადერთ ქვეყნად რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლია მოქმედება. მაგალითად 2010 წელს ცოტამ თუ შენიშნა, რომ ამერიკა აზიაში დაბრუნდა. პეკინის შიშით და უკიდურესად არაპროგნოზირებადი ჩრდილოეთ-კორეის გამო, ჩინეთის მეზობლებმა დახმარებისთვის ბიძია სემს მიმართეს.

 

სურათი რომელიც გამოქვეყნებულმა საიდუმლო დიპლომატიურმა მიმოწერამ  შექმნა, სინამდვილეში არც ისეთი ცუდია. ნაციონალური ინტერესები რომელიც ამერიკას აქვს, დიდწილად ემთხვევა დანარჩენი მსოფლიოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესებს. ვაშინგტონი დახურულ კარს მიღმაც ისე სწუხს  მსოფლიო უსართხოებაზე, შეუმდგარ სახელმწიფოებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ბირთვული იარაღის გავრცელების შედეგებზე, ტერორიზმსა და რეგიონალურ კონფლიქტებზე როგორც საჯაროდ.

 

მეორეს მხრივ WikiLeaks-ი ცხადყოფს აშშ-ს როგორც ზესახელმწიფოს უუნარობას. დიპლომატიური მიმოწერიდან ჩანს, რომ მთელი მისი სიძლიერის მიუხედავად ამერიკას არა აქვს უნარი პრობლემურ რეგიონში თავისას მიაღწიოს. მარტო ამ თვეში,  ჩვენ ვნახეთ როგორ ჩაშალა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ  ბარაქ ობამას მცდელობა ახლო-აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიეღწია.

 

თავის მხრივ, განვითარებადი ზესახელმწიფოები ახლა იმ სტადიაში არიან,  როდესაც ძალაუფლების უპირატესობით სარგებლობა სურთ, თუმცა არ უნდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ჩინეთი იმ შემთხვევაშიც კი თუ მის ბოლოდროინდელ კუნთებით თამაშს ყველაზე კეთილგანწყობილ ახსნას მოვუძებნით მოზარდივით იქცევა, რომელმაც ეს-ესაა აღმოაჩინა, რომ ფიზიკურად მასზე უფროსებს გაუტოლდა. დენ სიაოპინის გაფრთხილების მიუხედავად, რომელიც პეკინს კარგი მომენტისთვის მოცდას ურჩევდა, ჩინეთი აქტიურად ფანტავს ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ გავლენას.

 

ინდოეთს სურს ზესახელმწიფოს სტატუსის შესაბამისი პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ ამავდროულად მზად არ არის უარი სთქვას იმ ნდობაზე, რომელიც მის მიმართ, როგორც არმიერთების მოძრაობის ლიდერისადმი აქვთ. ამავდროულად დელი უცნაურად უუნაროა გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელიც მის გვერდით ხდება. თურქეთი აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც იყურება და ცდილობს მისი ახალი პრეტენზიები ისლამურ სამყაროში ლიდერობაზე, ძველ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას მოარგოს.

 

ევროპა ცუდ ფორმაშია. კრიზისი რომელმაც დასაწყისშივე კერძო ბანკებს მიაყენა დარტყმა, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ პრობლემებში გადაიზარდა. ბაზრები ევროზონაზე ზეწოლას განაგრძობენ, თუმცა მთავარი საფრთხე პოლიტიკური ხასიათისაა. ეკონომიკური შოკი, რომელიც გაძლიერებულ აზიასთან შედარებით კონტინენტის ვარდნას უკავშირდება, ბერლინის კედლის დანგრევით გამოწვეული ოცი წლის წინანდელი პოლიტიკური შოკის დღემდე გადაულახავი შედეგები ერთვის.

 

გერმანიის გაერთიანებამ, ქვეყნის რომელსაც ნელ-ნელა ნაციონალიზმის გამოვლენის აღარ სცხვენია, ევროპაში ძალთა ბალანსი შეცვალა. ევროკავშირი ნორმალურად ფუნქციონირებდა, ვიდრე ლიდერობას ბლოკში გერმანია და საფრანგეთი ინაწილებდნენ, თუმცა დღეს ბერლინს საკუთარი პირობების კარნახი სურს. შეიძლება ერთიანი ვალუტის გადარჩენა მოხერხდეს, მაგრამ ვეჭვობ რომ გერმანული ევროპის იდეა ბევრს მოეწონება. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მისი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი საგარეო პოლიტიკის მსგავსი რამის შემუშავების არც სურვილს და არც უნარს არ ავლენს.

 

იაპონია სადაც ერთი კვირა გახლდით და ამერიკის მარშალის ფონდისა და ტოკიოს ფონდის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კონფერენციაში ვმონაწილეობდი, როგორც სჩანს პოლიტიკურ ჩიხში დიდი ხნით მოექცა. აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვის სადავო აკვატორიაზე პეკინთან კონფლიქტით გამოწვეული შფოთის მიუხედავად, ტოკიოში ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე ოთხი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. როგორც სჩანს ამ ქვეყნისთვის დაუსრულებელი სამთავრობო გადაადგილებების განხორციელება უფრო მარტივია, ვიდრე აღმოსავლეთ-აზიაში სტრატეგიულ პრობლემებზე დაფიქრება.

 

რუსეთი თავს ერთ-ერთ განვითარებად ქვეყნად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში ის  სულ უფრო სუსტდება და წარსულშია ჩარჩენილი. როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ისეთი შთაბეჭდილების ფორმირებას, თითქოს მისი მტრები დასავლეთში არიან. მოსკოვს მიაჩნია, რომ ნაციონალური სიამაყის აღდგენა მხოლოდ აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით შეიძლება.

 

თუმცა რუსეთის რეალური პრობლემები, მასთან გაცილებით ახლოსაა. ეს არის საყოველთაო კორუფცია, დემოგრაფიული ვარდნა და ნავთობსა და გაზზე მდგარი ეკონომიკა რომელიც იხრჩობა. გარდა ამისა, რუსეთისთვის სტრატეგიულ საფრთხეს მის აღმოსავლეთ მიწებზე ისლამისტური ექსტრემიზმი წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაცლილია და ინდოეთის და ჩინეთის შეჭრის შესაძლებლობა. დასავლეთთან ინტეგრაცია რუსეთის გრძელვადიან ინტერესებში შედის. ამ ქვეყნის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს როგორც სჩანს ეს ესმის. მისი წინამორბედი და სავარაუდო მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი კი განაგრძობს ძველი კატეგორიებით აზროვნებას.

 

დღევანდელი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის აღწერა როგორც სჩანს ყველაზე მარტივად ასე შეიძლება:  დაპირისპირება დასავლეთს და დანარჩენს მსოფლიოს შორის – დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებსა და აღმოსავლეთის ავტოკრატიათა საბაზრო ეკონომიკებს შორის, მაგრამ ეს მოდელი როგორ დახვეწილადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ის ძალიან ბევრ რამეს ამარტივებს. მაგალითად ინდოეთს არავინ არ უშლის ხელს რუსეთის და ჩინეთის მსგავსად მიიღოს მუდმივი ადგილი გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო ჩინეთის არმიის გაძლიერება ცოტას თუ აწუხებს ისე, როგორც ინდოეთს.

 

მიმდინარე მოვლენებზე უფრო ოპტიმისტური შეხედულების თანახმად, აღმოსავლეთს და დასავლეთს, ასევე სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის თანამშრომლობის სფეროში ახალი და უფრო ფართო კონსესუსის გამომუშავებას ხელს შეუწყობს ქვეყნების „დიდი ოცეული“. თუკი ვისაუბრებთ ეკონომიკის გლობალურ რეგულირებაზე, მაშინ ამ მოსაზრების მომხრეთ ოპტიმიზმისთვის გარკვეული საფუძველი  აქვთ, თუმცა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით – არა.

 

განვითარებადი ქვეყნები სახელმწიფო ხელისუფლებას საერთაშორისო წესებზე მაღლა აყენებენ, სუვერენიტეტს – მულტილატერალიზმის პრინციპზე მაღლა. ახალ წესრიგზე გადასვლის პროცესისთვის დამახასიათებელი როგორც სჩანს თანამშრომლობაზე მეტად  მტრობა და კონკურენცია იქნება. რა თქმა უნდა ქვეყნები ერთმანეთზე დამოკიდებულებას ვერსად გაექცევიან, თუმცა ამ ფაქტორს ყოველთვის ეჭვქვეშ დააყენებენ. ეს რთული პერიოდი იქნება და სამწუხაროა რომ დღეს დასავლეთში ბევრს ურჩევნია რომ რეალობას დაემალოს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...