planetanews Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის გამო, აზერბაიჯანი ახალ სკანდალთან გამკლავებას ცდილობს. ამჯერად საქმე აბეზარ აზერბაიჯანელ ბლოგერებს არ ეხება, რომლებიც ხელისუფლების გრძნობებს შეურაცხყოფენ, არც მედიის უფლებებს, არამედ თემას რომელსაც აზერბაიჯანში ჩვეულებრივ არავინ ეხება, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი. საუბარია პირველ ლედიზე მეჰრიბან ალიევაზე ბოლო რამდენიმე კვირააა, უცხოურ პრესაში ალიევას უპრეცენდენტოდ დიდ ყურადღებას უთმობენ. ჯერ 3 დეკემბერს მემარჯვენე იტალიურმა გაზეთმა Il Foglio-მ დაბეჭდა სტატია, სადაც გაურკვეველ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრნობით იუწყებოდა „არაფორმალური“, შესაძლოა რომანტიკული ხასიათის შეხვედრების შესახებაც კი, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა ბერლინში ალიევას და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის. შემდეგ 12 დეკემებრს, ბრიტანულმა Guardian-მა ვებ-გვერდ WikiLeaks-ის ერთ-ერთ დოკუმენტზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც თითქოს ბაქოში ამერიკის საელჩოს თანამშრომელმა დაწერა, სადაც საუბარი იყო ალიევის ოჯახის გავლენასა და საქმიან ინტერესებზე და გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ პირველი ლედი პლასტიკური ქირურგებს ხშირად მიმართავს. გაზეთ Il Foglio-ს განცხადებები იმ ფოტოსესიათან ერთად, რომლის სათაურიცაა „ზედმეტად ლამაზი პირველი ლედისთვის“, აბსურდულობით ბულვარული პრესის პუბლიკაციას ჰგავს. უცხოელი მკითხველები მხოლოდ გაკვირვებულები დარჩნენ, მაგრამ აზერბაიჯანი სადაც პირველი ლედი ხელშეუხებელია პუბლიკაციამ აღაშფოთა. აზერბაიჯანის კულტურას არ ახასიათებს მეუღლეების საჯაროდ განხილვა. ეს წესი კიდევ უფრო წონადია, როდესაც საქმე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 46 წლის მშვენიერ მეუღლეს ეხება. ოპოზიციურ მედია-საშუალებებს შეუძლიათ მუდმივად აკრიტიკონ პრეზიდენტი და მთავრობა, მაგრამ პირველ ლედიზე ნეგატიური მასალი გამოქვეყნებას ისინიც ვერ ბედავენ. რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური გაზეთის პუბლიკაციამ აზერბაიჯანის ბევრი მცხოვრები შოკში ჩააგდო და მიუხედავად იმისა, რომ Il Foglio-ს სტატია არც ერთ გამოცემას არ გადმოუბეჭდავს და მის შესახებ არაფერი დაუწერია, პრესაში სტატიის გამოჩენა აზერბაიჯანში ცხარე დებატების საგანი გახდა. ჭორებსა და ინსინუაციებს მოწყურებულმა ბაქოელებმა ეს მოთხოვნილება რუსულენოვანი თარგმანებით დაიკმაყოფილეს, რომლებიც 8 დეკემბრის შემდეგ რუსულ და სომხურ ელექტრონულ მედიაში გაჩნდა. ხელისუფლების რეაქციამაც არ დააყოვნა. 9 დეკემებრს Il Foglio-ს სტატიაზე პირველი ლედის პროტოკოლის სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გამოთქვამს „უკიდურეს აღშფოთებას Il Foglio-ს მიერ გამოქვეყნებული ბინძური ინსინუაციების გამო, რაც შეურაცხყოფს მეჰრიბან ალიევას პატივს და ღირსებას“. პროტოკოლის სამსახურმა, უწოდა რა სტატიას ცილისმწამებლური, იმაზეც მიანიშნა რომ პუბლიკაციის უკან დგანან „ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისა და აზერბაიჯანის პირველი ლედის საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაში“. პროტოკოლის სამსახურმა Il Foglio-ს უარყოფის გამოქვეყნება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. აღსანიშნავია რომ იტალია რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მოსკოვი და ბაქო კი მხარს უჭერენ კონკურენტ მილსადენებს, რომლებმაც კასპიის აუზიდან ენერგომატარებლების ექსპორტი უნდა განახორციელონ. Il Foglio-ს წარმომადგენლებმა მილანში EurasiaNet.org-ის თხოვნას კომენტარზე არ უპასუხეს. აზერბაიჯანში ბევრი ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, უარყოფს გაზეთის ბრალდებებს და მას “ბინძურ ბოდვას“ და „უბრალოდ წარმოუდგენელ“ ამბავს უწოდებს და ალიევას პროტოკოლის სამსახურის განცხადებაც კი ძალიან ცოტა მედია-საშუალებამ დაბეჭდა, ხოლო მათ ვინც განცხადება გამოაქვეყნა, ის ისე დაბეჭდა რომ თავად სტატია არც უხსენებიათ. მეჰრიბან ალიევა რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარის მოადგილე, იუნესკოს და „ისლამური ქვეყნების ორგანიზაცია ისლამურ კონფერენციასთან არსებული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების ორგანიზაციის“ კეთილი ნების ელჩი და ჰეიდარ ალიევის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტია. აზერბაიჯანში არც ერთ სხვა ქალს არა აქვს მასსავით წარმატებული და ამავდროულად პოზიტიური საჯარო იმიჯი. სხვაგვარად ფიქრი კი პრეზიდენტ ალიევის განრისხების ტოლფასია. აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა წრეებში ცნობილია, რომ პრეზიდენტი გაცილებით იოლად ეგუება კრიტიკას მისი მისამართით, ვიდრე მისი ოჯახის მიმართ. აზერბაიჯანულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის გამომწვევ ფაქტორად, 2010 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას მიიჩნევენ, სადაც ნათქვამი იყო რომ დუბაიში მრავალი მილიონი დოლარის ღირებულების საკუთრება მის 13 წლის ვაჟს ჰეიდარს ეკუთვნის. გაზეთმა Il Foglio-მ აურზაური გამოიწვია, შეეხო რა თემას, რომელიც თავად პრეზიდენტ ალიევის პატივს და ღირსებას ეხება, თუმცა Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში მსგავსი რამ არ გვხვდება. აზერბაიჯანული მედიის მიერ გადმობეჭდილ დოკუმენტში, რომელიც თითქოს აშშ-ს საელჩოს 2010 წლის დეპეშაა ნათქვამია, რომ პირველი ლედის ოჯახი, კერძოდ ფაშაევების ოჯახი „აზერბაიჯანში ყველაზე გავლენიანია. ის ფლობს აქტივებს სამშენებლო, უძრავი ქონების, ფინანსურ და ტელესაკომუნიკაციო სექტორებში”. დოკუმენტის თანახმად, ოჯახი ბიზნეს-კონკურენტებთან ბრძოლისთვის „სახელმწიფო ბერკეტებს“ იყენებს, აკონტროლებენ რა ფაქტობრივად მთელ რიგ სამინისტროებს, მათ შორის კულტურისა და ტურიზმის, ახალგაზრდობის და სპორტის, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს, რომლებიც პირველი ლედის ზედამხედველობის ქვეშაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეპუტატი პირველი ლედი, პარლამენტში თითქმის არასდროს ჩნდება და ზოგადად „პოლიტიკურ საკითხებში ნაკლებად ინფორმირებულია“. გარდა ამისა გაკრიტიკებულია მისი გარეგნული იერიც: მოდას აყოლილი პირველი ლედი Vogue-ის და Harper’s Bazaar-ის რუსულენოვანი ვერსიების პირველი გვერდებისთვის ფოტოსესიებში მონაწილეობს, „აშკარად იყენებს პლასტიკური ქირურგების მომსახურებას“, რის გამოც მის სახეს არ შეუძლია „გრძნობათა სრული სპექტრის“ ასახვა, მის ჩაცმულობის სტილს კი „დასავლურ სამყაროშიც პროვოკაციულად“ მიიჩნევენ. კიდევ უფრო ადრე, აზერბაიჯანის მთავრობამ ვებ-გვერდ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას არასანდო უწოდა. მოსალოდნელია რომ ხელისუფლება პრივატულ რეჟიმში საკითხს ამერიკელ ჩინოვნიკებთან დააყენებს. რაც შეეხება Il Foglio-ს სტატიას, ნებისმიერ იმ ბრალდებას რომელსაც პირველ ლედის უყენებენ, ბაქოში არ მიიჩნევენ თემად რომელიც საჯარო განხილვის ღირსია. საზოგადოება განაგრძობს Il Foglio-ს პუბლიკაციაზე საუბარს. სტატიის გამოქვეყნების ძალიან განსხვავებული მიზეზები სახელდება: დაწყებული რუსეთის შურისძიებით – მანამდე WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის გამო, სადაც პრეზიდენტი ალიევი რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს კრიტიკულად მოიხსენიებს – დამთავრებული „სომხური ლობის“ „პროვოკაციით“. ადამიანებმა რომლებსაც სტატიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ, ანონიმურად დარჩენა მოისურვეს. ერთ-ერთი ბაქოელი პოლიტოლოგი, რომელმაც ასევე ისურვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, ფიქრობს რომ ხელისუფლება შეეცდება, ყველა ოფიციალური და არაოფიციალური რესურსების ამოქმედებას იმისთვის, რომ Il Foglio-ს საჯაროდ ბოდიშის მოხდა აიძულოს. „ცნობილია რომ ილჰამ ალიევი ვერ იტანს, როდესაც მედია მის ოჯახს ნეგატიური კუთხით აშუქებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მართლაც პირადი შეურაცხყოფაა, რასაც აზერბაიჯანში არ პატიობენ“ – ამბობს ანალიტიკოსი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts