Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ვიკილიქსის “ქეიბლგეითი” – მზერა თბილისიდან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

გია ნოდია

 

მთავარი სიახლე, რომელიც  ვიკილიკსის უზარმაზარ სკანდალმა ჯერჯერობით ამოატივტივა ისაა, რომ არ არსებობს შეთქმულებები და ყველაფერი მსოფლიოში, მეტად თუ ნაკლებად მართლაც ისეა, როგორც მოსჩანს. ხოლო დემოკრატიული ქვეყნების  და კერძოდ, შეერთებული შტატების დიპლომატები, გასაოცრად გულახდილები არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არაფერს მალავენ. რა იქნებოდა დიპლომატია ამის გარეშე? მაგრამ ისინი მალავენ სპეციფიკურ ამბებს  და აბსოლუტურად რესპექტაბელური მოსაზრებებით.

 

აღმოჩნდა, რომ იმას შორის, რასაც პოლიტიკოსები საჯაროდ ამბობენ და რასაც ერთმანეთს უზიარებენ, გამაოგნებელი სხვაობა სულაც არ არსებობს. წარმოიდგინეთ: აშშ-ს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოვიდა და თანამდებობიდან გადადგომა არც ერთ კაცს არ მოუხდა. ვიკილიქსის სკანდალურმა დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟიმ გააკეთა მორიდებული ვარაუდი, რომლის თანახმადაც ჰილარი კლინტონი უნდა წასულიყო, რადგანაც მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ზოგიერთი ოფიციალური პირის თვალთვალის პოლიტიკურად არაკორექტული ბრძანება გასცა. შოკისმომგვრელი ამბავი!  მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხათაბალაში თავად ასანჟი გაეხვა, როდესაც შვედეთმა მას სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენა. მართლაც უხერხული ბრალდებაა თავისუფალი სიტყვის ქომაგისთვის.

 

და ბოლოს, ყველა ქვეყნის უკიდურესი ანარქისტების ყიჟინა იმის თაობაზე, რომ მამაცმა პიროვნებებმა დაამარცხეს რეპრესიული ინსტიტუტები და ბნელი საქმეები ძლიერთა ამა სოფლისა (კერძოდ კი ამერიკელი იმპერიალისტებისა), ბოლოს და ბოლოს ყველასთვის სააშკარაოზე გამოიტანეს, როგორც აღმოჩნდა, არაფრად არ ღირს.

 

ბნელი საიდუმლოებანი?

 

ვიკილიქსის მასალებში 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა იყო. ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა დარჩენილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა ომი, (ვინ დაიწყო? ვინ არის დამნაშავე?)  და იმაზეც, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი იყო საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ კი დასავლური დემოკრატიული ქვეყნების რეაქცია.

 

ამიტომ რაღა თქმა უნდა, ლოგიკურად გაჩნდა იმედი იმისა, რომ დიპლომატების საიდუმლო ინფორმაცია რაღაცას მაინც ცხადყოფდა. მე ვიკილიქსის მასალა ყურადღებით წავიკითხე და შემდეგ საგანთან დაკავშირებული ყველა კომენტარიც შევისწავლე, მაგრამ საერთოდ  ვერ აღმოვაჩინე რაიმე ისეთი, რაც ეჭვს გამიჩენდა იმაზე, რასაც ომზე ისედაც ვფიქრობდი.

 

მე შეიძლება ისეთ ვინმედ ვჩანდე, ვინც „პრო-ქართულადაა“მიკერძოებული. მე მიმაჩნია, რომ საქართველო ამ კონფლიქტში აგრესიის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე. ადამიანთა უმრავლესობას, რომელთაც ვიცნობ, სჯერა, რომ ვიკილიქსის მასალებმა საქართველოს სასარგებლოდ ითამაშა და  მხოლოდ დაადასტურა ომის თბილისური ვერსია,  მაგრამ ისინი, ვისაც საპირისპირო პოზიცია აქვთ, იმავე რესურს ციტირებენ და ამტკიცებენ, რომ თბილისის „მშვიდობიანმა“ განზრახვებმა კიდევ ეთხელ გამოაჩინეს ის, თუ რანი იყვნენ ისინი რეალურად.

 

მოდი, ავიღოთ მაგალითად საქართველოში  აშშ-ს იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის რაპორტი. მისი გზავნილიდან აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა არ გეგმავდა ომს და მხოლოდ რეაგირებდა მოვლენათა განვითარებაზე – სწორად, თუ არასწორად, ეს უკვე სხვა საკითხია.

 

არაფერი გასაოცარი მე აქ არ აღმომიჩენია. მე ვიცნობდი ტეფტს – მას უყვარს ჯაზი, აქვს აღსანიშნავი იუმორის გრძნობა და ულევი საღი აზრი. მისი შეფასებანი ჩემთვის სრულიად ლოგიკურია. მაგრამ მათ, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, ვიკილიქსის მასალებიდან  დაასკვნეს, რომ ტეფტი ქართველი ლიდერების გავლენის ქვეშ მოექცა. შეიძლება ამგვარი რამის წარმოდგენა? მე   ვვარაუდობ, რომ პრინციპში – კი.

 

სხვათა შორის, ვიკილიქისის ზოგიერთ ბოლოდროინდელ მასალაში აშშ-ს კიდევ ერთი ელჩი, ამჯერად უკვე მოსკოვში მყოფი, ვაშინგტონს ურჩევს არ მიჰყიდოს თავდაცვითი იარაღი საქართველოს, რადგან ასეთი ნაბიჯით წაახდენს აშშ-რუსეთის „გადატვირთვის“ პროცესს. ტეფტი სხვანაირ რჩევას იძლევა და ამტკიცებს, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება, განსაკუთრებით, როდესაც ის კონკრეტულ საფრთხეშია.

 

სინამდვილე ისეთი, როგორც ის რეალურად არის

 

რა მოვუხერხოთ ამ  უთანხმოებას?  შესაძლებელია, ერთი ელჩი ცდებოდა, ხოლო მეორე მართალი იყო. ჩვენ ახლა ამაზე არ ვიმსჯელებთ. მაგრამ ჩვენ უფრო ფართო დასკვნის გამოტანა შეგვიძლია – ელჩები ხშირად ექცევიან იმ ქვეყნების პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ, სადაც მსახურობენ. ამას ისინი “going native”-ს უწოდებენ (ადგილობრივი მოსახლეობის ადათების შეთვისება). ეს კი ისეთი ტენდენციის გამომუშავებას ნიშნავს, რომელიც პრობლემებს ადგილობრივი საზოგადოების პრიზმიდან უფრო გაჩვენებს, ვიდრე ვაშინგტონის თვალთახედვიდან. ამიტომაა, რომ დიპლომატებს მუდმივად უწევთ როტაცია. ამაში არავისთვის ახალი არაფერია.

 

და კიდევ. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ემოციური კაცია და მას მოსკოვში, როგორც ომის მიმდინარეობისას, ასევე მოგვიანებით, სექტემბერში მძიმე მოლაპარაკებების წარმოება მოუხდა. ახლა ჩვენ უკვე ისიც შევიტყვეთ, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მნისტრს სერგეი ლავროვს, საყელოში ჩააფრინდა და მას მატყუარა უწოდა (თუმცა  მედვედევს ჰალსტუხში არ ჩაფრენია და იგივე მისთვის არ უთქვამს). ეს საინტერესო დეტალია, რაღა თქმა უნდა. ეს სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე ამ მოვლენებზე ფილმს გადაიღებენ.

 

მაგრამ მე აქამდე, მხოლოდ სხვა ფილმის შესახებ მსმენია – ჯულიან ასანჟის შესახებ, რომელიც თნამედროვე კონტრკულტურის საყოველთაოდ ცნობილმა  enfant terrible-მ, მაიკლ მურმა უნდა გადაიღოს. წარმატებას ვუსურვებ. ეს ორი ერთი ყაიდის ადამიანია და დაე, კიდევ ერთხელ ამხილონ ამერიკის იმპერიალიზმის ყალბი და  რეპრესიული არსი, ხოლო ჩვენ კვლავინდებურად შევეცდებით, რეალობის ისეთი აღქმა შევინარჩუნოთ, როგორიც ის სინამდვილეში არის. და თუ იღბალი გაგვიღიმებს, იქნებ რაღაცას მივხვდეთ კიდეც.

 

ორიგინალი

 

შენიშვნა: ქეიბლგეითი – როგორც ჩანს, ალუზიაა უოთერგეითის ცნობილ სკანდალთან.

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...