planetanews Posted December 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2010 მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია. ბუდა-ბარი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის რესტორანია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს 2011 წლიდან შეემატება. რამდენიმე თვეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის გვირაბის შესასვლელთან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. განახლებულ რიყის ტერიტორიაზე ბუდა-ბარი 1400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს, დანარჩენი სივრცე კი პარკს დაეთმობა. გაზიარება[ლილი მიროტაძე. 22:51 18-12-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQ0BxsB8bVI/AAAAAAAAETY/zxDAFfzqtRw/s200/budabari.gifბუდა-ბარის ისტორია არც თბილისით იწყება და, ალბათ, არც სრულდება. ბარის იდეა რუმინული წარმოშობის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს, რაიმონდ ვისანს ეკუთვნის. პირველი ბუდა-ბარი 1996 წელს პარიზში დაიბადა. დღესდღეობით ბარი თანაარსებობს მრავალი ქალაქის, მათ შორის მონტე-კარლოს, ლონდონის, პრაღის, დუბაის, კიევის, სან-პაულოს, ბეირუთის, კაიროს ლანდშაფტებთან. სულ ცოტა ხანში ის ვაშინგტონსაც შეემატება. აღმოსავლური დიზაინი ორიგინალური ჭაღებით, ეგზოტიკური სამზარეულო და, რაღა თქმა უნდა, მუსიკა, რომელზეც მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე ბარის დიჯეების მიერ შემოთავაზებული მუსიკის ათეულობით ალბომი არსებობს. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ბრენდის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს, მის ცენტრში აღმართული ბუდას გრანდიოზული ქანდაკებაა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ ბუდა-ბარს ევალება.ხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილება თბილისის ბუდა-ბარსაც მოუწევს. როგორც წამოწყების მესვეურები იტყობინებიან, მშენებლობის პროექტი სწორედ ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით და მომსახურების ხარისხის მეთვალყურეები შემდგომშიც ფრანგები იქნებიან. რა თქმა უნდა, თუ ეს “შემდგომში” საერთოდ იარსებებს.ბუდა-ბარის იდეამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათასობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბუდას ქანდაკების დადგმა სანაპიროზე, ანუ წმინდა მიწაზე. ილია II-ს ამ ადგილას ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენება სურს.ერთადერთი ქალაქი, სადაც ბუდა-ბარი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც, ჯაკარტაა. თუ საქართველოში ბარის “რელიგიური” დატვირთვის გამო წუხან, ინდონეზიის დედაქალაქის მკვიდრი ბუდისტების მძაფრი პროტესტი საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია: მათთვის ბუდას სახელი და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოების გამოყენება საკრალურობისა და რელიგიური შინაარსისგან დაცლილი გასართობი ცენტრის მიერ ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. თუ პროექტი განხორციელდა, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ შეძლებულ თუ ნაკლებად შეძლებულ ქართველებსა და მხიარულ ტურისტებს გადავაწყდებით. მოსახლეობას უკვე არ მოსწონს ჯერ კიდევ აუშენებელი რესტორნის არსებობა იქ, სადაც “ამდენი ეკლესიაა, სადაც ხალხი სალოცავად დადის, სადაც თბილისის ისტორიული ცენტრია. კი, ბატონო, გაიხსნას ბუდა-ბარი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ადგილის შერჩევაც?! ეს წმინდა ადგილია, ეკლესიებით სავსე. რა უნდა აქ ბუდას? ბუდაზეც არ არის ლაპარაკი, საერთოდ, გასართობი ცენტრები თუ რესტორნები აქ არ უნდა გაიხსნას”.ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ იქნება რესტორნის მესაკუთრე. კიევის ბუდა-ბარს კახი კალაძე პატრონობს. გაჩნდა ეჭვი, რომ თბილისური ბუდა-ბარის მფლობელიც სწორედ კალაძე იქნება, თუმცა ამას თვითონ კალაძე არ ადასტურებს. ბუდა-ბარის გახსნასთან დაკავშირებით ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, პროექტი მაშინ ვერ განხორციელდა. ახლა, როგორც ჩანს, საჭირო თანხები მოიძიეს, მაგრამ საიდან? რა ჯდება ეს სიამოვნება? მერიის არქიტექტურულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს საქმე მათ არ ეხებათ და არც ერთ კითხვაზე არ გვპასუხობენ. სურს ეს ბატონ გეგი ქელბაქიანს თუ არა, ბუდა-ბართან დაკავშირებით საუბარი არ შეწყდება. ბევრი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კი აზრადაც არ მოსვლია, გაერკვია, რატომ შენდება ბუდა-ბარი იქ, სადაც რამდენიმე წლის წინათ ქართული რესტორნები დაანგრიეს (“მეგრელები”, “ნატვირს ხე”...). თუ ეს რესტორნები “არ ჯდებოდა” თბილისის არქიტექტურულ სტილში, ვითომ ბუდა-ბარი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს? ან რატომ უნდა აშენდეს ბუდა-ბარი მაინც და მაინც რიყეზე, სადაც თბილისის ისტორიული და რელიგიური ცენტრია?საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ბუდა-ბარი; რა არის იგი საერთოდ, ვისთვის არის და რა ტიპის გართობას ითვალისწინებს? რატომ გადაწყვიტეს ბარის გაკეთება სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს რწმენის გამო, სადაც თითოეული სანტიმეტრი მოწამოებრივი სისხლით არის გაჟღენთილი? რატომ არის ამით თვით პრეზიდენტი დაინტერესებული - აქტიურად ლაპარაკობს ამაზე და საჯარო დაპირებებს იძლევა?ის, რომ კიდევ ერთი ბარი იხსნება, თუნდაც ბუდა-ბარი, წესით, ცუდი არ უნდა იყოს. მაგრამ რატომ - რიყეზე? როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, არ ეგონათ, თუ ის რელიგიასთან იქნებოდა გაიგივებული და ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველანაირი შიში თუ ეჭვი გაქრება. მათი თქმით, რიყე თვითონ ფრანგებმა აირჩიეს და გარანტიას იძლევიან, რომ ეს იქნება ისეთი მაღალი კლასის კლუბ-რესტორანი, სადაც არანაირი გამაბრუებელი საშუალებები არ გაიყიდება, ვერც ვერავინ შემოიტანს და მოიხმარს და არც ღრეობა იქნება. “საქართველო და მსოფლიო” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ბუდა-ბარის ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილას მშენებლობის თაობაზე.გურამ ფირცხალავა, მსახიობი: - ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბუდა-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მგონი, ღალატი ჰქვია, უფრო უარესიც, თუმცა ღალატზე მეტი რაღა უნდა იყოს! საზოგადოების რეაქცია ამათ ვერ აჩერებს. ზემოდანაა დავალებული, რომ ეს ბარი აშენდეს და აშენდება კიდეც, ასე მგონია. ვიღაც არის დაინტერესებული, ეს “ბუდები” რომ ჩამოიყვანონ და ქვეყანა გადარიონ. რატომ სძულს ამ ხალხს ყველაფერი ქართული, ვერ გავიგე! ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშენებლობის შესაჩერებლად, მარტო აქციები ამას ვერ უშველის. ესენი რაღაცნაირად უნდა მორჯულდნენ ან გამოვულოცოთ.რაღაც უნდა ვქნათ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აუცილებელია, ხმა ამოვიღოთ. ეკლესიის შენებაც დროზე უნდა დავიწყოთ იმ ადგილას. იქნებ, რაღაცამ მოახედოს ეს ოჯახაშენებულები ქართველებისკენ. რა უნდა ვქნათ, იცით? ყველანი უნდა გამოვიდეთ და იმ წმინდა ადგილას ტაძარი ავაშენოთ. სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი: - უარესის ღირსები ვართ ამათ ხელში. როცა ხმას არავინ ამოიღებს, უფრო ბევრ ცუდს გაგვიკეთებენ. ყველაფერი გასხვისდა. გასდით და აკეთებენ. პატრიარქსაც რომ არ უსმენენ, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ადგილას ტაძარი ავაშენოთო და არავინ აქცევს ყურადღებას. პატრიარქმა ასე ბრძანა და იქ როგორ შეიძლება ბუდა-ბარის გაკეთება?! ნიღაბი ჩამოისხნეს და პირდაპირ თავს გვესხმიან. ამიტომ ქართველები ცოტა უფრო აზრზე უნდა მოვიდეთ. დახმარება უნდა ვთხოვოთ, იცით, ვის? მუსლიმანებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ებრაელებს... აბა, თვითონ ქართველები ხმას არ იღებენ და იქნებ ესენი მაინც დაგვეხმარონ. რეაქცია აუცილებლად იქნება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი კანონი არაა მისაღები ჩემთვის, თუ მას მორალი არ ახლავს თან. ბევრი იფიქრებს, ალბათ, ისე, როგორც მე და, ალბათ, ეს რეაქციასაც გამოიწვევს. რეაქცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც საჭიროა. უარესის ღირსები ვიქნებით ქართველები, თუ ხმას არ ამოვიღებთ. P. S. მოკლედ, ქართველები, ხელისუფლების გამოისობით, დიდი დილემის წინაშე ვდგავართ. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის მსურველს კი, როცა კეთილ რჩევას არ შეისმენს, უბრალოდ ეუბნებიან: “ჯანდაბაშიც წასულხარო”.წესით, ხელისუფლებას უნდა ვაგზავნიდეთ ჯანდაბაში, მაგრამ პირიქით ხდება, ჩვენ გვიპირებს იქ გაგზავნას, ანდა სულაც აქვე გაგვიხსნიან ბუდა-ბარს, ანუ “ჩვენს ჯანდაბას”, რომლის მოსანახულებლად ათასობით კილომეტრის გავლა არ დაგვჭირდება. ქალაქი ჯანდაბა ნამდვილად არსებობდა და ოდესღაც მრისხანე დამპყრობის - ჯაჰან-შაჰის სახელი ერქვა. ამ ქალაქს დღეს დელი ჰქვია, რომელიც აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დასავლური ქალაქია. ჩვენი ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რომ, რაკი ევროპამ ზურგი გვაქცია, აზიის გავლით უნდა დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები. ჭკვიანურად მოქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას ასე შორს - ფაქტობრივად მოუსავლეთში, წასვლა აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, “ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის...”"საქართველო და მსოფლიო"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts