planetanews Posted December 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2010 "21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ვინდჰუკის დეკლარაციის მიღების მე-20 წლისთავი, რომელიც აფრიკაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. გაზიარება[media.ge. 123:44 19-12-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQ5gmcnf65I/AAAAAAAAETg/ysqWCQ_jERY/s200/iuneskio.jpgUNESCO-ს განცხადებით, მომავალი წლის 3 მაისს UNESCO -ს მიერ დაწესებული ყოველწლიური გილიერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დაჯილდოება ვაშინგტონში ნაციონალურ პრეს კლუბში მოხდება. აღნიშნული ჯილდო, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა, ყოველწლიურად გადაეცემა ისეთ პიროვნებას, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის და/ან წახალისების საქმეში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით იქ, სადაც მუშაობა ძალიან რისკიანია.გარდა ამისა, აღნიშნავს UNESCO, 1-3 მაისს ვაშინგტონში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ზემოდაღნიშნულ თემას შეეხება, კონფერენციის ორგანიზატორები იქნებიან UNESCO, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენცია ე.წ. "ნიუსეუმში" გაიმართება, ეს არის ერთგვარი მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის ისტორიას და გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნება. დისკუსიები ინტერნეტის მზარდ როლს, ახალი მედიის წარმოშობას და სოციალური ქსელების სწრაფ ზრდას დაეთმობა.UNESCO-ს განცხადებით, 4 მაისს სპეციალური ღონისძიება გაიმართება გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, რომელიც ვინდჰუკის დეკლარაციის მიღებიდან 20 წლისთავს მიეძღვნება. აღნიშნული დეკლარაცია ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში იქნა მიღებული 1991 წელს, იგი აფრიკული პრესის განვითარებას ეძღვნება, დეკლარაცია დემოკრატიის შენარჩუნების და ეკონომიკური განვითარების საქმეში დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღე დააწესა.ეს თარიღი ვინდჰუკშიც იქნება აღნიშნული - გაიმართება რეგიონალური კონფერენცია, რომლის დროსაც აფრიკაში მედიის მომავალი იქნება განხილული. ამ დღეს გამოიცემა წიგნი "ესე იგი, ეს არის მედიის თავისუფლება? 20 წლის შემდეგ ვინდჰუკის დეკლარაციიდან", რომლშიც გაანალიზებულია აფრიკაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში.არაბულ ქვეყნებში UNESCO-ს და სატელიტური მაუწყებლის "ალ-ჯაზირას" ორგანიზებით მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.გარდა ამისა, UNESCO მოუწოდებს ყველას ვინც მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ იმ ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ „ჩვენ გვქონოდა ინფორმაციის მიღების უფლება."Englishhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts