Siknadmo Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 Siknadmo ნატაშებთAნ გადაფრინდი მოსკოვში ( ეხლა რამდენ ლარადაა?-ვრიადლი 37>>>>>)მგზავრობა ღირდი 37 მანათი, მგზავრობა, ხოლო რაც შეეხება რუს მანდილოსანთან პუშკინის შემოქმედების შესახებ საუბარს, ეგ უფასოდ იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 T_A_T მე როგორც მითხრეს ეგ უკრაინიდან შემოდის ან მეზობლებიდან...რუსეთთან ტვირთმიმოქცევა არ გვაქვენ-მომატყუეს? მე რა სურათებიც დავდე ეგენი რუსეთიდან შემოდის და საქართველოში ყველაზე ძლიერ სადისტრიბუციო ფირმას "შარმ ტრეიდს" შემოაქვს. ამათ გარდა კიდევ სხვა პროდუქციაც, არარუსულიც შემოდის რუსეთიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 http://topshops.az/upload/product/8001.jpg http://www.utkonos.ru/images/it/001/013/013/1160030P.jpg http://vkurse.ua/i/2007-12/pechene-yubileynoe-i-prichuda-stalo-amerikanskim.jpg http://www.europa-food.com/images/beer/Russia-Baltika1-267x100.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 მე რა სურათებიც დავდე ეგენი რუსეთიდან შემოდის და საქართველოში ყველაზე ძლიერ სადისტრიბუციო ფირმას "შარმ ტრეიდს" შემოაქვს. ამ თემაში ყველაფერში მართალს სწერ. მე დავწერ იმას, რაც არ იცი(თ), მაგრამ არის! 1. რამდენიმე წლის უკან ვიჯექი ბიბლიოთეკაში ჩემ გოგოსთან ერთად. ხმაურით შემოვიდა რამდენიმე მამაკაცი. აქოთქოთებულები "აუფფ..ისა-ესა..ვაა" ვერაფერს ვერ გაიგებ. ბიბლიოთეკაში რომ არაა მიღებული ესეთი საქციელი ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. მიადგნენ ერთ კაცს ბიბლიოთეკის თანამშრომელს, კომპიუტერული კლასის უფროს. "Слушай дорогой, нас гаишник остановил.. штрафует на 2 тыс. рублей.. выручи, возьми вот швейцарские часы, дай мне 1,5 тыс. рублей.." და ა.შ. "Мы грузины, работаем с Какилашвили, знаешь Какилашвили? Через 2 час принесем деньги..выручай, будь человеком" და ეგრე 5-10 წუთი. ეს ბიბლიოთეკარი უარს ეუბნევა, ისინი არ ეშვებიან... თან სამნი არიან.. მოკლედ აკლებულია ბიბლიოთეკა. შეაჩეჩეს როგორც იქნა ხელში "შვეიცარული" საათი, გამოსტაცეს ხელებიდან 1500 მანეთი... გაიკრიფნენ. რა თქმა უნდა არც მობრუნებულან, არც დაუბრუნებიათ. რომ ქართველები იყვნენ მე ვარ მოწმე - ერთმანეთში ქართულად ლაპარაკობდნენ, მანერები სუფთა ქართული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 2. შეჯიბრება იყო სტანტრაიდინგში, მეგობრებთან ერთად მივიღე მონაწილეობა. დამთავრების შემდეგ ჩვენი სკუტერები მანქანით წამოიღეს, ხოლო მე და მეგობარი იმის მამის მანქანით ვბრუნდებოდით. ორივენი წინ ვზივართ, უკან ორი ჩანთა გამოცვლილი ეკიპიროვკით გვიდევს. ხელი აგვიწია მოჟაისკი შოსეზე მამაკაცმა. გავუჩერეთ და ღიმილით-თხოვნით ქართული კილოთი გვთხოვა ვერნადსკის პროსპეკტამდის მიგვეყვანა. არც შევვაჭრებივართ, არც მოვრიგებულვართ - მაინც იქით მივდიოდით. გზაში ეგრე გვეხუმრება, გვეშაყირება, გვიცინის...აქცენტი აქვს მკაფიოთ ქართული, გარეგნობითაც ქართველია, უკან ზის, მარცხენა ხელს ეყრდნობა. ჯერ კუტუზოვის პროსპექტს მიახლოვებილი არ ვიყავით, რომ "გამიჩერეთო, სახლში გასაღებები დამრჩაო, უნდა უკან დავბრუნდეო". გავაჩერეთ, გადავიდა. უკვე მისვლისას ვნახეთ, რომ ხელჩანთები გადაქექილი და შიგ ნივთები არეული იყო. მიუხედავათ იმისა, რომ ყოველთვის საგულდაგულოთ ვალაგებ ჩანთას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 GeoStreamეგ ისტორიები რა პონტში დაწერე, ვერ მივხვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 დიტოს დავესესხები - იქით მთელი ტემა გახსნა, აქით მინდა რომ წაიკითხოს საზოგადოებამhttp://sana.ge/?katid=3&id=10632&poz=RP დუხჭირი ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება. ყველა გათვლით, უარესია მოსალოდნელი. ფასების ზრდას და ინფლაციას ხელისუფლება მსოფლიო ბაზარს უკავშირებს. ქვეყნის ბიუჯეტი შვიდი მილიარდია, მაგრამ ეს ციფრი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე არ მეტყველებს. ეროვნულმა ფორუმმა უშიშროების საბჭოს საიდუმლო განკარგულებები ჩაიგდო ხელთ, სადაც, როგორც თვითონ ამბობენ, კაი მოზრდილი შავი ხვრელებია. საიდუმლო გრიფით აღჭურვილ განკარგულებებში, ეშმაკმა უწყის, მილიონობით ლარი რა საქმეს ხმარდება. ფორუმის წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ხვრელი ქვეყნის ბიუჯეტში 2008 წელს გაჩნდა. იმ წელს უშიშროების აპარატმა გათვალისწინებული 566 ათასი ლარის ნაცვლად ასტრონომიული თანხა – 19, 902 მილიონი, ანუ 35–ჯერ მეტი დახარჯა. 2009 წლის ბიუჯეტში უშიშროების საბჭოს აპარატის გეგმური დაფინანსება 2,3–ჯერ გაიზარდა და 1, 300 მილიონი ლარი გახდა, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ 17 280 ათასი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს უშიშროების საბჭოს აპარატმა გამოყოფილზე 16–ჯერ მეტი, 20 მილიონი ლარი დახარჯა. 2010 წლის ბიუჯეტი გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა და უკვე 12 იანვარს პრეზიდენტმა გამოსცა ორი საიდუმლო განკარგულება, რომელთა შესასრულებლად უშიშროების საბჭოს 10 მლნ ლარი დაერიცხა. სულ მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 25 საიდუმლო განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 16, 2 მლნ ლარია ჩარიცხული. იანვარში 2 საიდუმლო განკარგულება აქვს გამოცემული, რომელთა საფუძველზე უშიშროების საბჭოში 3, 326 მილიონი ლარია გადარიცხული. "ან უსაზღვროდ იმპულსურ და არაორგანიზებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ორი კვირით ადრე არ იციან, რა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევას აპირებენ, რაც თავისთავად საშიშია სახელმწიფოსთვის, ან უფრო მეტად, ისეთ დანაშაულებრივ ხარჯებს ეწევა, რომელთა ბიუჯეტში ასახვა შეუძლებელი და დაუშვებელია", – ეჭვობს ნოდარ ჯავახიშვილი. დასმულ კითხვას – რა ხარჯებს უმალავს საზოგადოებას ასე გულდაგულ მსოფლიო დემოკრატიის მანათობელი ვარსკვლავი უშიშროების საბჭოსადმი გაცემული საიდუმლო განკარგულებებით? – თავად პასუხობს: "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხები, რომლებიც მილიონებს შეადგენს, ხმარდება მიხეილ სააკაშვილისა და მხოლოდ მისთვის ხილული ბედნიერი საქართველოს ვირტუალური იმიჯის შექმნას მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო მედიასა თუ სარეიტინგო სააგენტოებისთვის ფოკუსის გასწორებას". ბატონ ნოდარს თავისი ეჭვის დაკონკრეტება ვთხოვეთ. თან დღეისთვის ყველაზე აქტუალურ თემაზე, არსებულ მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზებზეც ვესაუბრეთ. ნოდარ ჯავახიშვილი: – სამწუხაროდ, არ გვაქვს საიდუმლო განკარგულებების მოძიების არანაირი საშუალება, რადგან ხელისუფლება ამ ხარჯებს ასაიდუმლოებს. ასეთი ეჭვი გვრჩება, რომელიც სანდო ინფორმაციაზეა დაფუძნებული, ბუნებრივია, წყაროსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ. მსოფლიო მედიის დიდი ნაწილი ბატონი სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია. მის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც არ შეიძლება საღი უწოდო, შესანიშნავ ტირაჟირებას უკეთებს. ეროვნული ფორუმი თვლის, რომ ეს არ არის სააკაშვილის დამსახურება. როცა ქვეყნის და მისი ლიდერის რეიტინგი რეალობასთან კავშირში არაა, გიჩნდება ეჭვი, რაღაც სხვა ხდება. სააკაშვილი არც ალენ დელონია და არც სტალონე, რომ პიროვნული მომხიბვლელობის გამო ჰქონდეს პრესას მის მიმართ სიმპათია. ეს უზარმაზარი ფული მათ დელიკატურ მოსყიდვაზე მიდის. ქართველი ხალხის მოაზროვნე ნაწილი გაოცებულია, რომ ეკონომიკის განვითარების ზოგიერთ სახეობაში ზოგან ათეულში ვართ, ზოგან – სამეულში და საერთოდ, პირველობას ვთხოულობთ. თუ ოთხმილიონიან მოსახლეობაში მილიონ რვაასი ათასი სიღატაკის ზღვარს იქითაა, ეკონომიკის რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი?! ქვეყანა, რომელიც ყველაზე კორუმპირებულია, როგორაა კორუფციასთან ბრძოლაში ერთ–ერთი წამყვანი? ასეთი რეიტინგები რომ დაწერონ იმ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, როგორიც მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდია, თვალებზე ლიბრი უნდა გადაიკრან. ეს თავისით არ ხდება. კეთილი უნდა ინებონ და აგვიხსნან, როგორ ხდება ასეთი პარადოქსული დასკვნების გამოტანა ან უნდა ვიფიქროთ, რომ აქ სხვა ძალები მოქმედებენ. – ბოლო კვლევების მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მესამე ადგილზე ვართ, თქვენ კი ამბობთ, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვართო. პირადად თქვენ, ამ წლების მანძილზე ქრთამი მიგიციათ? – კორუფცია მარტო ქრთამის მიცემა არაა. არ სჭირდება მერაბიშვილს ქრთამი. საქართველოს ნახევარი ეკონომიკა მისია. 2003 წლის შემდეგ ვლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებზე. არ შემიძლია ვთქვა, რომელ იმპორტიორთან არიან შეკრულები მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ფასები არანაირად არაა დაკავშირებული არც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან, რომელიც არ გვაქვს და არც მსოფლიო ფასებთან. როცა სააკაშვილს ეუბნები, რომ შენი სააფთიაქო სექტორი რვაას პროცენტიან მოგებაზე მუშაობს, ხმას არ იღებს და არაფერს აკეთებს... – ამაში არ დაგეთანხმებით. მედიკამენტების ფასებზე მკაცრი განცხადებები გააკეთა. – კი, ერთხელ თქვა, ფასები მედიკამენტებზე ძალიან მაღალიაო. ფასებმა ხუთი პროცენტით დაიწია და მერე დაანება თავი. დღეს ნავთობის ფასი იმდენია, რამდენიც იყო, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 155 დოლარია. – პრეზიდენტმა თქვა, ბენზინი და პროდუქტი იმიტომაა ასეთი ძვირი, რომ მსოფლიოშია სიძვირეო. – ნავთობაზე მსოფლიო ფასი განახევრებულია. ვკითხულობ, რატომ დარჩა იმდენივე? როცა პასუხი არ აქვთ, დასკვნა ერთია – წილში არიან. კორუფცია ესაა, ყველაფრის წილში ზიხარ და ქრთამი ვინ უნდა მოგცეს? ქრთამი არ არის, ჩემ მიერ შექმნილი საწარმოს მოგების ორმოცდაათი პროცენტი შენ რომ გეკუთვნის?! შემოწმება არ სჭირდება იმ დასკვნის გაკეთებას, რომ საქართველოში არ არის საბაზრო ეკონომიკა, იმიტომ, რომ ფასები არ არის დამოკიდებული არც თვითღირებულებაზე და არც მსოფლიო ბაზრის სიტუაციაზე. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი აუქმებს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, იმის იქით წასვლა საჭირო აღარაა. – მიზეზად ის თქვა, კორუფციის ბუდე იყო შევარდნაძის დროსო. – კორუფციის ბუდე შეიძლება იყო, მაგრამ გაუქმება კი არა, კორუფციისგან გაწმენდა სჭირდებოდა. საქმეც მაგაშია, რომ გააუქმეს მხოლოდ იმიტომ, რომ კორუფცია დამალულიყო. – ეგ როგორ? – ჩვენთან ყველაფერი მონოპოლიურია. ისევ საწვავს მივუბრუნდები. როგორაა, რომ "სოკარი" აზერბაიჯანული ნავთობით ვაჭრობს, "ვისოლი" – იტალიურით, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ძვირია აზერბაიჯანულზე. ჩვენთან რატომ ღირს ერთი ფასი, თუ შეთანხმებულები არ არიან და არ გვატყუებენ?! გამოდის, რომ ის საწვავი იტალიური არ არის. – ორივე ამ კომპანიის სახელი სააკაშვილებს უკავშირდება. – თუ უკავშირდება, არის თუ არა ეს უკვე კორუფციაზე მინიშნება? იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც კორუფციაზე შეგვაფასა, რა შეისწავლა? მხოლოდ ის, რას ლაპარაკობს და წერს სააკაშვილი? მისი ლაპარაკი რომ ქმედებისგან დიამეტრულად განსხვავდება, ამის მიხვედრას დიდი ტვინი და მსოფლიო ბანკის რამდენიმე ათასიანი კოლექტივის დაძაბული მუშაობა სჭირდება? მაგრამ თვითონაა მსოფლიო ბანკი კორუმპირებული ორგანიზაცია. – საინტერესოა, ვის აყრიან ამ რეიტინგებით თვალებში ნაცარს? ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ საკუთარ მდგომარეობას? – მსოფლიოსაც და ჩვენც. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბევრ რამეს იჯერებს. რაც მთავარია, როგორც კი გაჩნდება ეს კვლევები, მეორე დღეს გამოვარდებიან ეს ჩვენი პრეზიდენტი და მისი დამქაშები და გაჰკივიან. ისიც ხომ ფაქტია, რომ არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი რადიკალურად არ აფასებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. ბევრმა კარგად იცის, რა დღეში ვართ, მაგრამ ჩუმად არიან. იმიტომ, რომ ხუთი წელი რომ იძახდი, დემოკრატიის შუქურააო და უცებ რომ თქვა, გაუგებარი რაღაცეები ხდება, დიქტატურა მყარდება და საბაზრო ეკონომიკის სურნელიც არააო, ძნელია. – ეტყობა, არც იმათ სჯერათ მაინცდამაინც. ბიზნესის კეთების კუთხით პირველ ადგილზე კი ვართ, მაგრამ ინვესტორები არ მოგვსკდომიან. – ვიღაცამ დაიჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ათ მილიონ ტურისტს ჩამოიყვანს. გაუგებარი ბლეფია, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი, რაც უფრო დიდ ტყუილს ეუბნები, მით მეტად სჯერა. – ახალი ეკონომიკური ტალღის დაწყებას როგორ აფასებთ? – კი არ დაიწყო, თქვეს. რაში მდგომარეობს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა? ამ განცხადების გაკეთებით სააკაშვილმა მსოფლიოს უთხრა, რომ თურმე ჩვენი საგადასახადო ინსპექტორები აქამდე ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა უნდა შევცვალოთო. რა უნდა შეცვალოს? რა, ადრე ამბობდა, უნდა დავატეროროთო, რომ ატერორებდნენ? ამით ამბობს, რომ როცა ამტკიცებდა, ლიბერალური გარემოაო, ეშლებოდა და ტერორი მიდიოდა. ეს კი დანაშაულია. ფინანსთა მინისტრი, საგადასახადოს და საბაჟოს უფროსები ისევ თავის ადგილას სხედან. იგივე ხალხი შეცვლის კურსს, ვინც აფუჭებდა? რა ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმა, რომ ეს ტერორი მოიხსნას?! – განცხადება გააკეთა, რომ შეცდომის გამო აღარ დაიხურება ბიზნესი. მივლენ საგადასახდოს თანამშრომლები და მეწარმეს კი არ დააწიოკებენ, პატრულივით კეთილ შენიშვნას მისცემენ. – თუ აღიარებ, რომ აქამდე ატერორებდი და დანაშაულს ჩადიოდი, პირველ რიგში, იმ ხალხს წართმეული უნდა დაუბრუნო. თუ, ვინც დატერორდა, ჯანდაბას? ახალ–ახალ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს რომ აცხადებს სააკაშვილი, რომელიც უკვე გამოცხადებული იყო, აშენდა? რამდენი წელია ფოთში აკეთებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, მაგრამ გაკეთდა? "რაკინი" წავიდა და არავის უთქვამს, მასთან რა ხელშეკრულება ჰქონდათ. ასე თავისუფლად მოვლენ და წავლენ? – არც ახალი სახელმწიფო ტერმინალი მოგწონთ? – ამ კაცს არც ერთი თავისი სიტყვა არ შეუსრულებია და ახლა რა მოხდება? ესეც ისევ მეწარმეებს დაარტყამს. დამოუკიდებელი საბაჟოები მაგათი მოგონილი არაა? ააწყვეს ავად თუ კარგად და ახლა დაიხურება. ის შემოსავლები ისევ სახელმწიფო ტერმინალში გადაიქაჩება. სახელმწიფო, რომელიც წილში ზის იმპორტის ყველა სახეობაში, საბაჟოსაც რომ თვითონ დაიქვემდებარებს, ამით რატომ გაუმჯობესდება მდგომარეობა? – რა იცით, რომ ყველა ბიზნესის წილში არიან? – თქვას სააკაშვილმა, რომ არ ზის, მომცეს უფლება და ორ კვირაში იურიდიულად დავუმტკიცებ, რომ ყველა საიმპორტო პროდუქციის წილშია. თუ ხელისუფლება არ ზის წილში, შეუძლებელია მსოფლიო ფასების განახევრების შემთხვევაში აქ ფასი იგივე დარჩეს. – კერძო სექტორი ჩივის, ყველაფერი სუფთადაც რომ იყოს, საგადასახადო რომ შემოვა, ჯარიმას მაინც წერსო. მართალია? – უფრო მეტად პატიოსანი გადამხდელები ისჯებიან, იმიტომ, რომ უპატიოსნოს უკან ვიღაც ოდიოზური ფიგურა დგას. კორუფცია არაა, ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში შეგაქვს, მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხომ გაყაჩაღებენ? – შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ? ვითომ ჩვენი დაქცევა უნდათ? – რასაკვირველია, უნდათ. არ არის მოგონილი, საქართველო რომ ქართველების გარეშე უნდა დაგვტოვონ. ბურების იდეაც ამიტომ მოდის. რა პირობებიც ბურებს უნდა შეუქმნან, ქართველებს შეუქმნან და თუ არ იმუშვებენ, ნახონ. მეორე მხრივ, გაუჭირდათ, ბატონო! აღარ მოდის ის მილიონები უცხოეთიდან. ხარჯების შემცირება კიდევ არ უნდათ. არც სახლში წასაღები ფულის შემცირება უნდათ. სხვანაირად არ გამოდის. მთავრობა მეწარმეებს ბოლო თეთრსაც წაართმევს! – ინფლაციას როგორ ახსნით? ერთი ბღუჯა ფული რომ გინდა, ერთი კილო წიწიბურას საყიდლად. – ზოგიერთი ტვინგახურებული ექსპერტი წერს, რომ თურმე საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის და ამიტომაა ინფლაცია. იქნებ პირიქითაა? საქართველოში ფასები მატულობს და ეს ზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას და მეტი არაფერი. – ხმა გამოვიდა, რომ მთავრობის ერთ–ერთ სხდომაზე ადეიშვილს, მერაბიშვილს და უგულავას ბიუჯეტის შესრულების პირობა დაუდიათ. რაში ეკითხებათ ან რისი იმედით დადეს ასეთი პირობა? – ამ შეკითხვით დასკვნა უკვე გააკეთეთ, მაგრამ პოლიციური და პროკურატურული სახელმწიფო რომაა, ესაა მთავარი. რეალურ ფაქტს გავიხსნებ: სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და გააკეთა ასეთი დოკუმენტი – "ჩემი მინისტრობის ასი დღე". დაგვირიგა ყველას, მათ შორის – პარლამენტში. მობრძანადა და დიდი ვაშათი და ტაშით წაგვიკითხა. იუსტიციის სამინისტროში ყველა მისი წარმატება ერთ მონაცემზე დაიყვანებოდა. ბრძანა, რომ ის, რაც არ გაკეთებულა საქართველოში არასოდეს, მე გავაკეთე, მნიშვნელოვნად გავზარდე სააღსრულებლო დეპარტამენტის ხაზით სასამართლოს გადაწყვეტილების ამოღება და ბიუჯეტს ხუთი მილიონი შევმატეო. დაუკრეს ტაში, ატყდა ერთი ამბავი. ავდექი და ვკითხე, ბატონო მიხეილ, კარგად მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროს საქმე არაა ბიუჯეტის შესრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებების სახელმწიფოს სასარგებლოდ აღსრულება რომ გაზარდეთ, სახელმწიფოს რომ აქვს მოქალაქისთვის გადასახადი, იქ რამდენი პროცენტით გადააჭარბეთ–მეთქი? რას იტყოდა, როცა საერთოდ არ უმუშავია ამ მიმართულებით? მაშინ იუსტიციის სამინისტრო სამართლიანობის სამინისტრო კი არა, ფისკალური ეფექტის სამინისტრო იყო, ანუ მუშაობდა პრინციპით – რაც შეიძლება მეტი წავართვათ ხალხს. იუსტიციის მინისტრი ხარ თუ ბანდიტი? ამ კაცის ტვინი ასეა მოწყობილი. თუ მე მაქვს ვალი, არ ითვლება, თუ შენ გაქვს, უნდა წაგართვა. – ასე რომ არ ეძალავათ, ბიუჯეტი შვიდი მილიარდი გახდებოდა? – მარტო ინფლაციაზე დაითვალეთ რამდენია და მიხვდებით, რომ თითქმის არ გვაქვს ზრდა. მაშინ კილოგრამი პური ოცდაათი თეთრი ღირდა, დღეს – სამი ლარი. ათჯერ თუ გაიზარდა პურის ფასი, ათჯერ გაიზარდა დღგ, შესაბამისად – ბიუჯეტის შემოსავალიც, მთლიანი შიდა პროდუქტიც და ეკონომიკის მაჩვენებლებიც. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელისუფლების შენახვაც მთლიან შიდა პროდუქტში შედის. შევარდნაძის დროს სამასი ათასი ლარი გვიჯდებოდა ხელისუფლების შენახვა, ახლა ორ მილიარდნახევარს ხარჯავენ. აი, სად გვაქვს ზრდა. – ხელფასები იმიტომ გაზარდეს, კორუფცია აღარ იქნებაო. – მარტივი რამ გითხარით იმის დასამტკიცებლად, რომ დღეს კორუფცია იმდენია, როგორც არასოდეს არც ერთ ქვეყანაში. ერთი თეთრიც არ ნაწილდება კორუფციული ჩარევის გარეშე. არ დაიზაროთ, წაიკითხეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 მუშაობდა პრინციპით – რაც შეიძლება მეტი წავართვათ ხალხს.ძალიანაც სწორად მუშაობდა. 100 ათას კაციანი მიტინგის დროს რომ ერთი შუშა არ ჩაიმტვრევა და არავინ მოკვდება, და თან ამით იამაყებენ, იმ ხალხს მეტი კი არა, ყველაფერი უნდა წაართვა. ასეთ დროს რომ "ოპოზიონერი" პოლიტიკოსი "საარჩევნო გარემოს შეცვლაზე" ბაზრობს, და არა იარაღით ხელში დამხობაზე, და ხალხი ამას ეთანხმება, ასეთი ხალხი, როგორც ერი, აღარ უნდა არსებობდეს. კურდღელი რომ კურდღელია, იმასაც კი აქვს დესტრუქციული ქმედების თრაკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 სატურნიკო...ბიჭი...მომისმინეეხლა ისეთ რამეებს განახებ თუ სინდისი გაქვს სამუდამოდ მოკეტავ ანალგინის მატყუარობის შესახებ. შენ არ გაწუხებს ალბათ, მარა მაინც გეტყვი, 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს“საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები გადაეცა Multiplex Energy Limited-ს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განმარტებით, შპს Multiplex Energy Limited-თან გაფორმებული ხელშეკრულება, ანუ დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია იმ კომპანიის უფლებები და ვალდებულებები, რომელიც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, წარმოადგენს კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას... ხოდა ეხლა ანალგინი რას გაჩვენებს ნახე: https://public.reest...03&app_id=56795 ვისაც ამ დოკუმენტის, რომელიც არის აბსოლუტურად ოფიციალური და დევს საჯარო რეესტრის საიტზე, ნახვა არ შეგიძლიათ (DjVu ფორმატშია და იმიტომ), მოკლე შინაარსს გეტყვით: ამ Multiplex Energy Limited-სა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებაში და სხვა დანართ დოკუმენტებზე ამ კომპანიის გენერალური დირექტორი არის იური ივანეს ძე ლესი, რუსეთის მოქალაქე (პასპორტის ასლიც დევს დოკუმენტში), ამას გარდა სხვა დანართებში მშვენივრად ჩანს, რომ კომპანისა რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ანუ ოფშორულ ზონაში, კონკრეტული მისამართიც კი მითითებულია და არანაირი შვეიცარიული კომპანიაა არაა როგორც გვაბოლებდნენ. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი არის გოჩა მეგრელიძეც, რომელთან დაკავშირებით ცალკე დავწერ კიდე ქვემოთ რაღაცას...პრეზიდენტის 2008 წლის N245 და N323 განკარგულებებით პირდაპირი მიყიდვის წესით (და არა ტენდერით)შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს“საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები გადაეცა Multiplex Energy Limited-ს. 70 428 871$-ად გაიყიდა "თბილისის წყალი",8 996 837$-ად “რუსთავწყალკანალი”, 585 480$-ად “მცხეთაწყალკანალი” და “საქწყალკანალი” ერთად. სხვათაშორის ამავე ხელშეკრულებაში, მყიდველის ვალდებულებებში წერია, რომResized to 30% (was 635 x 106) - Click image to enlargeდადებული სურათი, რომ თურმე მრიცხველები უნდა დაგვიყენონ წყალზე, რომ 2011 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს. ეხლა რაც შეეხება გოჩა მეგრელიძეს, ამავე დოკუმენტში შეიტყობთ, რომ "თბილისის წყალს" გადაერქვა სახელი და დაერქვა GWP (Georgian Water & Power), ხოდა ეხლა ჩავეძიოთ ამ GWP-ს და ვნახოთ ვინ არიან მისი მეპატრონეები და ამით რა თქმა უნდა პირდაპირ დავადგენთ Multiplex Energy Limited-ის სხვა მეწილეებსაც. ამ კომპანიის მეწილეები არიან:-გოჩა მეგრელიძე-ლევან კაჭარავა, იგივე "ტილიკა" სილქ როუდ გრუფის ერთერთი მეპატრონე-გიორგი გაჩეჩილაძე, შევარდნაძის ეკონომიკის მინისტრი-ევგენი დოდი, "ინტერრაოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, იორგ მათისის მამა წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოში, ის ფაქტობრივად, ლენინგრადშია გაზრდილი. მათისს ძალიან კარგად იცნობენ და ენდობიან „ინტერრაოში“. ეხლა გადავიდეთ სილქ როუდ გრუფზე, "ინტერრაოზე" და ელექტრო გადამცემ ხაზებზე. სილქ როუდ გრუფის 100%-ის მეწილე არის ინტერრაო ად საქართველოში ისინი ფლობენ თელასს, მტკვარიენერგეტიკას, ხრამი1-ს და ხრამი2-ს. ხომ არ გჯერა? ინფარქტმა არ დაგარტყას ეხლა და: http://www.interrao....s/file0006.html აქვე რომ დაგისამარო იმედები იმის შესახებ, რომ ინტერრაო პატიოსანი რუსი ბიზნესმენების კომპანიაა და სახელმწიფოსთან არაფერი აკავშირებს. ეხლა ამას გადახედე კიდევ დამატებით: http://www.interrao.ru/company/stock/ ეს კიდევ დესერტად დააყოლე:ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს რუსებზე ყიდიან და რუსები ყიდულობენ.. მთლიანად საქართველოსაც მალე გაიფორმებს მოსკოვი.. ღადავი კი ის იქნება მაგასაც სააკაშვილს თუ გააკეთებინებენ : ))) პუწინის მლოკველი სააკიანცი უნდა დაიდოს! ) მიშარასტები იასნია მაგასაც გააპრავებენ, მაგრამ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 GeoStreamეგ ისტორიები რა პონტში დაწერე, ვერ მივხვდითუ ვერ მიხვდებით, ბოლოში ვიტყვი. ისე თქვენი ყოველთვის მიხვედრა მომწონდა და არც ეხლა იქნება ეგ ძნელი. 3. ოფისი აქვს მამაჩემს პირველ სართულზე. პირდაპირ ქუჩაში გადის კარები და ფანჯრები. ძალიან მოხერხებულია. ხშირად ვტოვებთ კარებს და ფანჯრებს გაღებულს, გასანიავებლათ, განსაკუთრებით ზაფხულში.და რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე უსაქმოდ შემოყიალებულიყოს ... ყველა მუშაობს, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული.ამ ზაფხულის სიცხეები გაგონილი გაქვთ. როცა ბოლის სუნი აღარ იდგა ქუჩაში, კარები გავაღე და ჩემს საქმეს ვაკეთებდი.. მერე ავდექი და შორეულ ოთახში მწვანე ჩაის გასაკეთებლათ წავედი... 2-3 წუთი გავიდა, უკან ვბრუნდები და კორიდორის თავში ახალგაზრდა დგას და რომ დამინახა დაისყო ყვირილი "есть тут кто нибудь?"ე.ი. ორი ოთახი გამოიარა ხმა არ ამოუღია, მე რომ დამინახა ყვირილი დაიწყო! არავის არ ველოდები. არავითარი შეხვედრა, არავითარი კურიერი... შევეკითხე "Что хочешь?"დაიწყო "Что тут у вас такое?" ვუმეორებ "Что хочешь" ისევ ბოდიალი "Я вот проходил мимо..." - უსაქმურის ბოდიალი. მიდიოდი, გაიარე! ვეკითხები "Ты грузин?" იმიტომ, რომ ქართული აქცენტი აქვს. იმიტომ, რომ უსაქმური უმეტესად ქართველი დადის დიდგულიანი სახით. იქნებ რამეს გამორჩეს.. ბოდიალი "Я вот живу в этом районе..." მოსკოვის გაგებით სუფთა სირობაა ესეთი პასუხი, როცა სხვის ოფისში დაუკითხავათ დაბორილებ. თავს ძლივს ვიკავებ. თან გასასვლელისკენ ვუბიძგებ. თან მაღიზიანებს, თან მეცოდება... "Ты грузин" - ვუმეორებ კითხვას.ეგრე გავაგდე არ მიპასუხა "да, я - грузин". რომ წავიდა, ვიდეოკამერაზე ვნახე: შემოვიდა, მიათვალიერ-მოათვალიერა, ჩემი ბარსეტკა გახსნა, ელექტრონული ბარათი ამოიღო და უკან ჩადო, მაგიდაზე რამოდენიმე ყუთი გამოაღო და დახურა, მიიხედ-მოიხედა, კორიდირისკენ წამოვიდა. მერე უკვე მოგიყევით რაც მოხდა. ბაბუაგიორგი, სკინების მაგივრად რომ ქართველი გასტროლიორები შესულიყვნენ თქვენს "ობიექტზე" და გაექუდეთ, ვის და როგორ პროტესტს გამოუცხადებდით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 GeoStreamეგ ისტორიები რა პონტში დაწერე, ვერ მივხვდიფაიზაღ! ) მეთქი რა ხდება ტო სხვა თემაში როდის გადავედი თქვა ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 3. ოფისი აქვს მამაჩემს პირველ სართულზე. პირდაპირ ქუჩაში გადის კარები და ფანჯრები. ძალიან მოხერხებულია. ხშირად ვტოვებთ კარებს და ფანჯრებს გაღებულს, გასანიავებლათ, განსაკუთრებით ზაფხულში.და რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე უსაქმოდ შემოყიალებულიყოს ... ყველა მუშაობს, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული.ამ ზაფხულის სიცხეები გაგონილი გაქვთ. როცა ბოლის სუნი აღარ იდგა ქუჩაში, კარები გავაღე და ჩემს საქმეს ვაკეთებდი.. მერე ავდექი და შორეულ ოთახში მწვანე ჩაის გასაკეთებლათ წავედი... 2-3 წუთი გავიდა, უკან ვბრუნდები და კორიდორის თავში ახალგაზრდა დგას და რომ დამინახა დაისყო ყვირილი "есть тут кто нибудь?" მოსკოვში ყველა ქართველი რაღაცას ჩალიჩობს... ზოგი მელკად, ზოგი კრუპნად...იმიტომ რომ მოსკოვში "ბიზნესი" მხოლოდ კრიმინალური მეთოდებით წარმოებს... ასე რომ, ყველანი "კარგები" ვართ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2011 (edited) ასე რომ, ყველანი "კარგები" ვართ...გერმანიაშიც "კარგები" ვართ?...დავუმატებ კიდევ ერთ კითხვას: საერთოდ როგორები ვართ თქვენი აზრით? ეს სამი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ გაიგოთ რას ფიქრობენ რუსები, როცა ვინმე ამბობს "რუსებმა თავი დაგვანებონ"... დღეს ქართველები არ ანებებენ თავს რუსებს და არა პირიქით! საქმე იმაშია, რომ უმრავლესობას არც ესმის სახელმწიფო როგორ არსებობს. რომ ისეთი დაბალანსებულ კავშირები (სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების მზა ბაზარი, კურორტებზე დამსვენებლების მზა ბაზარი, ქართველებისთვის ასპარეზის მზა სარბიელი)საქართველოს აღარ ექნება!1. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია ვერ გააღწევს საერთაშორისო ბაზრებამდე რამდენიმე მიზეზის გამო2. საქართველოს კურორტები ვერ გაუწევენ კონკურენციას ცნობილ კურორტებს.3. ამერიკა (არც ევროპა) დიდი ხანი არ იქნება ასპარეზობის არენა ქართველებისთვის (თუ იქნება როდისმე). სტალინმა რომ შეუქმნა პირობები საქართველოს, ეგ პირობები საქართველოს აღარ ექნება. ამ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებთ!მარტო სტალინის რეპრესიებზე მიპასუხებთ... რაც არ მაინტერესებს!!! Edited January 9, 2011 by GeoStream Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 GeoStream Мы грузины, работаем с Какилашвили, знаешь Какилашвили? აქ ანზორ კიკალიშვილი იგულისხმება ალბათ. კაკილაშვილი რუსეთში არავინაა გავლენიანი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 GeoStream აქ ანზორ კიკალიშვილი იგულისხმება ალბათ. კაკილაშვილი რუსეთში არავინაა გავლენიანი.ალბათ. მე ეგ გვარები მერევა ყოველთვის... სანამ ჩვენ თვითონ არ ჩამოვშორდებით რუსეთს, ვერ "მოვითხოვთ" რუსეთი ჩამოგვშორდესო, რუსულს არ ვიყიდითო, რუსეთს ბოიკოტს ვუცხადებთო. დღეს (როგორც ადრეც) რუსეთისგან ვიკვებებით და არა ვკვებავთ რუსეთს. როცა ეს მდგომარეობა შეიცვლება მაშინ ჩვენ მოთხოვნას აზრი და შინაარსი ექნება. უშინაარსო მოთხოვნები კი ცუდის ნიშანია! ეს არ ნიშნავს, რომ მომხრე ვარ რუსული კრიმინალური ხელისუფლებით დაემხოს ქართული კრიმინალური ხელისუფლება. რუსული კრიმინალური ხელისუფლება თავისნაირ კრიმინალურ ხელისუფლებას მოახვევს თავს საქართველოს. თუმცა ისიც ვიცი, რომ მე, შენ და ჩვენ სხვებს არავინ ყურს არ დაგვიგდებს.არც საქართველოში, არც რუსეთში, არც სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში ხალხს არავინ უგდებს ყურს!და არ დაუგდებს.... სანამ თვითონ ხალხი (და არა პოლიტიკური პარტიები და ელიტა) არ შეცვლის პოლიტიკური სისტემის და პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებების პრინციპებს. ეს კი მარტო ხალხის მიერ წამოყენებული მოთხოვნებით დაიწყება. პარტიების მოთხოვნები დღეს უაზროა. ხალხი კი დღეს სდუმს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.