Jump to content
Planeta.Ge

მემარცხენე მოძრაობის პერსპექტივები საქართველოში


Recommended Posts

დრო არ მაქვს ,რათა უფრო მომზადებულად მიმოვიხილო სოციალურ ქსელებში წარმოშობილი ეს ტენდენცია ,რომელსაც გარკვეული პრაქტიკული პერსპექტივა აქვს.

 

აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე დეტალს და ბოდიშს მოგიხდით სუმბურულობისათვის.

 

1) ჩეგესტოს და ნიკუშას საუბარმა დაადასტურა , რომ ილუზიები მათი რეტროგრადობის შესახებ მხოლოდ სტერეოტიპია, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავიანთი მსოფლმხედველობა და მგონი ყველაზე უგუნური ადამიანიც კი დანახავდა- ეს მოსაზრებები უფრო ახლოა ევროპულ მემარცხენეობასთან , ვიდრე ბოლშევიზმთან ,რომელიც არანაირი "ლევაკობა" არ ყოფილა. ის რომ"კომუნისტების"იდეოლოგიური წყარო მარქსის ფილოსოფიაა, საერთოდ არაფერს ნიშნავს. მაშინ ქრისტიანული ფილოსოფია უნდა გავაიგივოთ ინდულგენციების გაყიდვებთან და ა.შ. სისასტიკეს და ტირანიას არ აქვს სახე , ის ერთნაირია სხვადასხვა ნიღბით თუ დემაგოგიით.

2)ბიჭები არ შეეხნენ ერთ არსებით პრობლემას . ესაა საინტერესო შედარება მეოცე საუკუნის დასაწყისში საზოგადოებრივ აზრსა და დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურას შორის .კერძოდ ,იმ პერიოდში ყველა გალევაკდა , ჩაიცვეს სოციალისტის ტყავი, ტყუპის ცალივით დაემსგავსნენ ერთმანეთს , ხოლო საბოლოოდ გაიმარჯვა მათ შორის ყველაზე მეტად უკადრებელის მკადრებელმა რომელმაც შემზარავი სახე მისცა წითელ დროშას :D

3) 90-ნებში კი ზუსტად ანალოგიური პროცესებს აქვს ადგილი, მაგრამ ამჯერად მოდაშია" ეროვნულობა". ერთ მაგალითს გავიხსენებ, როცა სოციალისტ-ფედერალისტებად გამოცხადებულმა რაღაც ჯგუფმა სახელი გადაიკეთა....:D

სამწუხაროდ დღესაც ამ ზღვაში ვცურავთ და არ გვსურს მივეჩვიოთ პოლიტიკური ოპონირების კულტურას და პლატფორმებს შორის განსხვავება ბუნებრივად აღვიქვათ.

ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი, რომ მე გულწრფელად მივესალმები ამ ახალი ტენდენციის გაააქტიურებას ;) მესმის, გარკვეულ თემებზე უტრირებენ, მაგრამ ისინიც დაღვინდებიან, ხოლო პოლიტიკურ კულტურას ახალი სუბიექტის გაჩენა, ოდნავ,მაგრამ მაინც მაღლა აწევს(ზოგადად ვამბობ მემარცხენეების ევოლუციაზე საქართველოში და არა ჩვენს დუეტს )

4)ნიკას და ოთოს საუბარში ერთი პრობლემა დავიჭირე....

ესაა "ეროვნულისადმი" ერთგვარი გამიჯვნა, მანქანაში სახეზე შევატყვე არ მოეწონათ ჩემი ეს თეზისი ,მაგრამ აქაც გავიმეორებ- მემარცხენე მოძრაობას მომავალი ექნება თუ გააცნობიერებს ადგილობრივ რეალობას, პატრიოტიზმს აღიქვავს არა როგორც ოპონენტს, არამედ მოკავშირედ , რადგანაც პატრიოტიზმი ჩემთვის მოიცავს "საერთოს" სიყვარულს" , თანამოქალაქის პატივისცემას ანუ იდეაში ის ვერ შეეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის მოწოდებებს.მეტიც , მას შეავსებს, თუმცა გასაგებია როგორც სოციალისტური იდეეები შეიძლება გადააქციო ავტორიტარული რეჟიმის ფუნდამენტად, აგრეთვე ქვეყნის პატივისცემა ტრანსფორმიმდეს ფაშიზმის სავანედ . ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზეა დამოკიდებული და არა უშუალოდ ზოგად ღირებულებებზე .

ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს რელიგიისადმი. აქაც ზღვარია გასავლელი ჭეშმარიტ რწმენასა შავრაზმელობას შორის.

ეროვნული და რელლიგიური თემა არის 2 ნაღმი , რომელზეც შესაძლოა აფეთქდეს ნებისმიერი მემარცხენე ძალა,რადგანაც მოხდეს მისი ასოცირება ოდიოზურ, მიშისტურ ლიბერასტლენდთან ,თუნდაც იგივე ფეისბუქში.

 

5) მესამე დიდი ნაღმი სოციალური თემების მიტანაა.

რეკუსოს ერთი საინტერესო ფრაზა მახსენდება ტელევიზიაში გამოსვლის დროს. "ეროვნულობით ხალხს ვერ გამოიყვანდით, გასაგები იქნებოდა გეთქვათ "მშია".

კონტესტის პირველი ნაწილი გასაგებია ,მაგრამ მეორე ნაწილში ჯერ ერთი იგრძნობა გამოსული ხალხისადმი უცნაური ზევიდან ყურების სურვილი ...მეორე მომენტი კი "მოწოდების გაუმართაობაა"

შიმშილი ინსტინქტია, ამ მოტივით გამოსული მასა უკონტროლო და ცოფიანია, რომელიც ჩაყლაპავს ორგანიზატორსაც. უნდა განუმარტო მასას მისი უფლებები , აუხსნა რატომ არის მისი პროტესტი საჭირო , არ შენიღბო უაზრო ფერებში და ამ ტიპის იგივე პროფკავშირული მოძრაობა ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრებგჯკიჰიჯჰსტანის მშიერთა არეულობა ჯჰჯოუჯიოჯჰიჰიჰჯგრადში.

ონლაინ დისკუსიის

ვიდეოები:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მგონია მემარცხენე იდეების გამარჯვება შესაძლებელი იყოს გინდ საქართველოში, გინდ სხვაგან სადმე...

 

რატომ მიიღო მარქსის თითქოსდა კარგმა და დამტკიცებულმა თეორიამ ისეთი სახე, როგორიც მიიღო რუსეთში? ანუ, რატომ მოხერხდა მხოლოდ ასეთი სახით მარქსის იდეების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში?

და რატომ წამოიწევა მემარცხენე თეორიები და დაჯგუფებები მაშინ, როცა მსოფლიოში კრიზისი მძვინვარებს?

ევროპაში ახლანდელი კრიზისის დროს მარქსის "კაპიტალის" აქტიური გაყიდვა მიდიოდა... რამდენიმე წლის წინ წიგნების მაღაზიაში არც მინახავს ეს წიგნი, ალბათ სპეციალურ განყოფილებაში თუ იყო მარტო, ახლა კი გამოფენილია თვალსაჩინო ადგილას...

რატომ?

 

ვერ დამისახელებთ ვერც-ერთ ქვეყანას სადაც მარქსის თეორია პრაქტიკაში განხორციელდა ძალადობის და სისხლის გარეშე... ოღონდ დაანებეთ თავი შვეციას და ნორვეგიას... იქ კაპიტალიზმმა დააგროვა სიმდიდრე, რომელმაც საშუალება მისცა მთავრობებს სოციალური სფეროსთვის მიეხედა...

 

და საერთოდ, მარქსს და ენგელსს, რევოლუციის მოხდენა რუსეთში შეუძლებლად მიაჩნდათ, ისინი ფიქრობდნენ რომ გერმანიაში მოხდებოდა რევოლუცია, იმიტომ რომ მათ თეორიაზე დაყრდნობით, იმ ქვეყანაში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სადაც განვითარებული ეკონომიკა იქნებოდა... დააგროვებდნენ კაპიტალისტები ქონებას და არ მოისურვებდნენ გაეყოთ იგი მუშისთვის...

მაგრამ სინამდვილეში უკუღმა მოხდა...

მოხდა რევოლუცია ყველაზე განუვითარებელ და ჩამორჩენილ ქვეყანაში, მოხდა სისხლით და მახვილით... და ამას არაფერი კავშირი არ ჰქონდა მარქსის თეორიასთან, რამეთუ ის თეორიაა და არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მიიღო მარქსის თითქოსდა კარგმა და დამტკიცებულმა თეორიამ ისეთი სახე, როგორიც მიიღო რუსეთში? ანუ, რატომ მოხერხდა მხოლოდ ასეთი სახით მარქსის იდეების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში?

სოციალ-დემოკრატიის აზრზე არ ხარ თორე ამას არ იტყოდი

 

ნახე ის ქვეყნები სადაც სოციალ-დემოკრატია კარგა ხანი იყო და არის სათავეში, მაგალითად შვედეთი და მერე ვილაპარაკოთ რა გატარდა რეალურ ცხოვრებაში და რა არა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მემარცხენე მოძრაობას მომავალი ექნება თუ გააცნობიერებს ადგილობრივ რეალობას, პატრიოტიზმს აღიქვავს არა როგორც ოპონენტს, არამედ მოკავშირედ

საერთოდ უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ აშკარაა, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მემარცხენე მოძრაობა რაღაცით უკავშირდება საბჭოთა კავშირს, სადაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი (საკუთარი ქვეყნის და არა საბჭოთა კავშირის) დანაშაული იყო. აქვს ამ ხალხსაც (თქვენს სტუმრებს) რაღაც ნოსტალგიის მსგავსი გრძნობა სსრკ-ს მიმართ და რა გინდა რომ ქნა? ვერაფრით ვერ ათქმევინებ, რომ ცუდი იდეა იყო სსრკ-ს შექმნა. იტყვიან ყველაფერს... რომ მაშინ მოხდა სწორი გზიდან გადახვევა, რომ ცალკეულმა პირებმა დაამახინჯეს მარქსის გზა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხალხი მაშინ მაინც უფრო თანასწორი იყო და ა.შ. მაგრამ სიმპათიები აქვთ.

და კიდევ, შენ რაც დაგინახავს იმაზე დამატებით მე კიდევ ერთი რამ დავინახე - მათი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი და ეს დამოკიდებულება ძალიან ჰგავს ბოლშევიკების დამოკიდებულებას. ახლა მათ რა თქმა უნდა არანაირი ბერკეტები არ აქვთ ხელში და მაქსიმუმი რის გამოხატვაც შეუძლიათ, განსხვავებული აზრისადმი ირონია და აგდებული დამოკიდებულებაა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ რეალური ძალაუფლების არსებობის შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება მძიმე შედეგებში გადაიზრდება. ნაძირალა ჩე გევარას გაიდეალებაც (რომელიც სხვის ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად შეიჭრა შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად და სამართლიანად ჩააძაღლეს) თქვენი სტუმრების მიერ ბევრ რამეზე მეტყველებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოციალ-დემოკრატიის აზრზე არ ხარ თორე ამას არ იტყოდი

 

ნახე ის ქვეყნები სადაც სოციალ-დემოკრატია კარგა ხანი იყო და არის სათავეში, მაგალითად შვედეთი და მერე ვილაპარაკოთ რა გატარდა რეალურ ცხოვრებაში და რა არა..

:)

 

გითხარი მე, არ გვინდა შვედეთი მეთქი...

 

lasha_alo

 

საერთოდ უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ აშკარაა, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მემარცხენე მოძრაობა რაღაცით უკავშირდება საბჭოთა კავშირს, სადაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი (საკუთარი ქვეყნის და არა საბჭოთა კავშირის) დანაშაული იყო. აქვს ამ ხალხსაც (თქვენს სტუმრებს) რაღაც ნოსტალგიის მსგავსი გრძნობა სსრკ-ს მიმართ და რა გინდა რომ ქნა? ვერაფრით ვერ ათქმევინებ, რომ ცუდი იდეა იყო სსრკ-ს შექმნა. იტყვიან ყველაფერს... რომ მაშინ მოხდა სწორი გზიდან გადახვევა, რომ ცალკეულმა პირებმა დაამახინჯეს მარქსის გზა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხალხი მაშინ მაინც უფრო თანასწორი იყო და ა.შ. მაგრამ სიმპათიები აქვთ.

და კიდევ, შენ რაც დაგინახავს იმაზე დამატებით მე კიდევ ერთი რამ დავინახე - მათი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი და ეს დამოკიდებულება ძალიან ჰგავს ბოლშევიკების დამოკიდებულებას. ახლა მათ რა თქმა უნდა არანაირი ბერკეტები არ აქვთ ხელში და მაქსიმუმი რის გამოხატვაც შეუძლიათ, განსხვავებული აზრისადმი ირონია და აგდებული დამოკიდებულებაა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ რეალური ძალაუფლების არსებობის შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება მძიმე შედეგებში გადაიზრდება. ნაძირალა ჩე გევარას გაიდეალებაც (რომელიც სხვის ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად შეიჭრა შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად და სამართლიანად ჩააძაღლეს) თქვენი სტუმრების მიერ ბევრ რამეზე მეტყველებს.

გეთანხმები...

 

სოციალ-დემოკრატიის აზრზე არ ხარ თორე ამას არ იტყოდი

 

ნახე ის ქვეყნები სადაც სოციალ-დემოკრატია კარგა ხანი იყო და არის სათავეში, მაგალითად შვედეთი და მერე ვილაპარაკოთ რა გატარდა რეალურ ცხოვრებაში და რა არა..

სოციალ-დემოკრატია შენ როგორ გესმის?

საბჭოთა კავშირის ნამგალი და უროს გავრცელებით მთელ მსოფლიოში?

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გითხარი მე, არ გვინდა შვედეთი მეთქი...

შენ თუ ფაქტების მოტანა არ გინდა, ეხლა ფანტასტიკებზე ვერ დაგელაპრაკები და აგერ არის სატურნი და ილაპარაკეთ ფანტასტიკურ მემარცხენეობაზე.

 

ყველაფერში დაეთანხმებით ერთმანეთს და არც ერთ ისეთ ფაქტს არ მოიყვანთ, რომელიც აბსურდულს აქცევს თქვენს მსჯელობას..

 

 

მე დარწმუნებული ვარ შენ არ გინდა ამ თემაზე დიალოგი (რასაც დიალოგი ჰქვია)

 

ასე რომ მე პას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თუ ფაქტების მოტანა არ გინდა, ეხლა ფანტასტიკებზე ვერ დაგელაპრაკები და აგერ არის სატურნი და ილაპარაკეთ ფანტასტიკურ მემარცხენეობაზე.

 

ყველაფერში დაეთანხმებით ერთმანეთს და არც ერთ ისეთ ფაქტს არ მოიყვანთ, რომელიც აბსურდულს აქცევს თქვენს მსჯელობას..

მე დარწმუნებული ვარ შენ არ გინდა ამ თემაზე დიალოგი (რასაც დიალოგი ჰქვია)

 

ასე რომ მე პას

შენ თუ დამიმტკიცებ, რომ შვედეთში მარქსისტები მართავენ ბალს, მაშინ ვისაუბროთ, თუ არა და მეც პას...

:)

ვიცი მე, მემარცხენეობა რელიგიასავითაა და რამეში გადარწმუნება ასეთი ადამიანის შეუძლებელია :)

სტალინი გულაგში რომ ჟლიტავდა ბოლშევიკებს, ბევრს სჯეროდა, რომ იქ იმიტომ იყო, რომ ეს პარტიას, იდეას სჭირდებოდა... სანამ დახადიაგა არ გახდებოდა, და სანამ არ მიხვდებოდა, რომ სტალინს სულ ცალ ფეხზე ეკიდა ბოლშევიკები თავიანთი მარქსით და ენგელსით...

 

The Swedish Social Democratic Party has played a leading political role since 1917, after Reformists had confirmed their strength and the revolutionaries left the party. After 1932, the cabinets have been dominated by the Social Democrats. Only five general elections (1976, 1979, 1991, 2006 and 2010) have given the centre-right bloc enough seats in Parliament to form a government. However, poor economic performance since the beginning of the 1970s, and especially the crisis at the beginning of the 1990s, have forced Sweden to reform its political system to become more like other European countries.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თუ ფაქტების მოტანა არ გინდა, ეხლა ფანტასტიკებზე ვერ დაგელაპრაკები და აგერ არის სატურნი და ილაპარაკეთ ფანტასტიკურ მემარცხენეობაზე.

 

...

მე და სატურნი ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გავიზიარო მისი აზრი როცა ის სიმართლეს ამბობს...

აი, ეს განსხვავებაა მემარცხენეებსა და დანარჩენებს შორის...

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩამოუწერე ერთი იმ ქვეყნების სია სადაც მემარცხენეები არიან ხელისუფლების სათავეებში წლების განმავლობაში,

მართლაც არ იცის საზოგადოებამ რაა მემარცხენეობა და მე პირადად ამაში ბრალს მემარცხენეებს ვდებ, ვინაიდან არ ცდილობთ საზოგადოებას აუხსნათ თუნდაც სოციალური ქსელების გამოყენებით რას ნიშნავს მემარცხენეობა,

 

რომ ეს არის დაქირავებულების,

სოციალურად დაუცველი ფენების უფლებების დაცვა,

ეს არის მდიდრების დაბეგვრა და ამ თანხის გადანაწილება განათლებასა და მედიცინაზე,

მემარცხნეობა ეს არის თანაბარი სოციალური გარემოს შექმნა საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის,

ეს არის რეალური თავისუფლება სადაც მილიარდელი ვერ შეძლებს ერთი ტომარა ფქვილით ადამიანის ხმის ყიდვას,

ადამიანი, თუკი მილიანერი არაა და არც აპირებს გამილიონერებას, არის ვთქვათ პროფესიონალი იურისტი, ექმი, ინჟინერი და ას. შ. რატომ არ უნდა იყოს მემარცხენე გაუგებარია, ამათ მემარცხენეობა მარგინალობა და ღატაკების თავშესაფარი გონიათ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არ ვაპირებ, იმიტომ რომ მომბეზრდა და იმიტომ რომ უკვე ახსნილი მაქვს და თავიდან აღარ დავიწყებ ერთი და იგივეს ახსნას..

რაც შეეხება ერთ-ერთ სტატიას, რომელიც ფეისბუქზე დადო ჩემმა უფროსმა მეგობარმა "ლიბერალური ფემინიზმის" კრიტიაკა.. საინტერესოა და აქ მარტო ფემინიზმი არ ჩანს, არამედ სხვა რამეებიც ჩანს..

 

კარგად დააკვირდი ლიბერალურ მიდგომებს, რა მარაზმატიკულია ხშირ შემთხვევაში..

 

ანდერსონი

 

Gosta Esping-Anderson ი არის დანიელი სოციოლოგი და კეთილდღეობის სახელმწიფოს იკვლევს (Welfare State). ძლიერ ფიგურად ითვლება და ევროკაშირის სოაციალური პოლიტიკების დაგეგმვასი იღებდა მონაწილოებას, ამზადებდა ლისაბონის სამიტს, და ბაროზოს მრჩეველია ეხლა.

 

 

 

მისი მთავარი წვლილი კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეპტუალიზაციაშია არის ის, რომ კაპიტალისტური ქვეყენბის სოციალურ პოლიტკებს სამ ძირითად კლასტერად აანალიზებს რასაც დაარქვა კეთილდღეობის (Welfare–State) რეჟიმები. ყველაზე სასურველია ‘სოციალ დემოკრატიული’ რეჟიმი, მაგრამ როგორ მივედით აქამდე სკანდინავიის ქვეყნებში?

 

 

 

სოციალ დემოკრატიის პრობლემა

 

მთავარი პრობლემა სოციალ დემოკრატიისთვის ყოველთვის იყო პარლამენტარიზმი. ანუ კითხვა იდგა ესე – ემსახურებოდა თუ არა სპარლამენტო დემოკრატია მუშათა კლასის ემანსიპაციას? კაპიტალიზმის შინაგანი ლოგიკა იწვევს საზოგადოების ატომიზაციას და მშრომელების ინტერესებს ერთმანეთს უპირისპირებს, როგორც კონკურენტებისას. ამის გამო ბევრი ფიქრობდა ლენინური ტრადიციის მიხედვით, რომ პარლამენტი უბრალოდ სალაყბოა და მშრომელების ძალაუფლებას (power) ვერ გაზრდის. ეს პრობლემა უფრო მწვავე გახდა იმ ფონზე, რომ ტადიციული მრომელთა კლასმა განიცადა სტრატიფიკაცია, თეთრსაყელოინთა საშუალო კლასის ხარჯზე მუშათ აკლასი შემცირდა და, როგორც ამომრჩეველმა, ძალა დაკარგა.

 

 

 

შესაბამისად სოციალ–დემოკრატიის ამოცანა გახდა ის, თუ როგრი სოციალური პოლიტიკებით უნდა მიეღწიათ ერთ მხრივ მშრომელების ისეთი მობილიზაცია, რომ საპარლამენტო მექნიზმით ძალაუფლება მოეპოვებინათ და მეორეს მხრივ მიერწიათა მშრომელების ემანსიპაციისათვის, ანუ შეექმნათ მათიძლაუფლების საფუძველი, რაც შეამცირებდა მათ დამოკიდებულებას ბაზარე შრომის გაყიდვიდან.

 

 

 

დეკომოდიფფიკაცია

 

მშრომელთა ემანსიპაციის ძირითად პროცესს ანდერსონი აანალიზებს, როგორც ‘დეკომოდიფიკაციას’. ანუ, თუ კაპიტალიზმი მშრომელს აქცევს უბრალო საქონლად, ყიდვა გაყიდვის საგნად, ‘კომოდითი’, მაშინ მისი განთვისუფლება იქნება ისეთი მდგომარეობა, როცა იგი ბაზრზე შრომის გაყიდვის გარეშეც გდაირჩენს თავს და თვისუფალი ქნება აირჩიოს უნდა თუ არა ბაზარზე მონაწილეობა. ერთ მხრივ, ამის მისაღწევად სჭიროა, რომ სოცალური დაცვა და სოციალური სერვის გახდეს მშომელის კანონიერი უფლება ისევე, როგრც საკუთრების უფლება, რომელიც ქმნის ძლაუფლების საფუძველს კაპიტალისტისთვის. მეორე მხრივ, სოციალური დაცვა ბაზრიდან უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა სიმბოლური.

 

 

 

ამას გარდა მშორმელთა სვადასხვა სტრატები თვს უნდა გრძნობდნენ ერთი ინტერესის ჯგუფად, რათა სოლიდარობამ მათ პოლიტიკური ძალუფლება შეძინოს სპარლამენტო გზით.

 

 

 

საკნდინავიური გზა

 

ამ ორი ამოცანის გდასაწყვეტად სკანდინავიური ( შვედური) მოდელი აკეთებს ორ რამეს სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. პირველი დონის დაცვა სახელმწიფო სოციალური სერვისების მხრიდან არის უნივერსალური და თანაბარი, რაც ყველას ეკუთვნის შრომითი გამოცდილების და შემოსავლების მიუხედავად. მეორე დონის დაცვა ითვალისწინებს ისეთ სერვისებს, რომლებიც ასევე უნივერსალურია მაგრამ დიფერენცირებული შემოსავლების მიხედვით. ეს მეორე დაცვა საშუალებას აძლევს საშუალო კლასს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი გაზრდილი მოთხოვნები სახელმწიფო სერვისის ხარჯზე და არ წავიდეს კერძო დაზღვევის სექტორში.

 

 

 

ამგვარად ორივე ამოცანა მიღწეულია მშრომელები აღარ არიან ბაზარზე დამოკიდებულები სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ამავე დროს ‘მდიდრები’ არ გრძნობენ თავს ცალკე ჯგუფად, რამდენადაც შეუძლაით თავიანთი მოთხოვენბის დაკმაყოფილება იგივე სახელმწიფო სერვისების ხარჯზე. ეს მათ საშუალებას აძლევს ერთი ინტერესის ამომრჩევლად გამოვიდნენ და პარლამენტარიზმის გზით შეინარცუნონ ძლაუფლება.

 

 

 

კეთილდღეობის რეჟიმები

 

ამგვარად ანდერსონის სიმპატიებია სკანდინავიური ‘დეკომოდიფიკაციის’ პოლიტიკის მხარეს, რომელიც ქმნის კეთილდდღეობის სახელმწიფოს ‘სოციალ დემოკრატიულ’ რეჟიმს. სვა რეჟიმებია ’კორპორატისტულ–ეტატისტური’ (corporate-statist) , როგორიც გერმანიასი და საფრანგეთშია, და ‘ლიბერალური’, როგორიც ამერიკაში და ბრიტანეთშია. ‘ლიბერალური’ რეჟიმი ხელს უწყობს ბაზრის გაბატონებას რამდენიმე გზით – მხოლოდ მინიმლაურ დაცვას იძლევა და ამიტო მშომელს ბაზრისკენ ერეკება, აფინანსებს კერზო სოციალური დაზღვევის სქემებს და ქმნის შესაბამის ბაზარს, ხელს უწყობს გაჭირვებულთა ‘მიზნობრივი’ დახმარებით ამ ჯგუფების სტიგმატიზაციას და შედეგად მშრომელთა სტატიფიკაციას რაც მათ საშუალებას უსპობს სოლიდარულ საამომრჩევლო ძალად გამოვიდნენ. ეს ბოლო რეჟიმი კარგად აღწერს საქართელოში გატარებულ პოლიტიკებს.

 

 

 

სხვათა შორის აქ ერთი რამეა საყურადღებო პოლტიკური თვალსაზრისით. სკანდინავიური რეჟიმი დიდ გადასახადებს მითხოვს, მაგრამ ეს გადასახადები საზოგადოების პროტესტს არ იწვევს განსხვავებით ლიბერალური რეჟიმისაგან, რომელსაც მცირე გადასახადები აქვს, მაგრამ ესენიც კი ძნელი შესანარჩუნებელია საპარლამენტო გზით, რამდენადაც მუდმივი პროტესტის ობიექტია.

 

 

 

ფემინისტებთან დავა

 

 

 

სოციალურ რეჟიმებს ანდერსონი აანალიზებს ასევე სახლემწიფოს, ოჯახის და ბაზრის ურთიერთმიმართებაში. კეთილდღეობის ‘სოციალ დემოკრატიული რეჟიმი’ იცავს ოჯახს როგორც სოციალური კეტილდღეობის წყაროს, მაგრამ არა ისე , როგრც ‘კორპორატისტული’ რეჟიმი, რომელიც ელოდება სანამ ოჯახი ამოწურავს თავის შესაზლებლობებს და მერე იძლევა სოციალურ დახმარებას. ამისგან განსხვავებით სკანდინავიური მოდელი წინასწარ ახდენს ‘ოჯახის ხარჯების’ ( ბავშვების მოვლა, მოხუცების და ა.შ.) სოციალიზაციას, რითაც ზრდის პიროვნების დამოუკიდებლობას და ამ მხრივ ბაზარსაც უწყობს ხელს ( პიროვნებას ბაზარზე გასვლის თავისუფლებაც ეზრდება, თუ მას ეს უნდა, როცა ვთქვათ მოხუცის მოვლა მის სახლსი ყოფნას აუცილებლობად აღარ აქცევს). ამგვარად ანდერსონი ამ მოდელს უყურებს როგორც სოციალიზმის და ლიბერალიზმის ერთგვარ შერწყმასაც.

 

 

 

ის აგეთვე თვლის, რომ სახელმწიფო სოციალური სერვისები ზრდიან ეკონომიკის ხარჯეფექტურობასაც, მაგამ ჯერ შესაბამისი ტექსტები ვერ ვახე სადაც ამას ასაბუთებს. თუმცა ამას ყველაფერს შესავლის სახით ვამბობ, რათა გასაგები გახდეს ფემინისტებთან მისი საბრის ლოგიკა.

 

 

 

კაროჩე 200 წლის ინტერვიუში სოციალური კეთილდღეობის მომავლის შესახებ ის ამბობს, რომ ფემინისტებმა გამაკრიტიკესო და აზრი შევიცვალეო. ამ ინტევიუს მიმაგრებული ფაილით გიგზავნით.

 

 

 

რაში გააკრიტიკეს? იმაში, რომ სკანდინავიური მოდელი, რასაც ანდერსონი მხარს უჭერს, ქალს საშუალებას აძლევს, თუ უნდა, სახლში დარჩეს და ბავშვებს მოუაროს. რეალურად დანიაში ბევრი განათლებული ქალი სახლში დარჩენას და ბავშვების აღზრდას არჩევს, თუმცა სამუშაოს შოვნა ბაზარზე არ უჭირს.

 

 

 

ფემინისტებს ეს არ აწყობთ იმიტომ, რომ კაპიტალისტები არიან და ქალს ბაზარზე მიერეკებიან რათა მუშა ხელი გააიაფონ. ანუ ეს კომოდიფიკაციის პოლიტიკის ფარგებსი, რასაც ადნერსონი პრინციპსი აკრიტიკებს. ხოდა მიხტნენ ამ შენ ანდერსონს და სულ დედა აგინეს, ეგ როგორ თქვი ქალმა სიზლება არ იმუშაოსო.

 

 

 

ხოდა ადგა ეს შენი ანდერსონი და აზრი შეიცვალა. თანაც ეს აზრის შეცვლა დააკავშირა თავის სხვა იდეასთან – სახელმწიფო სოციალური სერვისები ეკონომიკის ხარჯებფექტურობას და ზრდას უწყობენ ხელსო.

 

 

 

იდიოტობის ინტეგრაცია საღ აზრში

 

ეხლა გეტყვი თუ რა თქვა კონკრეტულად. თქვა, რომ აღომოვაჩინეო, რომ ქალმა ჯობია იმუშაოს, ვიდრე სახლში დარჩესო, ესო ეკონომიკის ზრდას და დასაქმების ზრდას ყწობსო ხელსო. ყოველი 100 ქალი, რომელიც შრომის ბაზარზე გადის დამატებით 15 სამუშაო ადგილს ქმნისო. თანაცო დიდი ხანი თუ არ იმუშვა ქალმა მერე კონკურენტუნარიანობას კარგავსო და ეს სეიზლება ბავშვების სიღარიბეზე აისაოხოსო.

 

ეხლა გეტყვი როგორ ხსნის დასაქმების ამ ‘პოზიტურ ეფექტს’. ქალი რო სახლიდან გავაო, მერე კაცსო საჭმელს არავინ გაუკეთებსო და კაციც იძულებული გახდებაო რესტორანში წავიდესო საჭმელადო რაც თავის მხრივ ოფიციენტებზე მოთხოვნილებას ქმნისო და ქალეითვის ახალ სამუშაო ადგილებსო, ესე იგიო.

 

 

 

ეს ხუმრობა არ გეგონოთ. ანდერსონი აღიარებს რო ქალების სახლიდან გასვლას დასაქმების ზრდის ეფექტი აქვს მხოლოდ მომსახურების სფეროზე. სხვა კორელაციები არ ასებობს და ამაზე წუხილს გამოთქვამს.

 

 

 

ამგვარად, ნახეთ რა გამოდის. ქალი უნდა გავიდეს შრომის ბაზარზე და დაიწყოს ოფიციანტად მიუშაობა რათა კცს სახლში საწმელი აღარ ქონდეს და ისიც წავიდეს რესტორანში, რაც ოფიციენტებზე მოთხოვნილებას კიდევ გაზრდის და დასაქმებას წაადგება. სახლში კაცმა არაფერი უნდა გაკეთოს, რამდენადაც ეს ოჯახს თვითკმარს გახდის და სამუშაო ადგილებს შეამცირებს ბაზარზე. სახლში რო არავინ დარჩება ბავშვებს უნდა მოუარონ უცხო ძიძებმა, რაც კიდევ გაზრდის მოსახურების სფეროში ქალების დასაქმების შანსებს.

 

 

 

ჯამში რა მიიღო ოჯახმა, რომელმაც მიიღო დამატებითი შემოსავალი ქალის სამუშოდ გასვლიდან? ეს შემოსავალი ეხლა უნდა დაიხარჯოს ძიძაზე და ბავშვის სიღარიბეს ეს არ წაადგება, რა თქმა უნდა. ამასთანავე ბავშვები კარგავენ მშობლებთან ურთიერთობის გამოცდილებას და ეს ბავშვებზე ცუდად აისახება ბევრნაირად, პირველ რიგსი განათლების თვალსაზრისით. დამტკიცებული ფაქტია, რომ განათლების 90 პროცენტზე მეტს ბავშვები ოჯახიდან იღებენ და კერძოდ მშობლებთან ურთიერთობიდან.

 

 

 

მაგრამ ანდერსონს ეს არ აინტერესებს. მისთვის მთავარია ფემინისტური არგუმენტი გააერთიანოს თავის თეორიასთან დასაქმების ზრდის და ეკონომიკის ზრდის ეფექტის შესახებ, რასაც სოციალური სერვისები ხელს უწყობენ.

 

 

 

ამისთვის ის ამბობს, რომ ბავსვები კერძო ძიძამ კი არ უნდა გაზარდოს, არამედ უნდა იყოს სესაფეისი სახელმწიფო სერვისი. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ სახელმწფო სოციალური სერვისები ხელსშეუწყობს ქალის სამუშაოზე გასვლას, გაიზრდება დასაქმება, გაიზრდება ოჯახის შემოსავლებიც და დაიზევა ბავშვის სიღარიბეც. მერე რა რომ ბავშვებს მშობლები არ ეცოდინებათ და მათი განათლებაც დაზიანდება ნომინალური შემოსავლების ზრდის მიუხედავად, ამაზე თვალების დახუჭვა შეიზლება, რამდენადაც დანარჩენ ნაწილში თეორია ლამაზად მოჩანს.

 

 

 

თანაც ეს ტიპი ხვდება, რომ მისი ეს სპეკულაციები მხოლოდ ოფიციანტებს ეხება და რომ ეს ზედმეტი ინტერესი დასაქმებასთან დაკავსირებით ცოტა არაჯანსაღად მოჩანს. ინტევიუში ერთ ადგილას იმასაც კი ამბობს ინტერვიუერი ეკონომიკის ციფრების გაუმჯობესებისათვის გამოდის, რომ თავი უნდა მოვიკლათ მუშაობითოJ

 

 

 

პრინციპსი ეს კაცი იმის გულისთვის, რომ ფემინისტური არგუმენტის ინტეგრაცია მოახდინოს თავის თეორიაში ანგრევს, იმპლიციტურად, თავისავე თეორიის ბაზისური ცნების დისკრედიტაციას. ანუ, დეკომოდიფიკაციის ცნების დისკრედიტაციას. იმით, რომ ქალს ბაზარე გასვლისაკენ მოუწოდებს, ფაქტიურად ლიბერალი ფემინისტების მიზანს აკმაყოფილებს, რომ ქალი და ოჯახი უბრალო საქონლად, ‘კომოდითი’, გადააქციოს.

 

 

 

მე დავწერ ცოტა ხნის მერე ამ სტატიის გაგრძელებას სადაც ვეცდები, რომ ვაჩვენო სიყალბე იმ არგუმენტების რაც ქალის ამგვარ კომოდიფიკაციას აკავსირეს ეკონომიურ ზრდასთან, ტანაც შევინარცუნებ არგუმენტს, რომ სოციალურ მომსახურებებს სახელმწიფოს ხელში ასვთ ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტი. თუმცა ამაზე ცოტა დრო დამჭირდება.

 

 

 

ეს სტატი უბრალოდ იმიტო დავწერე, რომ მეჩვენებინა თუ როგორ დაჩაგრა დომინანტურმა დისკურსმა საღი აზრი, რომელიც იყო ანდერსონის საწყის ანალიზში.

 

 

 

თუ რამე კარგად ვერ ავხსენი და გაუგებარი ადგილებაი სტატიაში, მომწერეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მემარცხენეები ერთადერთი ნუ ჯერ ძალა არაა, მაგრამ მემარცხენე მიმდინარეობა ერთადერთი მიმდინარეობააა საქართველოში ვინც რეალურად ფიქრობს ქვეყნის მომავალ მოწყობაზე და საკუთარი პირადი კეთილდღეობის გარდა აწუხებს სხვების ბედიც,

 

 

ამოვიდნენ ყელში ეს ბუნდუქისტი რიბელასტები, დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები კორუფციულ გარიგეებში არიან გახვეულები და სახელმწიფო შეკვეთების დიდი უმრავლესობა მათ ხელშია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი იგრძნობა გამოსული ხალხისადმი უცნაური ზევიდან ყურების სურვილი

უნდა განუმარტო მასას

აუხსნა

აუ დააჯვეს რა თავზე ამ "მასას" :)

ხოდა ერთხელაც იქნება ეგ მასა ისეთს გიზამთ, რომ არც განგიმარტავთ და არც აგიხსნით, მარტივად, პოიმაიუტ ი ვ ჟოპუ ვიებუტ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

პოიმაიუტ ი ვ ჟოპუ ვიებუტ

უკაცრავად და კორექტულად . აქ მართლა პატარა ბიჭიკო კი არ ვზივარ ყველამ, რომ ზრდილობა დაივიწყა. ამოვიდა ყელში. ცოტა დაიმშვიდეთ ინტონაციები .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...