Jump to content
Planeta.Ge

კულუარების ოპოზიცია


Recommended Posts

http://journalist.ge/?menuid=2&id=1072&lang=1

16-12-2010 ეკა ბესელია სახალხო კრების დიქტატზე და გადარჩეულ ოპოზიციაზე, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ან იქნება ან არა... „თუ ვინმეს დიქტატის ამბიცია გაუჩნდება, ის დამარცხდება ამ ამბიციასთან ერთად...“

[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]

 

 

 

–––––ქალბატონო ეკა შიდა ოპოზიცურმა ბრძოლამ ძალიან ცუდ სიბრტყეში გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის დასახელებას პირდაირ ერიდებიან–ეს ინფორმაცია შიგნიდან მაინც გამოდის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ოპოზიცია ბრძოლის ასეთმა ფორმამ?

 

 

 

ვითარება მართლაც ძალიან ცუდიც და რთულიც არის, ერთადერთი ვინც დივიდენდს და სარგებელს მიიღებს ამ გაუთავებელი შიდა ომებისგან ეს არის რეჟიმი, რომელსაც ერთადერთ ამოცანად აქვს თავის გადარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება, ამიტომ ძალიან გონივრულად არის გასაანალიზებელი სად გადის ზღვარი საზოგადოების უფლებას შორის, რომელიც გულისხმობს ინფორმირებულობას, თუ რა ხდება პოლიტიკურ წრეებში და კულუარებში და იმ საფრთხეს შორის, რასაც ჰქვია რეჟიმის გაძლიერება–რომელიც პირდაპირ პროპორციულია ოპოზიციაში შიდა ბრძოლების დაწყებისა.

 

მე მგონია, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და პოლიტიკოსებს თავის მხრივ აქვთ ვალდებულება იყვნენ გულახდილები იმისთვის, რომ ეს კითხვები და ლეგენდები არ დაუბრუნდეს უკან ბუმერანგივით–თუმცა აქვე აუცილებლად უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, რომელიც დაადასტურებს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც არ აქვს მნიშვნლეობა რომელი მხრიდან წამოვა–ეს არ უნდა იყოს ჭორზე აწყობილი... მე შევეცდები ყველა ის დეტალი გავიხსენო, რომელიც იმ რეალობას ასახავს, რომელიც თუნდაც 2008 წელს არსებობდა.. 25 სექტემბრის განცხადების შემდეგ მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა–და ამ დრამატიზმზე ბევრი ლეგენდა შეიქმნა, თუმცა სიმართლე ბუნებრივია ერთია...

 

 

 

––––ეკა მაშინაც და ახლაც–ანუ იმ დროს, როდესაც ოპოზიცია ერთიანი იყო და ახლაც როდესაც ის აღარ არის ერთიანი, ოპოზიცია ზუსტად ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებს?! ზუსტად ეს შეცდომები შემდეგ საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს–ხალხის ნაწილი უკმაყოფილოა და ლევან გაჩეჩილაძეს აბრალებს იპოდრომიდან ხალხის დაშლას და იგივე საზოგადოება უკმაყოფილოა 25 ნოემბერს უკვე ამ წელს ასევე სახლში გაშვების გამო–რას ელოდებიან ეს ადამიანები და ვინ უქმნის მათ ამ მოლოდინს?!

 

 

 

მე ზუსტად მახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩვენებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილს გერმანიის სასამართლომ პატიმრობის ვადა ორი კვირით გაუგრძელა–აქ გერმანიის სასამართლომ ფაქტობრივად მოგვიანებით აღიარა კიდეც, რომ ეს ზეწოლის გამო გააკეთა–ეს იყო სკანდალი.. ანუ ევროპაშიც კი იცოდნენ, რომ სააკაშვილი ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ გაიმარჯვებდა და ყველა მეორე ტურს ელოდებოდა...

 

 

 

იპოდრომის აქციამდე ერთი დღით ადრე ჩამოვფრინდი თბილისში მაშინ ჩვენს პარტიას წარმოადგენდა თორთლაძე–და ახლა აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ გია თორთლაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეუსაბამო იყო რეალობასთან და სწორედ ამის გამო წავიდა ის მერე უკვე პარტიიდან... მაშინ მე არ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღები პირი...

 

შტაბის ერთერთ სხდომაზე–შტაბს მაშინ კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობდა ითქვა სააკაშვილის და ლევანის იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი, კოკამ თქვა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ასევე უსუფაშვილი და თქვა, რომ სააკაშვილი იმდენად შეშინებული იყო, რომ ის მზად აღმოჩნდა კომპრომისებზე წასულიყო, აქ გაირჩა ყველა ის პირობა, რასაც სააკაშილი ოპოზიციას სთავაზობდა და ამ განხილვაში აბსოლუტურად ყველა იღებდა მონაწილეობას, ეს არ იყო კონფიდენციალური საკითხი.. და მახსოვს ზუსტად ისიც, რომ ეროვნული საბჭოს უმრავლესობამ არ მიიღო ეს პირობები, მოლაპრაკება უნდოდა თორთლაძეს, დავითაიას და ა.შ. მე ჩემი პოზიციით ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი სააკაშვილთან ამდაგვარი დიალოგი გაგრძელებულიყო და ამ ტიპის გარიგებაში შესვლა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ვაღიარებდით მის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ის არ იყო მცდარი რომ ამ დიალოგზე უარი თქვა ეროვნულმა საბჭომ–ეს იყო მორალური გადაწყვეტილება.. შესაბამისად ეს გულისხმობდა ბრძლის გაგრძელებას...

 

რაც შეეხება იპოდრომს მე ზუსტად მახსოვს, რომ იპოდრომიდან ოპოზიიციას უნდა დაეწყო მსვლელობა, იყო დაგეგმილი მანიფესტაცია რუსთაველისკენ, მაგრამ წინა ღამეს შედგა როგორც ჩანს შეხვედრა 12 კაციანი საბჭოსი და გადაწყვეტილება, რომ იპოდრომიდან ხალხი არ დაეძრათ მიიღეს უმრავლესობით–ეს არ იყო ერთი კაცის გადაწყვეტილება! ეს არ იყო ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება... თუმცა მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სწორი იყო იმ დღეს ხალხის დაშლა, რადგან კონკრეტული შედეგის დადგომა და კონკრეტული ქმედებები ქვეყანას ააცილებდა თუნდაც ომს... მომავალმა საპირისპირო რამ აჩვენა–მივიღეთ გამძვინვარებული რეჟიმი, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია და ბევრი მსხვერპლი...

 

 

 

–––––ვისი ინიციატივა იყო ეს?

 

 

 

სამწუხაროდ მე იმ პერიოდში არ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღები პირი ამიტომ მე ეს არ ვიცი... აქ მთავარია ყველა იმ ადამიანმა დაადასტუროს ვინ იყო იპოდრომის აქციის დაშლის და ვინ წინააღმდეგი..

 

 

 

––––და ვინ იყო წინააღმდეგი ეკა?

 

 

 

მე არ მინახავს ვინმეს მიერ გამოხატული წინააღმდეგობა, და იპოდრომის აქციის დღეს ეს წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს, ლევანი იქ აღარ იყო და ნებისმიერს შეეძლო გაერისკა და საკუთარ თავზე აეღო ეს გადაწყვეტილება და მოეწყო მანიფესტაცია რუსთაველისკენ...

 

 

 

––––ეკა ვერ აუვლით გვერდს ასავალ–დასავალში გამოქვეყნებულ მასალას? აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რატომ გაუჩნდა ქართულ პარტიას აზრი, რომ ეს ნინო ბურჯანაძის მიერ შეკვეთილი მასალაა? თქვენ ახლა სახალხო კრებაში ხართ და ნინო ბურჯანაძესთან საკამაომ ხშირი ურთიერთობა გაქვთ, როგორ ფიქრობთ რატომ შეიძლება ქართულ პარტიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის, ბრძოლა ამ ფორმით დაწყებულიყო, ან გაგრძელებულიყო.. თუ ეს ბრძოლა საერთოდ არსებობს...?!

 

 

 

როდესაც საუბარია, იმ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ოთხი ადამიანი ესწრებოდა, აქედან ორმა ლევან გაჩეჩილაძემ და დავით უსუფაშვილმა გააკეთეს განმარტებები, დარჩა ორი ადამიანი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე და მათ ეს პასუხები უნდა გასცენ.. და ეს მითქმა–მოთქმაც ამით დასრულდება, მე ვეთანხმები დავით უსუფაშვილს, არ მესმის, რატომ არ უნდა ისაუბრო ამ თემებზე ღიად, ამიტომაც დგას ასე ალბათ საკითხი, რომ თუ ეს მასალა იმ შეხვედრას ეხება სადაც ეს ოთხი ადამიანი იყო უნდა ყველა მათგანმა გასცეს პასუხი და თუ ეს არ ეხება ამ შეხვედრას მაშინ აუცილებელი იქნება კონკრეტული ფატქების მოშველიება, რომ ასეთი მძიმე ბრალდება იქნეს დადასტურებული... ყველა ვისაც ეს შეხვედრა ეხება ვალდებულია განმარტება გააკეთოს ხალხთან... ყველამ უნდა ილაპარაკოს ამაზე ღიად, მე მზად ვარ თუ რამე ვიცი ვთქვა.. ერთი რამ მინდა გითხრათ ძალიან ხშრად ვიყავი უმცირესობაში ოპოზიციის დიდი ერთობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერისას, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც მოგვიანებით შეცდომებად იქნა აღიარებული, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, შეიძლება ეს ჩემი შეცდომაც არის...

 

 

 

 

 

–––––ეკა რატომ არ საუბრობთ ღიად?! ოპოზიციას გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც მეტს უმალავს ხალხს, მით უფრო შორდება საზოგადოებას–როგორც წესი საქართველოში ყველა ამბავი ადრე თუ გვიან ხმაურდება და მოგვიანებით ეს ოპოზიციას თავის მართლების რეჟიმში აყენებს... რაც მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?!..

 

 

 

კი გეთანხმებით, საჭიროა პოლიტიკოსებმა დაიწყონ ღიად საუბარი, გულახდილობას არასდროს მოაქვს ცუდი შედეგი.. ეს შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულობას პოლიტიკის მიმართ–ჩვენ ნდობის მეტი მანდატი გვექნება ხალხისგან....

 

 

 

–––––ეკა ზუსტად ეგ მინდა გკითხოთ–გარედანაც ჩანს, რომ კრების შიგნით ყველაფერი წესრიგში არ არის.. კრება დატოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა?! რა ხდება სახალხო წარმომადგენლობით კრებაში–წამოსვლის მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ აშაკარაა რომ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც თავიუსფლებას არიან შეჩვეულები კრების შიგნით ეს თავისუფლება დაკარგეს–ხომ არ ემსგავსება კრება პარტიულ სტრუქტურას? იგივე შარტავას განცხადებები, რომ ფორუმი შეიძლება თვითლიკვიდაციაზე წავიდეს, იმისთვის რომ კრებაში შევიდეს პარტიული სტრუქტურით, ხოლო მოგვიანებით შარტავამ ამ განცხადებას საახალწლო ხუმრობა უწოდა... ემსგავსება კრება პარტიას?!

 

 

 

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და გადავარჩინოთ სახალხო კრება იმისგან, რომ მან არ მიიღოს პარტიული სტრუქტურის სახე, კრების მეშვეობით საზოგადოების წევრებმა უნდა მოახერხონ დემოკრატიის პირდაპირ განხორციელება.. ამაზე მუდმივად მიმდინარეობს საუბარი. ფაქტია ის, რომ რთულია საზოგადოების წარმომადგენლების და პოლიტიკური ფიგურების ერთად მუშაობა..

 

 

 

––––რატომ, პოლიტიკოსები არ უსმენენ მათ თუ პირიქით?!

 

 

 

განსხვავებული ხედვები აქვთ.. პოლიტიკური პარტიის ლიდერს მაინც აქვს პოზიცია, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია პარტიული სტრუქტურის ფორმატში დაინახოს, მას საკუთარი ინტერესები აქვს, ამ დროს სახალხო კრება თავის თავში ვერ იტანს იმას, რომ მას პარტიული დიქტატი მოახვიო თავზე, ეს არის თავისუფალი ორგანიზაცია, აქ უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებაც და პირველ რიგში აქ უნდა ჩანდეს ის, რომ ეს კრება არა ერთი პოლიტიკური მიმართულების ინტერესებს ემსახურება, არამედ ის ქვეყანას ემსახურება... ეს ძალიან რთული მოცემულობაა, აზრთა სხვადასხვაობა არის ბევრ თემაზე იგივე 25 ნოემბერზე, მანამდეც და მის შემდეგაც ეს სხვადასხვა აზრი ცოცხლობს...

 

ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების ერთობა, ჩვენ იმიტომ ვებრძვით ნაციონალურ მოძრაობას, რომ ერთნაირად უნდათ აზროვნებდნენ, ერთნაირი ლექსიკით უნდათ რომ საუბრობდნენ და განსხვავებული პოზიციის ადამიანს პარტიიდან რიცხავენ.. ასეთი მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვიბრძოდი.. აქ ადამიანები თავისუფლებას უნდა ხედავდნენ...

 

 

 

––––და ვინც დატოვა კრება, მათ ეს თავისუფლება არ ქონდათ?

 

 

 

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანს ვინც ამ იდეას უერთგულა და ვთვლი, რომ არ შეიძლება უაპელაციოდ ასეთ ადამიანებს იარლიყი მიაკერო... თუ დაიმსახურებს ამას კი ბატონო, ღიად თქვი, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ის შენს აზრს არ იზიარებს იარლიყი მიაკრა–ეს არასწორია, მიუღებელი...

 

 

 

–––––ეკა ეგ მინდა გკითხოთ, თქვენ თქვენი წარსულით მოიაზრებით ადამიანის უფლებების დამცველად და საზოგადო მოღვაწედ, თქვენ თქვენი მოღვაწეობით არ ხართ პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკოსი–ეს შეიძლება საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით პლიუსი იყოს, მაგრამ აუცილებლად შეგიქმნით დისკომფორტს სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან ურთიერთობისას?!

 

 

 

გეთანხმებით, და ჩემი თვისებების ადამიანისთვის ძალიან რთულია პარტიულ სტრუქტურაში საქმიანობა, ეს მე მიქმნიდა და მიქმნის დისკომფორტს.. მე თავიუსფლებას ვემსახურები და არა პოლიტიკურ ინტერესს, და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლამ მომახვედრა პოლიტიკაში და არ ვაპირებ საკუთარი თავის შეცვლას... მე მგონია საზოგადოებას ასეთი პოლიტიკოსები სჭირდება–უფრო ღია, გულახდილი... ეს მე მიქმნის პრობლემებს სხვა პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას, თორემ საზოგადოებისთვის ეს გაცილებით უკეთესია, ამიტომ ვერც კრების შიგნით და ვერც სადმე სხვაგან მე ვერ შევეგუები კონკრეტული პირის დიქტატს...

 

 

 

––––ეკა სიტყვა დიქტატი კრებასთან მიმართებაში ჩემმა არაერთმა რესპოდენტმა იხმარა, თუ არის იგივე ნინო ბურჯანაძის მხრიდან მცდელობა დარჩეს ერთპიროვნულ ლიდერად დარჩეს სახალხო კრებაში?!

 

 

 

ბუნებრივია ის, რომ ასეთი გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა როგორიც ნინო ბურჯანაძეა, მისი კრებაში არსებობა ასეთ ასოციაციას იწვევს, მაგრამ თუ გადავხედავთ საბჭოს შემადგენლობას მიხვდები, რომ ძნელია იქ მოახერხო, თუნდაც ნინო ბურჯანაძემ–იყოს ერთპიროვნული ლიდერი... იქ საზოგადოების წარმომადგენლების გარდა არიან პოლიტიკური ფიგურებიც... შეუძლებელია გააკეთო ის, რომ ნინო ბურჯანაძემ უკარნახოს ყველას საკუთარი გადაწყვეტილება, იქ თუ დიქტატის იდეით არსებობს ვინმე ის ამას ვერ განახორციელებს, კრებაში ხალხი შეიძლება მხოლოდ კეთილგანწყობით მართო.. და თუ ვინმეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ დიქტატის ამბიცია გაუჩნდება, ის დამარცხდება ამ ამბიციასთან ერთად...

 

 

 

––––ეკა რაღაც ეტაპზე აუცილებლად დადგება ოპოზიციის გაერთიანების საკითხი, ყველა ელოდება გაზაფხულს... აქ შეიძლება კიდევ ერთი დისკომფორტი შეგიქმნათ თქვენ ქართულ პარტიასთან თანამშრომლობაში ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორმა?!

 

 

 

ოპოზიცია უნდა გადახარისხდეს, ეს არის დღევანდელი ამოცანა, პოცესი მიდის იქით და მივა აუცილებლად იქამდე, რომ როგორც საცერში ფქვილი ტარდება ასე დაიწრიტება და გაიწმინდება ოპოზიცია... დღევანდელი რეალობა პოლიტიკურ სპექტრს ატარებს საცერში და დარჩება მხოლოდ ხარისხიანი ოპოზიცია, რომელიც მერე უკვე იდეის გარშემო გაერთიანებას აუცილებლად მოახერხებს... და ასეთ გადარჩეულთა შორის იქნებიან ცოტანი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ოპოზიციის ლუსტრაცია...მე ვფიქრობ რომ უნდა გაივლოს წყალგამყოფი რეალურ და სატელიტურ ოპოზიციას შორის და გადარჩეულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ახალი ძალებით ბრძოლის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, მე ასეთ ვითარებაში დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო იმ გადარჩეულთა შორის ვინ იქნებიან.. არ იქნება იქ ბევრი და არ მგონია იმ ადამიანებთან მომიწიოს ურთიერთობა ვინც ვერ წარმომიდგენია ამ გადარჩეულთა შორის..

 

 

 

–––ანუ ფიქრობთ რომ ირაკლი ოქრუაშვილი ნარჩევ ოპოზიციაში ვეღარ მოხვდება?

 

 

 

ვნახოთ..

 

 

 

––––ეკა თქვენ თქვენი ამ განცხადებით ფაქტობრივად პროგნოზირებთ ქართული პარტიის დაშლას?!

 

 

 

არა მე პროგნოზს არ ვაკეთებ, მე თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ გაერთიანების მიმართ განწყობილი... კი ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ისინი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაერთიანებაა, მაგრამ ადრე თუ გვიან სწორედ ეს სხვაობა იძლევა ხოლმე ცუდ შედეგს და რთული ხდება ასეთი ერთობის შენარჩუნება... მე მათ გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს...

 

 

 

––––––ეკა ადრე თუ გვიან ყველა პოლიტიკოსი იწყებს დამოუკიდებლად მოქმედებას.. რაღაც ეტაპზე თქვენც მოგიწევთ ამ გზის ძიება...?!

 

 

 

ერთადერთ პოლიტიკური პარტიაში ვიყავი და იქამდე გავჩერდი იქ ვიდრე შეიძლებოდა გაჩერება... ახლა სახალხო კრებაში ვარ და როგორც კი დავინახავ იმას, რომ ეს ბრძოლა იდეას აღარ ემსახურება მე რა თქმა უნდა სხვა ფორმატზეც ვიზრუნებ და არც ამის თქმა გამიჭირდება... ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ ზუსტად, რომ არ გავჩერდები....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბესელიას ნაირი წიკვინა დედაკაცები რომ წყვიტავდნენ აქციების,განსაკუთრებით აპრილის მიმდინარეობას,იმიტომაცაა კარგად საქმე. Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრეც ვთქვი და ისევ ვიმეორებ: თუ არ გაირკვა ვინ გაყიდულია და ვინ ჯერ კიდევ გასაყიდი, მანამდე არაფერი გამოვა.

ყოველთვის იქნება ლებედ რაკ და შჩუკა.

 

პ.ს. ნაღდი ოპოზიციონერი იყო გურამ შარაძე...

”------------------- ბადრი პატარკაციშვილი

”------------------- ჟვანია.

დასკვნა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრეც ვთქვი და ისევ ვიმეორებ: თუ არ გაირკვა ვინ გაყიდულია და ვინ ჯერ კიდევ გასაყიდი, მანამდე არაფერი გამოვა.

,აგრამ საშიშია სხვა მომენტი...მაფიოზობანაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ როდის წავლენ პოლიტიკიდან ბესელიები ბურჯანაძეები კუკავები და მსგავსი უპერსპექტივო ხალხი?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბესელიაზე ცალკე თემა? :018:

ტან ამსიგრძე ინტერვიუ? :018:

და წაიკითხეთ? :018:

 

 

მდააა.......... :TAT:

რაო? :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ როდის წავლენ პოლიტიკიდან ბესელიები ბურჯანაძეები კუკავები და მსგავსი უპერსპექტივო ხალხი?!

სანამ გარეშე ძალებს მათი წავწკავი აწყობთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

სანამ გარეშე ძალებს მათი წავწკავი აწყობთ!

აი რა შუაშია გარეშე ძალები გაფიცებ რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაის გარეშე ძალებიო

ანდა რუსეთი როდის მერე გახდა გარეშე ძალა

ან ეს კახპა უტვინო ნინა რას–ვის წარმოადგენს

ან როცა წარმოადგენდა(8 წელი!!!),მაშინ რა გააკეთა

ან...............

ან.............

არ მგონია ნინას "სტუმრობა" ვინმეს პატივს მატებდეს

ეს ალქაჯი პოლიტიკური ტრუპია და ვინც მაგას პოლიტიკოსად აღიქვავს ###########

 

 

Встреча Святейшего Патриарха Кирилла с Н. Бурджанадзе

Святейший Патриарх Кирилл принял Нино Бурджанадзе

Версия для печати

23 декабря 2010 г. 14:57

 

23 декабря 2010 года в рабочей резиденции в Чистом переулке Святейший Патриарх Московский и всея Руси Кирилл принял председателя Демократического движения «Единая Грузия» Н.А. Бурджанадзе.

 

Встреча состоялась по просьбе гостьи Москвы, прибывшей в российскую столицу для участия в прошедшей 21 декабря церемонии открытия мемориала «В борьбе против фашизма мы были вместе». Этот памятник, воздвигнутый на Поклонной горе при значительном участии грузинской общины в России, представляет собой аналог мемориала, взорванного в Кутаиси 19 декабря 2009 года по указанию грузинских властей.

 

Приветствуя Нино Бурджанадзе, Предстоятель Русской Православной Церкви отметил, что каждая встреча с гостями из Грузии важна и желанна, указав на «необходимость употреблять усилия с обеих сторон для того, чтобы к лучшему изменились отношения между государствами».

 

«Я не говорю об отношениях между нашими народами, — подчеркнул Святейший Владыка. — К худшему и к лучшему эти отношения не дано изменить никому, потому что два народа живут вместе географически, связаны единой судьбой, подчас трагической, а в основе этих сердечных отношений лежит общность нашей веры».

 

По словам Его Святейшества, сегодня, когда между двумя странами «не существует дипломатических отношений», когда межгосударственные связи практически отсутствуют, отношения между Русской и Грузинской Православными Церквями, тем не менее, развиваются очень активно:

 

«В преддверии встречи с Вами я изучил информационную справку. Анализируя контакты, совместные богослужения, встречи для обсуждения проблем между высокими представителями двух Церквей, я спросил себя: с какой другой Церковью у нас еще столь же интенсивные отношения? И это происходит на фоне крайне негативных событий в области межгосударственных отношений».

 

Патриарх выразил глубокую убежденность в том, что «наши братские Церкви, которые так близки друг к другу не только географически, но и сердечно, должны сегодня быть двумя локомотивами, которые могут содействовать выходу из трудного положения сложившихся межгосударственных отношений».

 

Святейший Владыка также подчеркнул, что большое значение сегодня имеет развитие связей между представителями общественности, культурными и политическими деятелями. «Все это содействует тому, чтобы как можно быстрее нормализовались межгосударственные отношения ко благу наших народов, которые всегда будут жить рядом и которые Самим Богом благословлены на дружбу, сотрудничество и солидарность в решении многих проблем, которые стоят сегодня перед человечеством» — отметил Предстоятель.

 

В ответном слове Нино Бурджанадзе поблагодарила Его Святейшество за теплый прием, отметив, что очень рада состоявшейся встрече.

 

«Я абсолютно уверена в том, что общая вера нам поможет преодолеть большие сложности, которые, к сожалению, существуют между нашими странами, — подчеркнула гостья из Грузии. — Однозначно, Церковь здесь может играть огромную и важнейшую роль».

 

Н.А. Бурджанадзе сказала, что высоко ценит добрые отношения двумя Патриархами, подчеркнув, что, Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии Илия II «всегда отмечает добрые отношения с вами и большую надежду на то, что ваша позиция, позиция Русской Православной Церкви, будет способствовать решению тех проблем, которые существуют между нашими государствами, и поможет нашим народам преодолеть те бедственные и тяжелые дни, которые, к сожалению, сегодня наступили в отношениях между двумя государствами».

 

«Я уверена в том, что мы можем построить нормальные межгосударственные отношения. И те добрые моменты, которые, безусловно, существовали в наших отношениях, обязательно перекроют отрицательные явления».

 

В ходе состоявшейся беседы, в которой также участвовали председатель Синодального отдела по взаимоотношениям Церкви и общества протоиерей Всеволод Чаплин, заместитель председателя Отдела внешних церковных связей Московского Патриархата протоиерей Николай Балашов, Святейший Патриарх подчеркнул, что внимательно наблюдает за событиями, происходящими в Грузии. Была затронута, в частности, тема роли Грузинской Православной Церкви в жизни грузинского общества и в сбережении его традиционных нравственных ценностей, которыми от века была крепка Грузия.

 

Н.А. Бурджанадзе рассказала Его Святейшеству о том, что в Грузии вызвали озабоченность сообщения средств массовой информации о нынешнем состоянии церкви святого великомученика Георгия в Илори (Элыре), расположенной в Очамчирском районе Абхазии. По распространившимся в Грузии сведениям, ремонтные работы, проведенные в этом памятнике архитектуры XI века, были выполнены некорректным образом и привели к искажению облика здания.

 

В связи с этим Святейший Патриарх Кирилл дал поручение выяснить действительное положение дел в Илорском храме с привлечением для этого опытных экспертов.

 

http://www.patriarchia.ru/db/text/1358460.html

 

და ბოლოს

ისევ "ქართველი პოლიტიკოსები" დაპრასტიტუტკობენ მოსკოვში

აბა ბელორუსები

ან უკრაინელები

ან ყირგიზები

ან მოლდოვები

ან

ან

თფუი ###########

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი გრანდიოზული მოვლენები რატომ რჩება უყურადღებოდ

 

Бывшего премьера Грузии низложили в собственной партии

 

Бывший премьер-министр Грузии Зураб Ногаидели отправлен в отставку с поста председателя оппозиционной партии "Для справедливой Грузии", сообщает "Интерфакс". Соответствующее решение было принято 23 декабря на чрезвычайном съезде партии.

 

За отставку Ногаидели проголосовали две трети делегатов. При этом он останется рядовым членом партии.

 

Кроме того, на съезде был избран новый совет партии - в него вошли 11 человек вместо 15, как было раньше.

 

Претензии однопартийцев к Ногаидели были озвучены в начале декабря, когда бывшего премьера обвинили в развале партии и присвоении денег, предназначенных для партийных нужд.

 

Их оппоненты утверждали, что критики Ногаидели сговорились с властями Грузии. После чрезвычайного съезда партии сторонники Ногаидели заявили, что его отставка была инспирирована МВД.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...