planetanews Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif ჯონ ლოიდი კავკასია: შესავალი ავტორი – თომას დე ვაალი ”აქ უამრავი გარემოებაა თავმოყრილი… არ არსებობს იდეებისა და ქმედებათა ერთიანობა, მხოლოდ ურიერთეჭვი და უნდობლობა”. ასე წერდა კავკასიაზე გენერალი ლაიონელ დანსტერვილი, მას შემდეგ, რაც 1918 წელს კავკასიაში, ბაქოში, სრულიად ამაოდ, თურქების შეტევისაგან სომხების დასაცავად გააგზავნეს (თავისი პატარა ჯარი მან იქიდან გამოიყვანა და 9,000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს). ასე აღიქვამენ რეგიონს ჩვეულებრივ – რაც იმ მოსაზრებას თანხვდება, რომლის თანახმად მხოლოდ გარედან მოსულ რკინის ხელს შეუძლია აქ ძალადობრივი მშვიდობის დამყარება. ეს ხელი, როგორც წესი, რუსეთი იყო, სხვადასხვა განსახიერებაში – იმპერიული, საბჭოთა, ან (ახლა) რესპუბლიკა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფების მიერ ის ან მჩაგვრელად, ან განმანთავისუფლებლად აღიქმებოდა. როდესაც კავკასიას1918 წელს ბოლშევიკური რევოლუციის ტალღამ გადაუარა, ბრიტანეთმა, იმ დროს მსოფლიოს მთავარმა სახელმწიფომ, უშედეგოდ სცადა რეგიონის გამოსარჩლება და დაცვა; დღეს ევროპის კავშირი, რომელიც რეგიონალურ ლიდერად მოიაზრება, დღემდე ძირითადად ამაოდ, მაგრამ მაინც ცდილობს იგივე როლის შესრულებას. რუსეთი 2008 წლის ზაფხულის ბოლოს საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. უამრავი მწვავე პასაჟიდან ერთ-ერთში, თომას დე ვაალი ამტკიცებს, რომ რუსეთი შეტევას შესაძლოა არ ამზადებდა, მაგრამ რადგანაც მაინც დაიწყო, გადაწყვიტა ამ ერთი ციდა ქვეყნისთვის შეეხსენებინა მისი მდგომარეობა მსოფლიო არენაზე და ის, რომ ასე ნაქები მოკავშირეობა შეერთებულ შტატებთან შეიძლება ტანკების ბორბლებქვეშ მტვრად იქცეს. რუსულმა ჯავშნოსანმა მანქანებმა გაანადგურეს ქართული არმიის დიდი ნაწილი, დედაქალაქთან ახლოს დაწინაურდნენ და შემდეგ უკან დაიხიეს, რათა ამბოხებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოეხდინათ, იმ რეგიონისა, რომლის დამორჩილებასაც თბილისი ცდილობდა. ამის გამო რამდენიმე ცხელი თვის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის ხალხები და ტერიტორიები მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში მოექცა: საფრენგითის პრეზიდენტმა ნიკოლაზ სარკოზიმ, თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის დახმარებით, აგვისტოს შუა რიცხვებში სამშვიდობო ზავის დადება უზრუნველყო. ეს მშვიდობა პირქუში აღმოჩნდა: რუსეთი არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთს ”იცავს”, არამედ უფრო დიდ რეგიონსაც ქვეყნის დასავლეთით, აფხაზეთს, რომლის ხალხმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მისაღწევად იომა. სომხეთი, რომლის მოსახლეობა დღემდე თავს მუსულმანი თურქების (დასახელება, რომელიც მათ თავის აზერბაიჯანელ მეზობლებზეც გაავრცელეს) მსხვერპლად მიიჩნევს თავს, დიდი ხანია რუსეთის მფარველობაზეა დამოკიდებული, თავიდანვე ასე იყო და ახლაც ასეა, რადგან რუსეთი მისი ქრისტიანი მეზობელია. მაგრამ რატომაა აქვს ამ არეულ, ჰეტეროგენულ, უსასრულოდ მომთხოვნ სივრცეს, სადაც სულ რაღაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მნიშვნელობა? დე ვაალი ბოლო 20 წელის განმავლობაში, რეგიონის საუკეთსო ინტერპრეტატორთაგან ერთ-ერთი, თავის მწყობრ და სკრუპულოზურ ტექტსტში გვეუბნება: იმიტომ, რომ ესაა ”შუალედური სივრცე… შავ და კასპიის ზღვას, რუსეთსა და ახლო აღოსავლეთს და ბოლო დროს დემოკრატიულ სამყაროსა და დიქტატორულ რეჟიმებს შორის მდებარე სივრცე”. და ამ შუალედური მდგომარეობის გამო ის იზიდავს, ან ვერ ახერხებს დისტანცირებას მეზობელი სახელმწიფოებისგან. საუკუნეების მანძილზე აქაურობას იპყრობდნენ კიდევ და კიდევ, ალიანსებს ღალატი ცვლიდა, მაღალი ოცნებანი დამოუკიდებლობაზე, ტირანიის ჭაობში ეფლობოდა და ეს მხარე მით უფრო ხშირად ხდებოდა მტრობის მოწმე, ვიდრე ეს გარედან იყო ინსპირირებული. საბჭოთა კავშირის ორი უდიდესი მონსტრი, იოსებ სტალინი და მისი საიდუმლო პოლიციელი და (მანამდე) კავკასიის ბატონი ლავრენტი ბერია, ქართველები იყვნენ (მათ გარკვეულწილად დღემდე სცემენ პატივს მშობლიურ მიწაზე). ბერია აქ ბატონობდა და დაიმორჩილა მთელი რეგიონი, რომელსაც მაშინ კავკასიის ფედერაცია ეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც მოსკოვში წავიდა, მთავარ ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭათ. პარადოქსულია, მაგრამ ამან ცეცხლი შეუნთო ნაციონალიზმს, რომელიც, მოგვიანებით, საბჭოთა ეპოქის შედარებით თავისუფალ წლებში, ჭირივით მოედო რეგიონს და პატარა ერებს ”მცირე იმპერიებისგან”, კერძოდ კი საქართველოსგან, სადაც ისინი დატყვევებულად აღიქვამდნენ თავს, გამოყოფა აფიქრებინა. ხშირად ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მშვიდობიანად წარიმართა: მაგრამ ამ ლამაზ, პირქუში ღრუბლებით მოცულ ამ მიწაზე, ომებმა, რომლებმაც საერთაშორისო საზოგადოების მცირედი ყურადღება მიიპყრო და ახლა აქაურების გარდა თითქმის ყველამ მიივიწყა, ათობით ათასი სიცოცხლე შეეწირა. საუკუნეზე მეტია აქ იყო ნავთობი და ამ ბოლო დროს აირიც აღმოჩნდა: მსოფლიო მარაგების დაახლოებით 5 პროცენტი ამ რეგიონშია, ძირითადად კასპიის ზღავაში, უმეტესობაა აზერბაიჯანი აკონტროლებს. ბაქო მე-19 საუკუნის ბოლოს ნავთობის ბუმის მოწმე გახდა; ნობელისა და როტშილდის ოჯახებმა აქ იშოვეს ქონება. ახლა ქალაქი მდიდარი და ბრჭყვიალაა, მაგრამ მისი კვლევა ისევ საეჭვო მილსადენების და ცვალებადი საერთაშორისო ალიანსების იმედდაა დარჩენილი. დე ვაალი ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად კარნეგის ფონდის წამყვანი თანამშრომელი იმ ნოტაზე ასრულებს წიგნს, რომელსაც ჩვეულებრივ ფრთხილად ოპტიმისტურს უწოდებენ. აქ, მისი თქმით ”არც ნიჭის და არც გამოცდილების ნაკლებობას არ განიცდიან (კარგი იქნებოდა გამოცდილება ნაკლებად სევდიანი, ხოლო ნიჭი ნაკლებად ყოფილიყო მიმართული შურისძიებაზე). უჩვეულოა, მაგრამ ის უფრო მეტ ჩარევას კი არ ითხოვს, არამედ მეტ დამოუკიდებლობას, რაც მისი აზრით, სახელისუფლებო სასახლეებში თვითდამკვიდრებისას მეტ რეალიზმს გააჩენს, ხოლო ქვეყნებსა და ხალხებს იმას გააცნობიერებინებს, რომ გენერალ დანსტრევილის მოსაზრება მათ ბედისწერად არ უნდა ექცეთ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts