planetanews Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/European-Parliament-logo1-150x22.jpg მას შემდეგ, რაც სამშაბათს ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ხელშეკრულება საქართველოსთან, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობა უფრო ადვილად შეეძლებათ. პარლამენტარებმა ასევე დაუჭირეს მხარი შეთანხმებას თბილისთან არაკანონიერი ემიგრანტების რეადმისიის შესახებ. საქართველოსთან დადებული შეთანხმების თანახმად საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ მოკლევადიანი ვიზა სჭირდება (მაგალითად 90 დღით 180 დღიანი პერიოდისთვის) დოკუმენტების გაცემა გამარტივდება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა ვიზა მსურვლეს, მიღებულ უნდა იქნას განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში. გადასახადი €35 იქნება. გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, მაგალითად სტუდენტებს, პენსიონერებს, ჟურნალისტებს, 12 წლამდე ბავშვებს, შეზღუდული უნარების მქონე პირებს, მათ, ვისი ნათესავებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონიერად ცხოვრობენ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ვიზა უფასოდ მიეცემა. გარკვეული ჯგუფებს, მაგალითად ბიზნესმენებს, სტუდენტებს, ან ჟურნალისტებს ვიზის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია გაუმარტივდებათ. უკანონო ემიგრანტების დაბრუნება პარლამენტმა ასევე დაამტკიცა შეთანხმება, არაკანონიერი ემიგრანტების რეადმისიის შესახებ. საქართველომ და ევროკავშირმა უნდა დაიბრუნონ მათი ის მოქალაქეები, რომლებიც მათ ტერიტორიებზე უკანონოდ იმყოფებიან. მესამე ქვეყნების ან მოქალაქეობის არმქონე პირებიც დაბრუნებულნი უნდა იქნან, თუ დამტკიცდა, რომ ამ პირს რომელიმე ხელმომწერი ქვეყნის ვიზა ჰქონდა ან იქ ცხოვრობდა ან ეს ქვეყანა გამოიყენა ტრანზიტისათვის. პარლამენტარებმა ნატალი გრისბექის ორი ანგარიშის საფუძვლეზე, ღია კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ორივე შეთანხმებას. ორშაბათს საღამოს გამართულ დებატებში, გრისბექმა განაცხადა: „ეს შეთანხმება საინტერესოა რეგიონალურ კონტექსტში, რადგან ის მხარს უჭერს ევროკავშირის ძალისხმევას განამტკიცოს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან“. მისი თქმით, შეთანხმებები „წაახალისებენ საქართველოს აუცილებლი რეფორმების განხორციელებისკენ (…) თავისუფლების, უსაფრთხოების, სასამართლო სისტემის მიმართულებით და არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“. შემდეგი ნაბიჯები ახლა აუცილებელია, რომ შეთანხმება ფორმალურად დაამტკიცოს საბჭომ. ორივე შეთანხმება ძალაში შევა მაშინ, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს რატიფიკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეატობინებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts