planetanews Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/tr_geneve2.jpg(AFP) – ხუთშაბათს, ჟენევაში რუსულმა და ქართულმა მხარემ „მოლაპარაკებები“ განაახლა, რაც ევროკავშირის გაეროს და ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფას ეძღვნება. ამის თაობაზე ცნობილი გაეროს წყაროებიდან გახდა. „მათ მუშაობა დილის 8 საათიდან დაიწყეს“, – განაცხადა ჟენევაში გაეროს პრეს–სპიკერმა ალესანდრა ველუჩიმ. 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ დროს თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს საქართველოს რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის გამო დაუპირისპირდნენ. მხარეების ბოლო შეხვედრა ჟენევაში 14 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ ევროკავშირის წარმომადგენელმა შეხვედრა შეაფასა, როგორც „რთული“ და დიდწილად იმაზე მიანიშნა, რომ ჰუმანიტარული შინაარსის საკითხების განხილვას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების ახალი სერია, რომელიც ხუთშაბათისთვის დაიგეგმა, იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც საქართველოს რუსეთს ახალი ბრალდებები წაუყენა. მაგალითად, გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე იმ „ტერორისტული შეტევების“ სერიის გახსნის შესახებ განაცხადა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ექვსი მოქალაქე აღმოჩნდა, რომლებიც რუსეთზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, ნოემბრის დასაწყისში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის მასშტაბური ჯაშუშური ქსელი ამხილა, რასაც მოსკოვის „რისხვა“ მოჰყვა. თუმცა, ამავდროულად, ნოემბერში სააკაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, რომლებიც სტრასბურგში სესიაზე შეიკრიბნენ, განაცხადა, რომ ის ცალმხრივ რეჟიმში უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე, მოსკოვი დიალოგზე დაპატიჟა და ევროკავშირს მოვლენების მსგავსი განვითარების დადებითი შეფასებისკენ უბიძგა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიამ აშშ–ს მოკავშირე საქართველოს ნაწილი დაიკავა და განდევნა ქართული ძალები, რომლებიც სეპარატისტულ პრო–რუსულ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა, თუმცა მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც თბილისის და დასავლური ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ტერიტორიებზე დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალებია განლაგებული, რაც საქართველოს აზრით სამშვიდობო შეთანხმების პირობების დარღვევაა, რაც ჯარების იმ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც მათ კონფლიქტის დაწყებამდე ეკავათ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts