Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge როგორ მუშაობს „გადატვირთვა“?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

ჯენიფერ რუბინი

 

იმ ფონზე, როდესაც სენატში START–ის (სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ხელშეკრულება) განხილვა დაიწყო და გასულ კვირაში ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა აუცილებელია, უნდა ითქვას ის, თუ რამდენად დაუბალანსებელია დღეს ეს ურთიერთობები. 

 

საქართველოს, იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის ტერიტორიის 20%–იც რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული მორიგი ისტორიის დეტალებზე განცხადება გამოაქვეყნა. საუბარია ექვს ქართველზე, რომლებიც ამ თვეში დააპატიმრეს და რუსი ოფიცრის ევგენი ბორისოვის მონაწილეობით მთელი რიგი აფეთქებების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია:

 

„საქართველომ სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამ საქმეზე დაკითხოს მაიორი ბორისოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით. თბილისმა მოითხოვა ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის საქმეში გარეული საქართველოს იმ ორი მოქალაქის გადმოცემა, რომლებიც დღეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან…

 

ტერაქტები ამ წლის სექტემბრიდან ნოემბრის პერიოდში განხორციელდა. მათი სამიზნე იყო აშშ–ს საელჩო, რკინიგზის სადგურები და ლეიბორისტული პარტიის ოფისი თბილისში. გამოძიება, რომელსაც შედეგად დაპატიმრებები მოჰყვა, მოწმეთა უამრავ ჩვენებას, სატელეფონო მოლაპარაკებების ჩანაწერებს და სხვა მტკიცებულბებს ეფუძნება“. 

 

გესმით, რა ხდება? ტერაქტის სამიზნე შეერთებული სტატების საელჩო იყო. და რას აკეთებს ამ დროს ობამას ადმინისტრაცია? არაფერს.  

 

აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს მთავრობის რბილი პასუხი. შემდეგ განცხადებაში ნათქვამია:

 

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა განცხადებაში, რომელიც მან იმ დღეს გააკეთა, როდესაც დაჭერების შესახებ გახდა ცნობილი, რუსეთი არ ახსენა. „ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენმა სამართალდამცველებმა შეაგროვეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მართავდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ „ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს კანონით განსაზღვრული წესით““.

 

გამოუცხადა კი შეერთებულმა შტატებმა სოლიდარობა საქართველოს იმ თავშეკავებულობისთვის, რომელსაც ოკუპირებული დემოკრატია იჩენს? ან იქნებ მან გადაწყვიტა, რომ საქართველო სამხედრო დახმარებას იმსახურებს? არა. აი ასეთი საგარეო პოლიტიკა აქვს ობამას ადმინისტრაციას. ის კვლავ ფრთხილობს ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც სასწორზე დევს ამერიკის ინტერესები ან ამერიკის ტერიტორია (რომლის ნაწილიც არის ოფიციალურად საელჩოების ტერიტორია). რა უნდა მოხდეს ისეთი, რამაც ამ ადამინისტრაციას შეიძლება თვალი აუხილოს და კურსი შეცვლევინოს? ახლა იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ რამ შეიძლება მასზე ასე იმოქმედოს.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...