planetanews Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/los_angeles_times.jpg ჰეილი სვითლანდ ედვარდსი სომხეთი არაკეთილმოსურნე მეზობლებით არის გარშემორტყმული და უკვე ოცი წელია რაც მთიანი ყარაბახის გამო აზერბაიჯანთან უკიდურესად მილიტარიზებულ ტერიტორიულ დავაშია ჩაბმული. თუმცა დიდი ხანია რაც წარმატებულ ბრძოლას ეწევა დიპლომატიურ ფრონტზე და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ერთდროულად, როგორც ირანთან და რუსეთთან, ასევე აშშ–სთან. სომხეთი დაცვის, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით ამ სამივე ქვეყანას ეყრდნობა. მაგრამ ორი წლის წინ სომხეთმა საკუთარი ქმედებების შედეგი იწვნია და აშშ–ს რისხვის ობიექტი გახდა. 2008 წლის დეკემბერში სახელმწიფო მდივნის მიერ გადაცემული ტელეგრამის თანახმად, რომელიც WikiLeaks–მა გამოაქვეყნა, ამერიკელმა მზვერავებმა აღმოაჩინეს, რომ სომხეთი ირანს ბულგარულ რაკეტებს გადასცემდა. როგორც ეს ერევანში ამერიკის საელჩოს 2009 წლის ანგარიშშია ნათქვამი, ეს იარაღი „აღმოაჩინეს ერაყში შიიტელი მებრძოლების ორი თავდასხმის შედეგად, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი კი დაიჭრა“. ვაშინგტონმა განმარტება მოითხოვა და სომხებს შეშინდათ. ამიერკავკასიის პატარა სახელმწიფოები – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – მოქცეულები არიან ირანს, რომელსაც პოტენციურად შესწევს იმის უნარი, რომ სამივე ქვეყანას პრობლემა შეუქმნას, და აშშ–ს შორის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მათ ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირების გაწყვეტა აიძულოს. ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატების იმ ანგარიშებშია საუბარი, რომელიც WikiLeaks–მა გამოაქვეყნა. სამივე ქვეყანას სეპარატისტების მადესტაბილიზებელ საქმიანობასთან და ეთნიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, რისი გამოყენებაც გარე ძალებს მარტივად შეუძლიათ. პრობლემებს წააწყდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. გარედან ჩანს, რომ ის მზადაა აშშ–ს ირანის იზოლირებაში დაეხმაროს, მაგრამ ბაქოში ამერიკის საოლჩოდან 2010 წლის თებერვალში გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ მას ძალიან ეშინია დიდი და ხმაურიანი მეზობლის გაბრაზების. ალიევმა ამერიკელ დიპლომატებს უთხრა, რომ ირანული „პროვოკაციები აზერბაიჯანში მატულობს“. მისი თქმით, ირანი არამხოლოდ „აფინანსებს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს და „ჰეზბოლას“ ტერორისტებს, არამედ აღვივებს კონფესიათშორის შუღლს აზრბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან მოშორებულ ნახიჩევანის რეგიონში, ბაქოსა და აზერბაიჯანის საელჩოებთან უცხოეთში დემონსტრაციებს აწყობს, ასევე ცდილობს ალიევის რეპუტაციის შელახვას, აჩვენებს რა ირანის ტელევიზიით მის პროტრეტს დავითის ვარსკვლავის გვერდით. ალიევმაც და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმაც შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა ირანის დარტყმების „სამიზნე“ გახდეს. ორივემ, იურიდიული თვალსაზრისით კასპიის ზღვაზე ირანთან არამკაფიოდ გაფორმებული საზღვრისკენ მიუთითა, როგორც ამგვარი დარტმის შესაძლო წერტილზე. „[ალიევმა] ირანში არსებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულად მიიჩნია. ის ფიქრობს, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“, – ნათქვამია წერილებში. 2006 წლის დეკემბრით დათარიღებულ ტელეგრამაში, ალიევი ჰგავს ადამიანს, რომელმაც თავდაცვითი პოზიცია დაიკავა, შეშფოთებულია რა აშშ–ს ირანული პოლიტიკით, რომელიც „არ ესმის“, მაგრამ 2010 წლის თებერვალში ის თითქოს მორიგებისკენ იხრება და ირანის უფრო მეტად ეშინია. „რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ერთხელ თქვა, „რომ რუსეთს არ სურს, რომ ამერიკელებმა ირანი დაახრჩონ, მაგრამ არც ის სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს““, – თქვა ალიევმა ამერიკული ტელეგრამების თანახმად, და როგორც ჩანს ეს ის დილემაა, რომელიც მასაც კარგად ესმის. საქართველოც არაერთხელ ყოფილა სცილას და ქარიბდას შორის. ორის წლის წინ მისი ურთიერთობა ირანთან სერიოზულად გართულდა იმის გამო, რომ ოფიციალურმა თბილისმა აშშ–ს ირანის მოქალაქე გადასცა, რომელსაც კონტრაბანდაში, ფულის გათეთრებასა და შეთქმულებაში ედებოდა ბრალი. 2010 წელს სიტუაცია განიმუხტა, და ირანმა და საქართველომ ერთმანეთთან მიმოსვლითვის სავიზო რეჟიმები გააუქმეს, აღადგინეს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირი და მცირე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რამაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონი ერთგვარად გააოცა. არსებობს დეპეშა, რომელსაც რუსული და ქართული ვებ–გვერდები იმოწმებენ, თუმცა WikiLeaks–ის დოკუმენტებში ის ჯერ–ჯერობით არ იძებნება; მასში მოყვანიალია ფრაგმენტები იმ ბრიფინგიდან, რომელიც მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა რიჩარდ ჰოლბრუკმა ამიერკავასიაში გამგზავრებამდე გამართა. ითქვა, რომ საქართველო „ცდილობს ირანთან ურთიერთობებში გარკვევას“, თუმცა ეშინია ისეთი შეუქცევადი შეცდომების დაშვების, რაც ირანს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებლობის აღიარების შესაძლებლომას მისცემს, როგორც ეს 2008 წელს რუსეთმა გააკეთა. „ის ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა რეგიონში ძლიერ მეზობელთან და საგარეო ვაჭრობაში მსხვილ პარტნიორთან“, – ნათქვამია წერილში. როგორც ჩანს, ყველა ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში ანალოგიური მოსაზრებები დომინირებს. სომხეთს დიდი ხანია რაც ირანთან კარგი ურთიერთობა აქვს, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მას უკიდურესად სჭირდება რეგიონში ერთი მოკავშირე მაინც. მას შემდეგ, რაც ამტკიცებენ, რომ სომხეთმა ირანს იარაღი გადასცა, სახელმწიფო მდივნის იმდროინდელმა მოადგილე ჯონ ნეგროპონტემ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს კონფიდენციალური გზავნილით მიმართა, სადაც მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ სომხეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას ამერიკელი ინსპექტორები შემოწმებისთვის გაუფრთხილებლად ეწვევიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ პატარა ქვეყანას „ამერიკის მხრიდან დახმარების შეწყვეტა და გარკვეული საექსპორტო შეზღუდვები“ დაემუქრება. აშშ–ს სანქციები სომხეთისთვის კატასტროფა იქნებოდა. ეს ღარიბი ქვეყანა ისედაც იტანჯება იმ სანქციებით, რომელიც მას მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაუწესეს. არცერთ წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, შეასრულა თუ არა სომხეთმა აშშ–ს ბრძანება, მაგრამ არსებობს 2010 წლის ტელეგრამა, რომლის თანახმად სომხეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი გორიკ აკოპიანი აშშ–ს ელჩს არწმუნებს, რომ სომხეთი ამერიკელების ყველა მოთხოვნას შეასრულებს. „სომხეთს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და დამატებით პრობლემების შექმნის არანაირი სურვილი არ აქვს“, – თქვა აკოპიანმა, დოკუმენტების თანახმად. დღეს, აშშ–ს მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ მოქმედებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts