Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- უსინათლო ქალბატონს დახმარება 14 წლის წინ გაყიდული "მოსკვიჩისთვის" შეუწყვიტეს


Recommended Posts

სოფელ ჯაფარიძეში, შრომის ქუჩაზე მცხოვრებ უსინათლო 58 წლის ელზა გოგილაშვილის ოჯახს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი ყოველთვიური საარსებო შემწეობა მხოლოდ იმიტომ შეუწყდა, რომ 14 წლის წინ მოსკვიჩის მარკის მოძველებული ავტომობილი მინდობილობით გაყიდეს. თუმცა, მოსკვიჩი კვლავაც უსინათლო ქალბატონის მეუღლეზე 61 წლის დავით გოგილაშვილზე არის გაფორმებული. ოჯახი ამბობს, რომ სოფლის რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი შესაბამის ცნობას არ აძლევთ, რის შემდეგაც დახმარების აღდგენას შეძლებენ.

 

გაზიარება

[თამილა გურაშვილი . 15:37 11-12-2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TQNiVF0j7cI/AAAAAAAAESY/o26zOxfpudU/s200/usinatlo.gifდედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოშიც განმარტავენ, რომ დახმარების შეწყვეტა ოჯახის სახელზე ავტომობილის დაფიქსირებამ გამოიწვია.

,,ჩემი მეუღლე 7 წელია ვერ ხედავს. ასევე გულის დაავადებებს უჩივის და სულ 1 თვეა, რაც ოპერაცია გაიკეთა. გულის ორივე პარკუჭის ჰიპერტონია და აორტის ანევრიზმა აქვს. 4 თვე თბილისში დიღმის გულის კლინიკაში იწვა. უამრავი ხარჯი გვაქვს, არადა უმუშევრები ვართ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი დახმარება იყო და ისიც სექტემბრიდან შეგვიწყვიტეს... რა გზას დავადგეთ არ ვიცით. ხანდახან დღიურ სამუშაოზე გავდივარ და შიმშილს ამით გადავურჩით. მთელმა სოფელმა იცის, რომ ეს მანქანა ამდენი წელია გავყიდე და ის ჩვენს ოჯახს აღარ ჰყავს. სოფლის რწმუნებულისგან დახმარება მინდა, ცნობა დამიწეროს, რომ ჩვენს ოჯახს ავტომობილი აღარ ჰყავს. რამდენი დღეა რწმუნებულს ვეხვეწებით, მაგრამ უარზეა და ჭუჭულაშვილი ასე გვაწვალებს," - აცხადებს სოციალურად დაუცველი ოჯახის უფროსი დავით გოგილაშვილი.

დედოფლისწყაროს გამგეობაში "ქიზიყს" განუმარტეს, რომ ამგვარ ცნობებს ყველა სოფლის რწმუნებული უპრობლემოდ გასცემს, თუმცა მისი დაწერისგან ჭუჭულაშვილმა რატომღაც თავი შეიკავა. მოკვლევისას "ქიზიყმა" ისიც გაარკვია, რომ ამ მხრივ სოფელ ჯაფარიძის რწმუნებული განსაკუთრებით გამოირჩევა და გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ხელოვნურ დაბრკოლებებს ხშირად ქმნის.

ნოდარ სამადაშვილი (სოც-აგენტი): ,,რატომღაც ჯაფარიძის რწმუნებული ცნობების გაცემაზე ყოველთვის პრობლემას ქმნის. სხვა არცერთი სოფლის რწმუნებული ამ კუთხით პრეტენზიებს არ გამოსთქვამს. ამ შემთხვევაში საჭირო აქტის გაცემა რწმუნებულს შეუძლია. თუ გოგილაშვილების ოჯახი წარმოადგენს ცნობებს, რომ ეს ავტომობილი არ ეკუთვნით, მაშინ დახმარების აღდგენაზე საუბარი იქნება და გაცდენილი თვეების ანაზღაურებაც მოხდება".

ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ჩარევამ და სოფლის რწმუნებულთან რამდენჯერმე დაკავშირებამ შედეგი გამოიღო. ჯაფარიძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვლადიმერ ჭუჭულაშვილმა პირობა დადო, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ცნობას გასცემს... მას შემდეგ კი ჯერი სოციალურ სააგენტოზეა. აღუდგება თუ არა ოჯახს დახმარება და რამდენად სწრაფად მოხდება ეს პროცესი, გაზეთ "ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფი მოვლენათა განვითარებას თვალყურს აქტიურად მიადევნებს.

"ქიზიყი"

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-3095995313187260197?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...